HTML5 სარჩევი

მოცემულ გვერდზე წარმოდგენილია ამომწურავი ინფორმაცია ახალი ელემენტების შესახებ რომლებიც გაჩნდა ან ხელახლა განისაზღვრა HTML5 – ში. მოცემული სარჩევი ეყრდნობა HTML5 Doctor – ის ანალოგიურ სარჩევს.

  1. A
  2. B
  3. C
  4. D
  5. E
  6. F
  7. G
  8. H
  9. I
  10. J
  11. K
  12. L
  13. M
  14. N
  15. O
  16. P
  17. Q
  18. R
  19. S
  20. T
  21. U
  22. V
  23. W
  24. X
  25. Y
  26. Z

A

ABBR

წარმოადგენს აბრევიატურას. გააჩნია ერთი არასავალდებულო title ატრიბუტი რომლის გამოყენებაც შეიძლება აბრევიატურის განმარტების მისათითებლად. თუ განსაზღვრულია, title ატრიბუტი უნდა შეიცავდეს მხოლოდ და მხოლოდ აბრევიატურის განმარტებას.

ADDRESS

წარმოადგენს მისი შემცველი სექციის საკონტაქტო ინფორმაციას. თუ იგი არის body ელემენტის შვილობილი, ასეთ შემთხვევაში საკონტაქტო ინფორმაცია განეკუთვნება მთელ დოკუმენტს.

ARTICLE

წარმოადგენს გვერდის სექციას რომელის კომპოზიციური შემადგენლობა ახდენს დოკუმენტის, გვერდის ან საიტის დამოუკიდებელი ნაწილის ფორმირებას. ეს შესაძლებელია იყოს ფორმის პოსტ, ჟურნალისა ან საგაზეთო სტატის, ბლოგ პოსტს, მომხმარებლის მიერ დაწერილ კომენტარსა ან კონტენტის სხვა დამოუკიდებელ ერთეულს.

ASIDE

წარმოადგენს გვერდის სექციას რომლის შემადგენელი კონტენტიც არაპირდაპირ კავშირშია aside ელემენტის გარემომცველ კონტენტთან, და რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას ძირითადი კონტენტისგან დამოუკიდებლად. ასეთი სექციებს განეკუთვნება დამხმარე, მარჯვენა ან მარცხენა სვეტები ბეჭდვით ტიპოგრაფიაში.

AUDIO

წარმოადგენს ხმას ან აუდიო ნაკადს.

დამხმარე კონტენტი შესაძლებელია ჩადებული იყოს audio ელემენტის შიგნით რომელიც ბრაუზერმა არ უნდა უჩვენოს მომხმარებელს. ავტორების მიერ ამ კონტენტის გამოყენება უნდა მოხდეს ძველ ბრაუზერებში სათანადო აუდიო დამატების(plugin) ჩასატვირთად ან მომხარებლის ინფორმირებისთვის აუდიო კონტენტის გამოყენების ალტერნატიული საშუალების შესახებ.

მხარდაჭერილი აუდიო კოდეკები:

  • Chrome 3+: .ogg და .wav
  • Firefox 3.5+: .ogg და .wav
  • Opera 10+: .wav
  • Safari 4+: .mp3 და .wav

B

B

წარმოადგენს ტექსტის ნაწილს რომელიც სტილისტურად განსხვავდება დანარჩენი ტექსტისგან და შეიცავს გარკვეული ტიპის ექსტრა/განსხვავებულ ინფორმაციას. მაგალითად საკვანძო სიტყვები დოკუმენტის აღწერაში, პროდუქტის დასახელებები მიმოხილვაში, ან ნებისმიერი სხვა ტექსტის ნაწილი რომლის ტიპიური ტიპოგრაფიული პრეზენტაცია არის გამოკვეთილი.

ტექსტის გამოკვეთისათვის b ელემენტი გამოყენებულ უნდა იქნას როგორც უკანასკნელი შესაძლებლობა იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს სხვა უფრო შესაბამისი ალტერნატივა. მაგალითად, დასათაურებები უნდა იყოს წარმოდგენილი h1-h6 ელემენტებით, აქცენტირებული ტექსტი em ელემენტით, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტექსტი strong ელემენტით, ხოლო უბრალოდ მონიშნული/გამორჩეული ტექსტი mark ელემენტით.

C

CANVAS

წარმოადგენს რეზოლუციაზე დამოკიდებული სურათის არეს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია გრაფიკების, თამაშების, ან სხვა ვიზუალური სურათების სახატავად კოდის შესრულების დროს.

