LinGEO: ინგლისურ/ქართული ლექსიკონი iPhone – სთვის

Screen shot 2009-09-22 at 7.01.54 PMLinGEO 1.0 არის ინგლისურ/ქართული ლექსიკონი iPhone – სთვის. იგი შეიცავს 60 ათასზე მეტ ინგლისურ სიტყვას შესაბამისი ქართული თარგმანებით.

აპლიკაცია ვრცელდება უფასოდ, და უფრო მეტიც მისი საწყისი კოდი არის სრულიად ღია(იხ. LinGEO პროექტი) და ვრცელდება GPL ლიცენზიით.

ზოგადი პლიუსები და მახასიათებლები

  • თავსებადია iPhone – ს ოპერაციული სისტემის 2.0 და უფრო ახალ ვერსიებთან;
  • აპლიკაციას, მუშაობისათვის არ ესაჭიროება კავშირი ინტერნეტთან რადგან იგი იყენებს ლოკალურ მონაცემთა ბაზას;
  • აპლიკაცია გამოირჩევა მაღალი წარმადობით პირველი თაობის iPhone – ბზეც კი;
  • აპლიკაციის გახსნისთანავე ავტომატურად ხდება საძიებელი ველის მონიშვნა და კლავიატურის გამოჩენა ისე რომ მომხმარებელს არ ესაჭიროება დამატებითი ქმედებების განხორციელება;
  • ნათარგმნი სიტყვების სანიშნეში ჩანიშვნისა(bookmarking) და შემდგომი მენეჯმენტის ფუნქციები;
  • iPhone – ს ქართველ მომხმარებლებს აპლიკაციის დაყენება შეუძლიათ Cydia – ს რეპოზიტორიდან. ოფიციალური iPhone – ს მომხმარებლებს კი ამის შესაძლებლობა ექნებათ iTunes – ის მეშვეობით როგორც კი Apple საბოლოოდ დაამოწმებს აპლიკაციას. შეუძლიათ გადმოწერონ პირდაპირ iTunes – ის მეშვეობით:

    AppStore Badge

    აპლიკაციის მიმდინარე ვერსია შექმნილია და დამუშავებულია იოსებ ძმანაშვილისა და ლაშა დოლიძის მიერ.

    3 Responses to “LinGEO: ინგლისურ/ქართული ლექსიკონი iPhone – სთვის”

    1. vaska94 says:

      რატომ ვაშლი და არა ანდროიდი ?

    2. @vaska94

      აუცილებლად ერთერთი უნდა იყოს? :)

    3. zur4ik says:

      მშვენიერია! და დაახლოებით რამდენი სიტყვაა ბაზაში?

    დატოვე კომენტარი:

    ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"