ქართული კლავიატურის სკრიპტი – GeoKBD
ქართული კლავიატურის სკრიპტი – GeoKBD წარმოადგენს
JavaScript – ზე დაწერილ სკრიპტს, რომლის დანიშნულებაც არის HTML
ფორმებთან მარტივი ინტეგრაცია და ფორმის სასურველ ველების ქართულად წერის
შესაძლებლობით აღჭურვა. ასევე მისი ინტეგრირება შესაძლებელია ნებისმიერი
ტიპის WYSIWYG (Rich) რედაქტორთან.
სკრიპტი მუშაობს და გატესტილია შემდეგ ბრაუზერებში:
- InternetExprlorer 6
- InternetExplorer 7
- Mozilla FireFox
- Safari Windows (wysiwyg რედაქტორების მხარდაჭერა ჯერ არ მუშაობს)
- Safari Mac OS X
- Opera
- Camino
- Mozilla SeaMonkey
სკრიპტი ვრცელდება MIT
ლიცენზიით, და მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის
პროექტისათვის, ცხადია საავტორო უფლებების დაცვით.
სკრიპტის გამოყენება მაქსიმალურად მარტივია და ფორმის ელემენტების
ქართული ბეჭდვის შესაძლებლობის რეალიზაციისათვის საკმარისია გამოვიყენოთ
ქვემოთ მოყვანილი მარტივი რომელიმ JavaScript კონსტრუქცია.
ერთი ფორმის, მრავალი ველის კლავიატურასთან მიბმა
შესაძლებელია დინამიური მასივისა და შედმეგი ტიპის კონსტრუქციის
გამოყენებით:
GeoKBD.map('my-form', ['my-field-one', 'my-field-two']);
იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ფორმის ყველა ელემენტის
კლავიატურაზე მიბმა საკმარისია შემდეგი კონსტრუქცია:
GeoKBD.map('my-form');
იმ შემთხვევაში თუ გვსურს დოკუმენტში არსებული ყველა ფორმის
ყველა ელემენტის კლავიატურაზე მიბმა საკმარისია შემდეგი
კონსტრუქცია:
GeoKBD.map();
ხოლო ერთი ველის ქართულ კლავიატურასთან მისაბმელად
შესაძლებელია გამოვიყენოთ ქვემოთ ნაჩვენები კონსტრუქციებიდან
ერთერთი:
GeoKBD.map('my-form', ['my-field-one']);
//ან ასე
GeoKBD.map('my-form', 'my-field-one');
სკრიპტის აღსანიშნავი დეტალია ის რომ, ამ მომენტისათვის იგი
ერთადერთია რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ე.წ. WYSIWYG
რედაქტორების მიბმა ქართულ კლავიატურასთან. ამ ეტაპისათვის წარმატებით
არის გატესტილი TinyMCE, FckEditor , vBulletin
და IPB ფორუმების რედაქტორებთან ინტეგრაცია.
wysiwyg ედიტორთან ინტეგრაციისათვის საჭიროა შემდეგი ტიპის
კონსტრუქციის გამოყენება:
GeoKBD.mapIFrame('myEditorId');
//სადაც 'myEditorId თქვენი კომპონენტის იდენტიფიკატორია!
ზემოთ ჩამოთვლილი WYSIWYG რედაქტორებიდან TinyMCE – სთვის არსებობს
შესაბამისი პლაგინი რომელიც იყენებს GeoKBD ბიბლიოთეკას. მისი გადმოწერა
შესაძლებელია ამ
მისამართიდან. ხოლო ინსტალაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ
ამ
მისამართზე.
ეს შესაძლებლობა ჯერ არ მუშაობს IE – ში. ეს შესაძლებლობა
უკვე მუშაობს IE – ში.