ავტორებმა დოკუმენტში არ უნდა გამოიყენონ canvas ელემენტი როდესაც არსებობს სხვა უფრო შესაბამისი ელემენტი. მაგალითად, მიუღებელია canvas ელემენტის გამოყენება დოკუმენტის სათაურის დასახატად. იმ შემთხვევაში თუ დასათაურება გრაფიკულია გამოყენებულ უნდა იქნას შესაბამისი ელემენტი (ძირითადად h1) და შემდგომ ვიზუალურად გაფორმდეს CSS - ისა და სხვა დამხმარე ტექნოლოგიების მეშვეობით ისეთი როგორიც არის XBL.

D

DETAILS

details ელემენტი წარმოადგენს ვიჯეტს რომლიდანაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს დამატებითი ინფორმაცია. თუმცა, details ელემენტი შეუსაბამოა სქოლიოს გასაკეთებლად.

DL

წარმოადგენს აღწერათა სიას რომელიც შედგება ნული ან მეტი სახელი/მნიშვნელობა ჯგუფებისგან. ყოველი ჯგუფი უნდა შედგებოდეს ერთი ან მეტი სახელისგან (dt ელემენტი) თანდართული ერთი ან მეტი მნიშვნელობისგან (dd ელემენტი).

სახელი/მნიშვნელობა ჯგუფები შესაძლებელია იყოს როგორც ტერმინებისა და მათი განმარტებების, ან ნებისმიერი სახელი/მნიშვნელობა ტიპის კავშირის მქონე მონაცემები. რამდენიმე პარაგრაფი რომელიც აღწერს ერთ კონკრეტულ მნიშვნელობას უნდა იყოს განთავსებული ერთი dd ელემენტის შიგნით

E

EM

წარმოადგენს აქცენტირებულ ტექსტს გამორჩეულს ძირითადი კონტენტისგან. კონტენტის აქცენტის დონე/სიღრმე განისაზღვრება მისი წინაპარი/მშობელი em ელემენტების მიხედვით. "აქცენტი" ამ შემთხვევაში წარმოადგენს ლინგვისტურ აქცენტს. მეტყველების დროს სიტყვაზე აქცენტირება მოხდება გამოთქმის მეშვეობით რომელსაც შეუძლია დატვირთვა შეუცვალოს წინადადებას.

EMBED

წარმოადგენს გარე(ძირითადად არა HTML) აპლიკაციებისა ან ინტერაქტიული კონტენტის ინტეგრაციის წერტილს დოკუმენტში.

არა სავალდებულო src ატრიბუტი განსაზღვრავს დოკუმენტში ჩასადგმელი კონტენტის URL - ს.

არა სავალადებულო type ატრიბუტი განსაზრვრავს ჩასატვირთი დამატების(plugin) MIME ტიპს. ამ ატრიბუტის მნიშვნელობა უნდა იყოს ვალიდური MIME ტიპი დამატებითი არა სავალდებულო პარამეტრებით. იმ შემთხვევაში თუ ორივე type და src ატრიბუტები განსაზღვრულია, type ატრიბუტის მნიშნველობა უნდა შეესაბამებოდეს იგივე MIME ტიპს რომელიც ცხადად აქვს განსაზღვრული src ატრიბუთით მითითებულ რესურსს Content-Type მეტა ტეგის მნიშვნელობას.

F

FIGCAPTION

figcaption ელემენტი წარმოადგენს აღწერას/წარწერას დანარჩენი კონტენტისთვის რომელიც განთავსებულია figcaption ელემენტის მშობელი figure ელემენტის შიგნით.

FIGURE

figure ელემენტი წარმოადგენს კონტენტის ელემენტების ერთობლიობას, არასავალდებულო აღწერით/წარწერით, რომელიც არის თვით შემცველი, დამოუკიდებელი და რომელზეც ტიპიურად არის მითითება/მითითებები როგორც დამოუკიდებელ ერთეულზე ძირითადი დოკუმენტიდან.

გამომდინარე აქედან ელემენტი შესაძლებელია იყოს გამოყენებული ილუსტრაციების, დიაგრამების, ფოტოების, პროგრამული კოდის და ა.შ. ანოტაციებისთვის რომელზე მითითებაც შესაძლებელია დოკუმენტის ძირითადი კონტენტიდან. მსგავსი დამოუკიდებელი ერთეულისთვის შესაძლებელია ადგილის მონაცვლება დოკუმენტის შიგნით, მისი გატანა სხვა დოკუმენტში ან სარჩევში.

