ქართული კლავიატურის სკრიპტი – GeoKBD

ქართული კლავიატურის სკრიპტი – GeoKBD წარმოადგენს
JavaScript – ზე დაწერილ სკრიპტს, რომლის დანიშნულებაც არის HTML
ფორმებთან მარტივი ინტეგრაცია და ფორმის სასურველ ველების ქართულად წერის
შესაძლებლობით აღჭურვა. ასევე მისი ინტეგრირება შესაძლებელია ნებისმიერი
ტიპის WYSIWYG (Rich) რედაქტორთან.

სკრიპტი მუშაობს და გატესტილია შემდეგ ბრაუზერებში:

  • InternetExprlorer 6
  • InternetExplorer 7
  • Mozilla FireFox
  • Safari Windows (wysiwyg რედაქტორების მხარდაჭერა ჯერ არ მუშაობს)
  • Safari Mac OS X
  • Opera
  • Camino
  • Mozilla SeaMonkey

სკრიპტი ვრცელდება MIT
ლიცენზიით
, და მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის
პროექტისათვის, ცხადია საავტორო უფლებების დაცვით.

სკრიპტის გამოყენება მაქსიმალურად მარტივია და ფორმის ელემენტების
ქართული ბეჭდვის შესაძლებლობის რეალიზაციისათვის საკმარისია გამოვიყენოთ
ქვემოთ მოყვანილი მარტივი რომელიმ JavaScript კონსტრუქცია.

ერთი ფორმის, მრავალი ველის კლავიატურასთან მიბმა
შესაძლებელია დინამიური მასივისა და შედმეგი ტიპის კონსტრუქციის
გამოყენებით:

GeoKBD.map('my-form', ['my-field-one', 'my-field-two']);

იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ფორმის ყველა ელემენტის
კლავიატურაზე მიბმა საკმარისია შემდეგი კონსტრუქცია:

GeoKBD.map('my-form');

იმ შემთხვევაში თუ გვსურს დოკუმენტში არსებული ყველა ფორმის
ყველა ელემენტის კლავიატურაზე მიბმა საკმარისია შემდეგი
კონსტრუქცია:

GeoKBD.map();

ხოლო ერთი ველის ქართულ კლავიატურასთან მისაბმელად
შესაძლებელია გამოვიყენოთ ქვემოთ ნაჩვენები კონსტრუქციებიდან
ერთერთი:

GeoKBD.map('my-form', ['my-field-one']);
//ან ასე
GeoKBD.map('my-form', 'my-field-one');

სკრიპტის აღსანიშნავი დეტალია ის რომ, ამ მომენტისათვის იგი
ერთადერთია რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ე.წ. WYSIWYG
რედაქტორების მიბმა ქართულ კლავიატურასთან. ამ ეტაპისათვის წარმატებით
არის გატესტილი TinyMCE, FckEditor , vBulletin
და IPB ფორუმების რედაქტორებთან ინტეგრაცია.

wysiwyg ედიტორთან ინტეგრაციისათვის საჭიროა შემდეგი ტიპის
კონსტრუქციის გამოყენება:

GeoKBD.mapIFrame('myEditorId');
//სადაც 'myEditorId თქვენი კომპონენტის იდენტიფიკატორია!

ზემოთ ჩამოთვლილი WYSIWYG რედაქტორებიდან TinyMCE – სთვის არსებობს
შესაბამისი პლაგინი რომელიც იყენებს GeoKBD ბიბლიოთეკას. მისი გადმოწერა
შესაძლებელია ამ
მისამართიდან
. ხოლო ინსტალაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ
ამ
მისამართზე
.

ეს შესაძლებლობა ჯერ არ მუშაობს IE – ში. ეს შესაძლებლობა
უკვე მუშაობს IE – ში.