ასევე სკრიპტში რეალიზებულია “~” კლავიშით ქართული კლავიატურის ჩართვისა
და გამორთვის მხარდაჭერა. თუმცა ამისათვის “checkbox” ელემენტი არ არის
საჭირო(მიუხედავად იმისა რომ მისი მხარდაჭერაც აქვს
სკრიპტს)
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებისა სკრიპტს გააჩნია სხვა
სასარგებლო დეტალები რომლის შესახებაც შეგიძლია წაკითხოთ შესაბამის
“GeoKBD” განყოფილებაში
სკრიპტის უახლესი ვერსიის გადმოწერა შესაძლებელია Google
- ს SVN რეპოზიტორიდან
ხოლო მისი მუშა მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე.
GeoKBD.map(‘my-form’, ['my-field-one', 'my-field-two']);
ეს კოდი ზუსტად სად უნდა ჩავსვა და როგორ?
გავაკეთე
არა ვერ გავაკეთე
ინგლისურად აღარ წერს, მარტო ქართულად იწერება მიუხედავად იმისა ქართულად წერა მონიშნულია თუ არა…
~ ეს ღილაკიც არ მუშაობს…
რისი ბრალი შეიძლება იყოს?
@ლევანი
ეგ ძალიან ძველი ვერსია გადაწერე შენ, GeoKBD – ს რეპოზიტარიუმი არ განმიახლებია საუკუნეა. ვორპრესის ზიპ არქივი გადმოწერე და იმაში რომ geokbd.js ფაილი დევს ის არის აუხლესი და ის გამოიყენე.
@იოსები
მადლობა
ეჰ არადა რამდენი ვიწვალე
:D კაი რამეა
@ლევანი
არაფრის ლევან
გაიხარე იოსებ! ძალიან კარგი სკრიპტია. შევამოწმე და რაც მინდოდა ეგ არის ზუსტად. აღარ დავკარგავ დროს ამის კეთებაში
@გიონ
არაფრის
მიხარია რომ სკრიპტი თავის მიზანს ამართლებს
გამარჯობათ, გთხოვთ დამეხმაროთ. ვფიქრობ სწორად ვაკეთებ და არ წერს ქართულად. ვერ ვხვდები რატომ. head-ში ვსვავ მიმართვას ჯავაზე და ფორმაზე. ვცდები?
@მარინა
გააჩნია როგორ სვამ მაგალითი მაინც დადე
ახლა ჩართულზე და გამორთულზე ქართულად წერს. როგორც ზევით წერია ვორდპრესიდან გადავწერე სკრიპტი და მაშინ ინგლისურად წერს ჩართულზე და გამორთულზე. ვერ მივხვდი… დამეხმარებით?
დიდი მადლობა, გამოვიდა. არასწორად მქონდა გადმოწერილი.
IPB-ში მინდა ამის გამოყენება, მხოლოდ არასტანდარტულ სწრაფ პასუხში ან თემის შექმნაში, არამედ კონტაქტის ფორმაში, ხოდა ჩასმის პრინციპს კარგად ვერ მივხვდი
@ბექა
კონკრეტულად რატო ვერ მიაბი დაწერე პრობლემა
ნახე კონტაქტის ფორმის ველს რომელშიც უნდა წერო ქართულად ნახე რა ჰქვია და მიაბი მარტივი სახით GeoKBD.map(‘my-form’, ['my-field-one']); რაა მანდ უცნაური?
ჩასმის პრინციპი მხოლოდ ეს და სხვა არაფერია
აი ესეთი ფორმაა და როგორ ჩაჯდება მანდ?
გამარჯობა იოსებ!
ვაპირებ ქართული კლავიატურის დრაივერი მივაბა Joomla-ს TinyMCE რედაქტორს სისტემაში ინსტალირებადი პლაგინის სახით.
ამასთან დაკავშირებით მაქვს რამდენიმე შეკითხვა.
მაგრამ საიტზე ვერ ვიპოვე საკონტაქტო ინფორმაცია.