FOOTER

წარმოადგენს დოკუმენტისა ან სექციის დაბოლოვებას. როგორც წესი footer ელემენტი შეიცავს მეტა ინფორმაციას მისი მშობელი სექციის შესახება, როგორიცაა ინფორმაცია ავტორის შესახებ, დამატებითი ბმულები კავშირში მყოფ დოკუმენტებთან, ინფორმაციას საავტორო უფლებების შესახებ და ა.შ. სექციის საკონტაქტო ინფორმაცია რომელიც განთავსებულია footer ელემენტის შიგნით წარმოდგენილი უნდა იყოს address ელემენტის მეშვეობით.

H

H1-H6

წარმოადგენს სათაურებსა და ქვესათაურებს. ელემენტების რანგირება პრიორიტეტების მიხედვით ხდება სახელში მითითებული რიცხვის მიხედვით. h1 ელემენტს გააჩნია ყველაზე მაღალი პრიორიტეტი, ხოლო h6 ელემენტს გააჩნია ყველაზე დაბალი პრიორიტეტი. იმ შემთხვევაში თუ გამოყენებულია ორი ერთი და იგივე სახელის მქონე სათაურის ელემენტი მათი პრიორიტეტი არის თანაბარი.

HEADER

წარმოადგენს დოკუმენტისა ან სექციის ქუდი. როგორც წესი header ელემენტი გამოიყენება h1-h6 ელემენტების დასაჯგუფებლად. თუმცა, ასევე შესაძლებელია რომ header ელემენტი შეიცავდეს სხვა ელემენტებს გარდა სექციის სათაურისა და ქვესათაურის ელემენტებისა - მაგ. გამოქვეყნების თარიღი, დოკუმენტის ვერსია და ა.შ.

HGROUP

წარმოადგენს სექციის დასათაურებას. hgroup ელემენტი გამოიყენება h1 - h6 ელემენტების ერთობლიობის დასაჯგუფებლად იმ შემთხვევაში როდესაც სექციის დასათაურება არის მრავალ დონიანი, როგორიცაა ქვესათაურები, ალტერნატიული სათაურები, ან მცირე აღწერა.

HR

წარმოადგენს პარაგრაფის დონის თემატურ გაწყვეტას. ამ შემთხვევაში "პარაგრაფის დონე" განისაზღვრება როგორც ტექსტის ბლოკები, რომლების დაყოფაც შეუძლებელია სექციებად. ასეთ შემთხვევაში hr ელემენტი გამოიყენება ერთსა და იმავე სექციაში სხვადასხვა თემატური ნაწილების ერთმანეთისგან გამოსაყოფად.

I

I

წარმოადგენს ტექსტის ნაწილს განსხვავებული ხმითა ან ხასიათით, განსხვავებულს ძირითადი ტექსტისგან, როგორიცაა ტექნიკური ტერმინი, იდიომა სხვა ენიდან, მოსაზრება ან სხვა ტექსტი რომლის ტიპოგრაფიული პრეზენტაცია წარმოდგენილია კურსივით.

i ელემენტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სხვა უფრო შესაბამისი ელემენტი არ არსებობს. მაგალითად აქცენტირებული ტექსტისთვის გამოიყენება em ელემენტი, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტექსტისთვის strong ელემენტი, ციტირებისათვის cite ელემენტი, სიტყვის აღწერისათვის dfn ელემენტი, ხოლო მათემატიკური ცვლადებისათვის var ელემენტი.

M

MARK

წარმოადგენს ტექსტის მონიშვნას/გამოკვეთას დოკუმენტის ძირითადი ნაწილიდან. თუ გამოიყენება ციტატის შიგნით ან დოკუმენტიდან მითითებულ სხვა ტექსტის ბლოკში, იგი შეიძლება მიუთითებდეს ტექსტის იმ ნაწილს რომელიც არ იყო გამოკვეთილი ორიგინალურ დოკუმენტში და რომელიც გარკვეულ მიზეზთა გამო მოექცა დამატებითი ყურადღების ცენტრში.

N

NAV

წარმოადგენს დოკუმენტის ნავიგაციას. nav ელემენტი არის სექცია რომელიც შეიცავს სხვა დოკუმენტების ან დოკუმენტის სხვა ნაწილების ბმულებს მოცემულ დოკუმენტში.

არ არის აუცილებელი დოკუმენტში არსებული ყველა ბმულების ერთობლიობის განთავსება nav ელემენტში - მხოლოდ მთავარი ნავიგაციის ბმულები. მაგალითად სექციისა ან დოკუმენტის დაბოლოება ხშირად შეიცავს დამატებით ბმულებს, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო შესაბამისი იქნება footer ელემენტის გამოყენება.