ასევე სკრიპტში რეალიზებულია “~” კლავიშით ქართული კლავიატურის ჩართვისა
და გამორთვის მხარდაჭერა. თუმცა ამისათვის “checkbox” ელემენტი არ არის
საჭირო(მიუხედავად იმისა რომ მისი მხარდაჭერაც აქვს
სკრიპტს)

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებისა სკრიპტს გააჩნია სხვა
სასარგებლო დეტალები რომლის შესახებაც შეგიძლია წაკითხოთ შესაბამის
“GeoKBD” განყოფილებაში

სკრიპტის უახლესი ვერსიის გადმოწერა შესაძლებელია Google
- ს SVN რეპოზიტორიდან

ხოლო მისი მუშა მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე.

111 Responses to “ქართული კლავიატურის სკრიპტი – GeoKBD”

  1. Control says:

    რჩევას მოგცემთ http://WwW.Convert.Ge :D გადაყავს ყველა ფორმაში ნებისმიერი შრიფტით დაწერილი ტექსტი გადმოყავს ქართულ შრიფტზე : ))

  2. @Control

    ისე convert.ge-ც იყენებს ამ სკრიპტს ;)

  3. გია says:

    გიორგი

    მშვენიერი პროექტია..

    geokbd-ს გამოყენებისას ერთ რამეს წავაწყდი, input-ის maxlength-ს უგულვებელყოფს, იქნებ ესეც გაითვალისწინო.

    პ.ს. ვიყენებ ბოლო ვერსიას 1.0-ს, რომელიც ამ მომენტში code.ge-ზე გაქვს გამოყენებული

  4. გიორგი says:

    გამარჯობათ
    დახმარება მჩირდება ძმებო!
    ვეძებ PHP სკრიპტს, რომ შესაძლებელი იკოს ქართულად წერა საიტზე.
    წინასწარ გიხდით მადლობას.

  5. ბერო says:

    მადლობა.
    ამ კოდს phppp3 -ზე ვიყენებ.
    ფორუმის ბოლოში მiნაწერიც მაქვს.
    Geo KBD Powered by code.ge :)

  6. თემო says:

    ინსტალაციის აღწერა წაშლილია და ძაან გთხოთ აღადგინეთ თორე ვერაფერი ვერ გავიგე ერთ პატარა ველში მინდა ჩავსვა ეგ ფუნქცია და დამეხმარეთ მარა ხო ვიცი ამ კომენტარს უპასუხებენ 1 კვირის შემდეგ და მიხედეთ საიტს.

  7. გიორგი says:

    არ შეიძლება ფორმის გარეშე რომ გააკეთო? მაგალითან მე ვიყენებ ajax ძებნას და ფორმის გაკეთება არ მჩირდება, პირიკით ხელს მიშლის.

  8. ცუგო says:

    სილფაინიდან როგორ გადავიყვანო აცადნუსხ-ში ტექსტი? კონვერტ.ჯე რაღაც აჩმახებს…

  9. საქმე იმაში არის რომ ASP.NET-ში თუ კონკრეტულ ფილდს ქვემოთ არ მივუწერე ჯავასკრიპტ კონსტრუქცია, არ მუშაობს კლავიატურა.

    GeoKBD.map(‘aspnetForm’, ['ctl00$cphMain$ctl02$txtFirstName', 'ctl00$cphMain$ctl02$rfvFirstName']);

    სხვა დივ ბლოკში მოქცეულ ფილდებზე არ მოქმედებს, მიუხედავად იმისა რომ მათი სახელიც გავწერე, როგორც ხედავთ მასივში.

  10. გამარჯობათ, ipb ზე ვერაფრით დავაყენე ქართული კლავიატურა, თუ არ დაგეზარებათ იქნებ დაწეროთ როგორ ხდება ამ კოდის გამოყენება ipb 3 ფორუმზე.

  11. Aleko205 says:

    ioseb IE9-shi ra mouvida am sicocxliT savse skripts? :) xo ar ginaxia da gagirchevia problema?

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"