GeoKBD-WP – WordPress – ის ქართული კლავიატურის დამატება
GeoKBD-WP არის დამატება(plugin) WordPress – ისათვის. დამატების მეშვეობით შესაძლებელია WordPress – ის ყველა საჭირო ფორმისათვის ქართულად ბეჭდვის მხარდაჭერის გააქტიურება. დამატებას საფუძვლად უდევს უკვე არსებული ქართული კლავიატურის სკრიპტი GeoKBD.
გარდა ტიპიური HTML ფორმის ველებისა(მაგ. INPUT, TEXTAREA) დამატება ასევე ინტეგრირდება ე.წ. WYSIWYG რედაქტორში(TinyMCE) რომლითაც აღჭურვილია WordPress.
სკრიპტი გატესტილია თითქმის ყველა მოწინავე ბრაუზერში და მუშაობს სტაბილურად.
ინსტალაცია
- გადმოწერეთ დამატება. Download!
- გახსენით არქივი და გადაწერეთ geokbd დირექტორია /[WP_ROOT]/wp-content/plugins დირექტორიაში.
- ადმინისტრატორის გვერდიდან გადადით Plugins გვერდზე და და გააქტიურეთ დამატება GeoKBD.
ინსტალაციის დასრულების შემდეგ გახსენით ნებისმიერი კონტენტის ტიპის ადმინისტრირების გვერდი(Post, Page, Comment…), თუ ინსტალაციამ წარმატებით ჩაიარა, გახსნილი გვერდის მარჯვენა მხარეს უნდა დაინახოთ ქართული კლავიატურის გადამრთველი:
გილოცავთ! თქვენი ბლოგი აღჭურვილია ქართული კლავიატურით
@მიშა ეგ იმიტო შვება რო utf-8 არ გაქ მითითებული და შენახვის ან გადაგზავნის დროს კიტხვის ნიშნებს ამიტომ გიწერს
Destination folder already exists. C:\Program Files\VertrigoServ\www\blog/wp-content/plugins/geokbd/
Plugin Install Failed.
რა უნდა რატო ფაილდ , რა დავუშავე
შენ ვერსიაზე არ არის დატესტილიო და გინდა თუ არა არ დაგაყენებინებო ! ანდა ბოლო ვერსია მიყენია
რა ვქნა ?