O

OUTPUT

წარმოადგენს გარკვეული გამოთვლის შედეგს.

არა სავალდებულო for ატრიბუტის მეშვეობით შესაძლებელია ცხადი კავშირის განსაზღვრა გამოთვლის საბოლოო შედეგსა და ელემენტებს შორის რომელთა მეშვეობითაც არის წარმოდგენილი მნიშვნელობები რომელთა საფუძველზეც განხორციელდა ესა თუ ის გამოთვლა. თუ განსაზღვრულია, for ატრიბუტი უნდა შეიცავდეს არებით(space) გამოყოფილ უნიკალური ელემენტებისაგან შედგენილ სტრიქონს, სადაც თითოეული ელემენტი უნდა იყოს იმავე დოკუმენტში არსებული ელემენტის ID ატრიბუტის მნიშვნელობის ტოლი.

P

PROGRESS

წარმოადგენს გარკვეული პროცესის მიმდინარეობის/პროგრესის სტატუსის ინდიკატორს. პროგრესი შესაძლებლია იყოს არა დეტერმინირებული - როდესაც გაურკვეველია თუ რა რაოდენობის სამუშაო ან დროა საჭირო კარკვეული პროცესის დასასრულებლად (მაგ. პროცესი ელოდება პასუხს სხვა დაშორებული ჰოსტიდან) - ან 0 - სა და მოცემულ მაქსიმუმს შორის არსებული რიცხვითი მნიშვნელობის ცხადად მითითება რომელიც მიუთითებს უკვე შესრულებული სამუშაოს ნაწილს.

S

SECTION

წარმოადგენს დოკუმენტის ან აპლიკაციის ზოგად სექციას. მოცემულ კონტექსტში სექცია განსაზღვრავს თემატურად დაჯგუფებულ კონტენტს, ძირითადად ქუდით (header ელემენტი) და შესაზლო დაბოლოვებით (footer ელემენტი). ასეთი სექციის მაგალითებია წიგნის თავი, სხვადასხვა გვერდები ტაბულაციურ დიალოგურ ბლოკში, ან დანომრილი სექციები ნაშრომში. ვებ საიტის საწყისი გვერდი შესაძლებელია დაიყოს სექციებად შესავლისათვის, ახალი ამბების ბლოკისთვის, საკონტაქტო ინფორმაციის ბლოკისთვის და ა.ა.

SMALL

განსაზღვრავს გვერდითა დამატებით კომენტარს, მინაწერს. small ელემენტის გამოყენება არ უნდა მოხდეს მოცულობითი ტექსის ბლოკების (მაგ. პარაგრაფების), ჩამონათვალის, ან ტექსტის სექციების დასამუშავებლად. მისი გამოყენება შემოიფარგლება მოკლე/მცირე ზომის ტექსტების დამუშავებისათვის.

STRONG

განსაზღვრავს კონტენტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. შეფარდებითი მნიშვნელობის განსასაზღვრად დასაშვებია strong ელემენტების ერთმანეტში ჩალაგება; ყოველი strong ელემენტი ზრდის მის შიგნით განთავსებული კონტენტის მნიშვნელობას. strong ელემენტის მეშვეობით ტექსტის ნაწილისათვის განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭება არ ცვლის მთლიანი წინადადების აზრს.

SUMMARY

summary ელემენტი წარმოადგენს აღწერას, წარწერას, ან ლეგენდას დანარჩენი კონტენტისთვის რომელიც განთავსებულია summary ელემენტის მშობელი ელემენტის შიგნით

T

TIME

წარმოადგენს ზუსტ დროს და/ან თარიღს გრიგორიანული კალენდარის მიხედვით. time ელემენტი შეიცავს თარიღებსა და დროს მანქანისათვის გასაგებ ფორმატში, ისე რომ, მაგალითად, ბრაუზერებს შეეძლოთ ამ ინფორმაციის გაგება და მომხმარებლისათვის გარკვეული მოვლენის დამატების შეთავაზება მათ მოვლენათა კალენდარში.

V

VIDEO

წარმოადგენს ვიდეოს ან ფილმს.

დამხმარე კონტენტი შესაძლებელია ჩადებული იყოს audio ელემენტის შიგნით რომელიც ბრაუზერმა არ უნდა უჩვენოს მომხმარებელს. ავტორების მიერ ამ კონტენტის გამოყენება უნდა მოხდეს ძველ ბრაუზერებში სათანადო ვიდეო დამატების(plugin) ჩასატვირთად ან მომხარებლის ინფორმირებისთვის ვიდეო კონტენტის გამოყენების ალტერნატიული საშუალების შესახებ.