Internet Explorer 6 Must DIE!
პროექტი Internet Explorer 6 Must Die! მიმართულია ინტერნეტის მომხმარებელთა შორის Internet Explorer 6.0 – ის შემცირებისა და ამ ბრაუზერის სიკვდილის დასაჩქარებლად. მიუხედავად ყველაფაფრისა ამ ბრაუზერს ინტერნეტ ბაზრის 25% უკავია რაც ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია, მითუფრო რომ Microsoft – მა ბოლო წლების მანძილზე გამოუშვა ორი, გაცილებით უკეთესი ბრაუზერი Internet Explorer 7 და Internet Explorer 8.
Internet Explorer 6 Must Die! არის მცირე ზომის სკრიპტი, რომელიც უნდა ჩასვათ თქვენს ვებ გვერდში. ხოლო თუ მომხმარებელი თქვენს გვერდს გახსნის Internet Explorer 6 – ის მეშვეობით დაინახავს მსგავს შეტყობინებას:
ნაჩვენები შეტყობინება მთლიანად დაფარავს გვერდს ისე რომ მომხმარეელი მხოლოდ გამჭვირვალე ფონის მიღმა შეძლებს გვერდის კონტენტის დანახავს. მომხმარებელს შეუძლია არჩევანი გააკეთოს და ძირითადი 6 ბრაუზერიდან აირჩიოს ერთერთი.
ჩემის აზრით თითოეული ჩვენგანის აქტიურობა და მცდელობა იმისა რომ თუნდაც რამდენიმე ერთეულით შევამციროთ Internet Explorer 6 გარკვეული დროის შემდეგ მნიშნველოვან შედეგს გამოიღებს. ეს კი პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის არის მნიშნვნელოვანი რომლებიც ქმნიან ვებ საიტებს/აპლიკაციებს და რომლებიც უამრავ დროს ხარჯავენ Internet Explorer 6 – თან გაუთავებელ ბრძოლაში.
პროექტის საწყისი კოდი განთავსებულია GitHUB – ზე. მისი გამოყენებისათვის საკმარისია გადმოწეროთ სკრიპტის ბოლო ვერსიის zip არქივი შემდეგი მისამართიდან: http://github.com/ioseb/ie6mustdie/downloads.
გახსნათ არქივი თქვენთვის სასურველ დირექტორიაში ხოლო თქვენს ვებ გვერდში BODY ტეგის დახურვამდე მიუთითოთ შემდეგი JavaScript კოდი:
დანარჩენს კი სკრიპტი თავად გააკეთებს!

ვაა, ძალიან მაგარი იდეაა
)
საღოლ
ეს ყველაფერი მაგარია და ამის მომხრე ვარ პირადად მე მაგრამ ერთი პრობლემაა ხალხი თუ არ აგყვათ ამ პროექტში ისე არაფერი არ გამოვა ჩემი აზრით უფრო დიდი პიარი უნდა გაუკეთდეს თუ რამეა მე თქვენს გვერძე ვარ
ეს ყველაფერი გავაკეტე მაგრამ ჩემთან ექპლორერ 8.0 შიც რო მიხგდებს ??
გავიდა ერთი თვე რით ვერ გასკინე?
ჩავსვი ჩემს ბლოგზე http://bloguna.ge/ და ვისაც აქვს იე6- შეამოწმოს რა თუ მუშაობს…