IE8 – ფინალური ვერსია გამოვიდა

IE8 როგორც იქნა გვეღირსა და გამოვიდა IE8 – ს ფინალური ვერსია.

მიუხედავად იმისა რომ ბრაუზერების ვენდორებმა ძალიან გაგვანებივრეს ბოლო თვეების მანძილზე, ეს ინფორმაცია გაცილებით სასიხარულო და მნიშნველოვანი იყო ჩემთვის. რატომ? იმიტომ რომ დღესდღეობით IE6 და IE7 ორი გამორჩეულად ჩამორჩენილი ბრაუზერია რომლებსაც ბაზრის 67% უკავიათ ჯამში. იმედი მაქვს რომ IE8 რომელიც გაცილებით განვითარებულია მის ორ წინამორბედზე თუნდაც IE6 – ის სიკვდილს შეუწყობს ხელს. საბოლოო მომხმარებლისთვის შესაძლებელია ამას არსებითი მნიშნველობა არ აქვს, მაგრამ ჩემთვის(და არა მარტო) როგორც პროფესიონალისთვის ეს ძალიან ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია :)

მაშ ასე გადმოწერეთ და გაავრცელეთ რაც შეიძლება ჩქარა აიძულეთ ყველა IE – ს მომხმარებელს რომ ეს განახლება რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს, ამითი ყველა დავაჩქარებთ IE6 – ის საბოლოო გარდაცვალების პროცესს :D

ტეგები:

JavaScript: arrayChunk

დღეს კოდის წერისას დამჭირდა მასივის რამდენიმე თანაბარ ნაწილად დაყოფა, PHP – ს ამ ამოცანის გადასაჭრელად გააჩნია შესაბამისი array_chunk() ფუნქცია, მაგრამ, JavaScript – ს მსგავსი არაფერი გააჩნია.

ეს არის ე.წ. quick solution ამ ამოცანის გადასაჭრელად:

1
2
3
4
5
6
7
function arrayChunk(array, size) {
    var start = 0, result = [], chunk = [];
    while((chunk = array.slice(start, start += size)).length) {
        result.push(chunk);
    }
    return result;
}

ფუნქცია ღებულობს ორ პარამეტრს 1) მასივი რომელიც გვინდა დავყოთ; 2) თითოეული დანაყოფის ზომა;

თუ ამ ფუნქციას შეასრულებთ FireBug – ის კონსოლში:

var a = [1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9];
console.log(arrayChunk(a, 2));

მიიღებთ შემდეგ შედეგს:

 [[1, 2], [3, 4], [5, 6], [7, 8], [9]]

შედეგიდან გამომდინარე ფუნქციის საბოლოო რეზულტატი თვალსაჩინოა, იგი აბრუნებს სასურველი(ამ შემთხვევაში 2) ზომის მასივების მასივს.

დამატებითი დეტალების ახსნისგან თავს შევიკავებ რადგან ფუნქცია უმარტივესია, თუმცა ძალიან სასარგებლო :)

ტეგები:

jCSS – რელიზის კანდიდატი

დაუღალავი და საკმაოდ მძიმე შრომის შემდეგ დღეს ყველა ჩემს ხელთ არსებულ ვებ ბრაუზერში უნიტ ტესტებმა მწვანე აანთო :D რაც ნიშნავს იმას რომ jCSS – მა ყველა მითითებული ტესტი გაიარა წარმატებით(იხ. jCSS Test Suite).

picture-31

ამ ეტაპისთვის ცოტას შევისვენებ და შემდეგ მოვუვლი კოდში არსებულ ინდუიზმს რომლისაც ცოტა არ იყოს და მრცხვენია. იმედი მაქვს რომ კვირის ბოლოს 1.0 ვერსიის რელიზს მოვასწრებ.

ტეგები: , ,

jCSS – CSS Selector Engine

Hi all, ესე იგი მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ერთერთი პატარა პროექტი სახელად jCSS. იგი წარმოადგენს JavaScript – ზე დაწერილ ე.წ. CSS Selector Engine – ს რომლის მეშვეობითაც მარტივად შეძლებთ HTML დოკუმენტის DOM ელემენტების ძებნას და რეზულტატის მიღებას ტიპიური CSS სელექტორების გამოყენებით.

