GeoKBD-WP – WordPress – ის ქართული კლავიატურის დამატება
GeoKBD-WP არის დამატება(plugin) WordPress – ისათვის. დამატების მეშვეობით შესაძლებელია WordPress – ის ყველა საჭირო ფორმისათვის ქართულად ბეჭდვის მხარდაჭერის გააქტიურება. დამატებას საფუძვლად უდევს უკვე არსებული ქართული კლავიატურის სკრიპტი GeoKBD.
გარდა ტიპიური HTML ფორმის ველებისა(მაგ. INPUT, TEXTAREA) დამატება ასევე ინტეგრირდება ე.წ. WYSIWYG რედაქტორში(TinyMCE) რომლითაც აღჭურვილია WordPress.
სკრიპტი გატესტილია თითქმის ყველა მოწინავე ბრაუზერში და მუშაობს სტაბილურად.
ინსტალაცია
- გადმოწერეთ დამატება. Download!
- გახსენით არქივი და გადაწერეთ geokbd დირექტორია /[WP_ROOT]/wp-content/plugins დირექტორიაში.
- ადმინისტრატორის გვერდიდან გადადით Plugins გვერდზე და და გააქტიურეთ დამატება GeoKBD.
ინსტალაციის დასრულების შემდეგ გახსენით ნებისმიერი კონტენტის ტიპის ადმინისტრირების გვერდი(Post, Page, Comment…), თუ ინსტალაციამ წარმატებით ჩაიარა, გახსნილი გვერდის მარჯვენა მხარეს უნდა დაინახოთ ქართული კლავიატურის გადამრთველი:
გილოცავთ! თქვენი ბლოგი აღჭურვილია ქართული კლავიატურით
@მიშა ეგ იმიტო შვება რო utf-8 არ გაქ მითითებული და შენახვის ან გადაგზავნის დროს კიტხვის ნიშნებს ამიტომ გიწერს
Destination folder already exists. C:\Program Files\VertrigoServ\www\blog/wp-content/plugins/geokbd/
Plugin Install Failed.
რა უნდა რატო ფაილდ , რა დავუშავე
შენ ვერსიაზე არ არის დატესტილიო და გინდა თუ არა არ დაგაყენებინებო ! ანდა ბოლო ვერსია მიყენია
რა ვქნა ?
დიდი მადლობა
კაი რამეა, 2.9.2 ვერსიაზე ვნახე და სუფთად მუშაობს
გაიხარე
ეხლა შევამჩნიე
ადმინისტრაციის სამართავ პანელში, ჩანართებში სულ ყოველთვის განახლებას მთხოვს “ნაპოვნია GeoKBD-ის ახალი ვერსია. ვერსია 0.0-ის დეტალები ან ავტომატური განახლება.”
იქნებ გაასწორო თორე სულ მინთებს განაახლეო
აუ ესეთი პრობლემა მაქვს, კი დაყენდა პლაგინი, მაგრამ როდესაც კომენატრების წერაში შევდივარ იქ ქართული ენის ჩასართველ/გამოსართველი არ ჩანს. კი მივხვდი რისი ბრალიც არის მგონი, მაგრამ ვერ ვაკეთებ და იქნებ დამეხმაროთ, როგორც მოგეხსენებათ როდესაც Opera-თი შევდივართ ნებისმიერ საიტზე, საიტის ჩასაწერის მარჯვენა მხარეს იწერება თუ რამდენი ელემენტია ჩატვრითული ამ გვერდზე, ზუსტად ასე კომენტარის დამატების გვერდზე წერს რომ ჩატვირთული ელემენტების რაოდენობა არის 77. სულ კი 78 უნდა იყოს. სხვა საიტზეც ზუსტად ასეა მაგრამ იქ 5 წუტის შემდეგ ის ბოლო ელემენტიც იტვირთება და ჩნდება ჩასართველი, მე კიდე ვერ დამადგა საშველი, იქნებ დამეხმაროთ?
არ მაქვს WordPress, ისე მინდა დავაყენო საიტზე, მაქვს გაკეთებული form სადაც დევს textarea და submit. მირჩიეთ თუ შეიძლება ეს სკრიპტი როგორ დავაყენო საიტზე.
დავაინსტალაციე პლაგინი მაგრამ ჩართვა/გამორთვა კლავიშს არ მიჩვენებს ბლოგის გვერდებზე. იქნებ ვინმემ დაწეროს აქ რა გავაკეთო
გაუმარჯოს რა მაინტერესებს WYSIWYG web builder – ში ქარტული უნიცოდით ვერ ვწერ ვერანაირად ყველაფერი ვეჩალიჩე მგონი და მაინც არ გამოვიდა უტფ8 ესეც ჩავურთე მაგრამ უშედეგოდ თუ რამე არის საშველი მომწერეთ
მადლობა ამ პლაგინისთვის.
მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი ტიპის კონტენტ გვერდზე რაღაც ხერხით, პა-რუჩნომუ გამოვიტანო?
ძალიან მჭირდება ერთერთ “სააპლიკაციო” გვერდზე გამოვიტანო..
იქნებ დამეხმაროთ?
@your_fan
როგორც შენ ამბობ “პა-რუჩნომუ” შეგიძლია შენს გვედზე არსებულ ელემენტს გაუკეთო კლასი ან Id და გააქართულო ესე –
Id-ით GeoKBD.map({fields: ['#yourField']});
ან
კლასით – GeoKBD.map({fields: ['.yourField']});