იქნებ დამიკავშირდეთ…
თეიმურაზი
მე მაქვს ეგ გეკეთებული ჯუმლას TinyMCE სთვის, თუ გინდა მოგაწვდი პლაგინს,
ოღონდ ჯერჯერობით გადამრთველი ღილაკის დაყენება არ ხერხდება, უფრო სწორედ არ ვიცი სოსო დააფდეითე კოდი?
ზუსტად გადამრთველი ღილაკის გაკეთება მინდა.
ანუ ფლაგინი რომელიც ინსტალერიდან დაყენების შემდეგ ჩვეულებრივად იმუშავებს, ყოველგვარი კოდის შესწორების გარეშე.
GeoKBD.map(‘my-form’);
ძალიან კარგი
ასეთი php სკრიპტი თუ არსებობს რომელიც xml ფაილს შეინახავს utf-8 რეჟიმში?
@ილია
არ ვიცი ამ თემასთან რა კავშირშია მაგრამ რა პრობლემაა xml ფაილის utf-8 კოდირებაში შენახვასთან დაკავშირებით?
სალამი იოსებ
იმედია არ შეგიწყვეტია ამ სკრიპტზე მუშაობა.
ერთი ბაგი შევნიშნე, როდესაც input ფორმაში ქართულად წერ და სიტყვა ფორმაში აღარ ეტევა, ბოლო ასოს აღარ მიყვება სქროლი… არ ვიცი ზუსტად როგორ აგიხსნა იმედია მიხვდი რასაც ვგულისხმობ. აი თუნდა აქ სახელის ველში ამ სკრიპტის გამოყენებით ქართულად დაწერე რამე გრძელი სიტყვა, ისე რომ ფორმაში არ დაეტიოს
წარმატეები
ბოდიშით რომ ამთემასტან არაა კავშირში თუმცა ნაწილობრივ მაინც ეხება.
მაგაითად მინდა რომ ქვემოთ მოცემულ msg.xml ფაილში ფორმის მეშვეობით შეტანილი ($PostMsg) ქართული ტექსტი შევინახო. მაგრამ როცა ვაკეტებ ამას ინახავს რარაც არეულდარეულს და თვითონ XML ფაილიც არაა UTF-8-ში შექმნილი.
თუკი არსებობს რაიმე ხერხი რომ xml ფაილი შეიქმნას UTF-8 კოდირებაში. იმედია მიმიხვდებით
PHP კოდს ვერ ვპოსტავ რომ გაჩვენოთ
@ილია
აქ ცოტა ძნელია მაგ პრობლემის განხილვა და იქნებ ფორუმზე(forum.ge) დაგეწერა ვებ პროგრამირების განყოფილებაში და უფრო დაგეხმარებით – დაგეხმარებიან
ჩემ საიტზე დავაყენე ეს პლუგინი და მინდა რომ ”ქართული კლავიატურა (~)” ამას ფერი შევუცვალო და რა ვქნა?
საღოლ მაგარი საიტია
@შოთა
CSS – ით თუ იზამ მაგას, სხვანაირად წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეიძლება ფერის შეცვლა
@datojuve
დიდი მადლობა
მაინც ვერ ჩავაკენე, ~ ეს ღილაკიც სულ ??????? ამას წერს.
GeoKBD.map(‘my-form’, ['my-field-one', 'my-field-two']);
ეს კიდე სად უნდა ჩავსვა ვერ გავიგე
უკაცრავად, vBulletin-ში როგორ უნდა ჩავსვა, ხომ არ მეტყვით?!
ვჩალიჩობ, ვჩალიჩობ და არ გამოდის…
ხო… ჩავსვი. მაგრამ ასეტი პრობლემაა: როცა ცასმული მაქვს, უკვე არსებულ ჯავასკრიპტთან კონფლიკთი აქვს და თიშავს მას. (ანუ ძველი ჯავასკრიპტი არ მუშაობს.)
დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ.
ან რამე წესიერი დოკუმენტაცია მომაძებნიეთ, თუ არის სადმე…
@iluvatir
vBulletin – თან ნამდვილად ინტეგრირდება, თავის დროზე ეს სკრიპტი რომ დაიწერა პირველი ამოცანა მაგ ფორუმთან ინტეგრაცია იყო, თუმცა მე არ მახსოვს ზუსტი დეტალები
და სხვა სკრიპტის გათიშვას რაც შეეხება, შეუძლებელია რომ სხვა სკრიპტს შეუშალოს ხელი რადგან GeoKBD მთლიანად ენკაპსულირებულია თავის ნეიმსპეისში და გლობალურად არაფერს არ ეხება. საიტის მისამართს თუ დადებ შევხედავ…
არ მეგონა ჩემნაირი “პროგრამისტიც” თუ ასე მარტივად გამოიყენებდა ქართული კლავიატურის სკრიპტს.
გმადლობთ იოსებ
არაფრის კობა
გამარჯობათ,
რას სჭირს მაინც ვერ გავიგე…?
IE6და7 არ იწერება ქართულად, მარტო firefox ში…
ხომ არიცით რაშია საქმე?
წინასწარ დიდი მადლობა…
დავამატე ეს სკრიპტი და აბსოლუტურად ყველა ფორმაში ქართულად იწერება და ეგ რისი ბრალია?
გამარჯობა ადმინ
იქნებ მომეხმაროთ ან ვინმეს განხილული გქონდეთ Joomla-ს კომენტარების კომპონენტ Jcomment-ისთვის ქართული კლავიატურის ჩასმაში და ასევე Joomla-ს ახალი სტატიის დამატებაში
მაქვს რუსულ კლავიატურაზე აკრეფილი ქართული ტექსტი, მინდა გადავიყვანო ლათინურ კლავიატურაზე რათა ჩავასწორო ან მაინტერესებს რუსულ კლავიატურაზე აკრეფილი ქარტული ტექსტები როგორ გადავიყვანო ქარტულ უნიკოდზე..?
Vbulletin-ზე ვერ დავაყენე
ვინმე ხომ ვერ ამიხსნის? როგორ უნდა?
გავაკეთე! სპს
იცით რა მინდა ? რადა ქართულად რომ იყოს ჩემი საიტი. ვაკეთებ დრიმვიუერში კიარ ვაკეტებ ვაქარტულებ და ვწვალობ
კაროჩე მინდა ეს საიტი იყოს ქართულად და მინდა მე გავაქართულო ისე რომ კარგად იყოს და არა როგორც ეხლა
როგორ უნდა გადმოვიცერო ვერ გამიგია
იქნებ დამეხმარო იოსეებ
@გიო
უახლესი ვერსია აქ არის: http://github.com/ioseb/geokbd/tree/master
http://github.com/ioseb/geokbd/downloads
php-fusion-ზე თუ მუშაობს ეს სკტიპრი მაინტერესებს.
ფორმის სკრიპტი მაქვს ცალკე ფტპზე სადაც ეს სკრიპტი ჩავსვი და მუშაობს ყველაფერი ნორმალურად
მაგრამ ეგ ფორმა მაქვს იფრეიმით ჩასმული ჩემს საიტზე და იქ იფრეიმძე აღარ მუშაობს
http://referati.ge/page.php?name=%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90 აქ მაქვს ჩასმული ფრეიმით
კიდევ ერთხელ გამოვიყენე
მადლობა.
იოსებ, ეს გამოსაქვეყნებლად არ დამიწერია, წაშალეთ მერე.
ბანერი გამომიგავნეთ და ჩემთან დავდებ.
ვინც ჩემი ფორუმისათვის კარგს აკეთებს, მინდა, რომ რამენაირად დავარეკლამო.
ASP.NET-თან თავსებადია !
მადლობა !