მინდა აღვნიშნო რომ არავისთვის კონკურენციის გაწევას არ ვაპირებ ანუ jQuery, Mootools, Seezle და ა.შ. :D ეს არის ჩემი პირადი ექსპერიმენტი რომელსაც გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა გააჩნია წმინდა შემეცნებითი დატვირთვა და ამ მინი პროექტზე მუშაობისას ჩემს ძირითად ამოცანას წარმოადგენდა DOM ელემენტებში ნავიგაციისა და ციკლების წარმადობის კვლევა. ნებისმიერ შემთხვევაში სკრიპტი სრულად ფუნქციონალურია და შეგიძლიათ გამოიყენოთ.

წარმადობისა და რეალიზებული CSS სელექტორების ტესტი შეგიძლიათ ნახოთ აქვე. ტესტირებისათვის ვიყენებ Mootools – ის ავტორის მიერ შექმნილ ტესტირების სისტემას სახელად SlickSpeed ასე რომ შედეგებში ტენდენციურობა გამორიცხული :D შედარებისათვის გარდა jCSS – ისა ტესტში გამოვიყენე jQuery – ისა და Mootools – ის ბოლო სტაბილური ვერსიები.

გადაწერეთ jCSS!

გამოყენების მაგალითები:

1
2
3
4
var els = jCSS('#my-element-id div.my-class-name ul a');
for (var i = 0; i < els.length; i++) {
   //do something wit elements
}

სულ ეს არის და ეს, ამ ეტაპზე მეტის დაწერას აზრი არ აქვს. თუ თქვენს მოსაზრებებსაც გამიზიარებთ ძალიან ძალიან გამახარებთ.

enjoy :)

Update:
განვაახლე jCSS აწი უფრო სწრაფია FF, Opera და IE – ში.

SlickSpeed Benchmark: http://www.code.ge/jcss-test/slickspeed/

დავამატე Unit Test Suite ბრაუზერებს შორის და სხვადასხვა ტიპის სელექტორების იმპლემენტაციის სისწორის კონტროლისათვის:
Unit Test Suite: http://www.code.ge/jcss-test/slickspeed/frameworks/test/

Update:

  • დაიფიქსა ყველა ძირითადი ბაგი;
  • დაიხვეწა და განვითარდა Query Parser;
  • დაემატა ყველა ე.წ. ფსევდო კლასების მხარდაჭერა გარდა nth-child და nth-last-child ფსევდო კლასებისა;
  • კომპლექსური ფსევდო კლასების მხარდაჭერა;
  • დავამატე DOM ელემენტების სორტირება ნეითივ სელექტორების მიერ დაბრუნებულ რეზულტატებთან თავსებადობის გამო. თუმცა ამან წარმადობა შედარებით დაწია IE – სა და Opera – ში.
  • დაიხვეწა კონტექსტური პარამეტრების მხარდაჭერა, გარდა DOM ელემენტისა კონტექსტურ პარამეტრად შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც სელექტორი ასევე DOM ელემენტების მასივი. მაგ:

    1
    2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
    10
    11
    12
    13
    14
      var nodes = jCSS(
       'div > p.paragraph-class-name',
       document.getElementById('my-element-id')
     );

     var nodes = jCSS(
       'div > p.paragraph-class-name',
       '#my-element-id:visible'
     );

     var nodes = jCSS(
      'a em',
      document.getElementsByTagName('h1')
     );
  • განვაახლე SlicckSpeed ანუ დავამატე YUI!, Prototype და Peppy სელექტორ ენჯინები;

    SlickSpeed Benchmark: http://www.code.ge/jcss-test/slickspeed/

  • განვაახლე და გავამდიდრე UnitTest ფრეიმვორკი:

    Unit Test Suite: http://www.code.ge/jcss-test/slickspeed/frameworks/test/

კომპლექსური სელექტორების იმპლემენტაცია საშუალებას იძლევა ელემენტები მოვძებნოთ დაახლოვებით მსგავსი სელექტორების გამოყენებით:

1
2
3
4
5
#form option:not(:contains('Nothing'),#option1b,:selected)

#form option:not(:not(:selected))[id^='option3']

:input:not(:image,:input,:submit)

ამ ეტაპზე ნეითივ სელექტორები გათიშული მაქვს Safari, Chrome, IE8 და FF3.1 – სთვის უკუთავსებადობის სრული ტესტირებისათვის. გარდა მაგისა არც ნეიტივ სელექტორები არ არის სრულყოფილად რეალიზებული და ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ე.წ. Custom Implmentation(განსაკუთრებით ეს ეხება IE8 – ს).

ტეგები: , , ,

PHP: Array Tricks Part 1

ამ პოსტს ჩემი ერთი მეგობრის თხოვნით ვწერ რომელთანაც გუშინ საუბარი მქონდა PHP – ს მასივებსა და for/foreach კონსტრუქციებთან მუშაობის შესახებ.

მასივები PHP – ს ერთერთი ყველაზე ძლიერი და განვითარებული მხარეა და შესაბამისად შეიცავს უამრავ ნიუანსს. ხშირ შემთხვევაში ასეთი ნიუანსები გამოუცდელი თუ გამოცდილი პროგრამისტების მიერ იგნორირებული რჩება და ამის შედეგად ვღებულობთ საკმაოდ დაუხვეწავ და სრულიად ზედმეტ კოდს.

ამ პოსტში მაქსიმალურად შევეცდები გადმოვცე ის დეტალები რაც PHP – სთან წლების მანძილზე მუშაობით შევიძინე და იმედი მაქვს რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო იქნება. სრულად »

ტეგები:

JavaScript WTF Vol. 5 – magic of onchange event

ხშირად იყენებთ HTML ფორმის ელემენტების ამ ივენთს? :) და რა შემთხვევაში? ალბათ უფრო SELECT ელემენტთან მუშაობისას ხომ? თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩემს პირად პრაქტიკაში განსაკუთრებული გამოყენება ამ ივენთს არ ჰქონია… თუმცა ორიოდე დღის წინ ყველაფერი შეიცვალა და ჩემთვის ერთი ფრიად საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე.

ასეთი რამ გინახავათ?

<div onchange="handleEvent()">
//some other markup
</div>

დამეთანხმებით რომ ერთი შეხედვით ამ ივენთის DIV ელემენტთან გამოყენება ცოტა არ იყოს უცნაურია ხომ? რა ცვლილება უნდა მოხდეს ისეთი DIV ელემენტში რომ მისი დამუშავება მოვახდინოთ ამგვარი გზით? ან დავუშვათ და მოხდა ასეთი ცვლილება მაგრამ რანაირად?

მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ, პასუხი მარტივია. DIV ელემენტში არანაირი ასეთი ცვლილება არ მოხდება, მაგრამ, თუ მის შიგნით გვაქვს რადმენიმე SELECT და INPUT ელემენტი რომელთა ცვლილების კონტროლი გვესაჭიროება ეს კოდი მომენტალურად იდეალურ გადაწყვეტად იქცევა!

კლასიკურად უფრო სწორად ძველი სკოლის მიდგომით ასეთი ამოცანის გადაჭრის დროს ყველა, SELECT და INPUT ელემენტის onchange ივენთს მივანიჭებდით ჰენდლერს. თუმცა თუ გავიხსენებთ ფაქტს რომ DOM დოკუმენტში ხდომილება ვრცელდება საწყისი ელემენტისგან(ელემენტი რომელზეც უშუალოდ მოხდა ესა თუ ის მოვლენა) ანუ ელემენტების იერარქიაში ქვევიდან ზევით, ჩემს მიერ ნაჩვენები კოდიც მომენტალურად პრაქტიკულ დანიშნულებას შეიძენს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია ასეთი კოდის დაწერა:

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
<div id="container">
   <input type="text" name="f1" />
   <br />
   <input type="text" name="f2" />
   <br />
   <select name="s1">
       <option value="v1">Value 1</option>
       <option value="v2">Value 2</option>
   </select>
</div>

ნაჩვენები კოდის შესაბამისი ამოცანა მდგომარეობს ყველა INPUT და SELECT ელემენტის onchange ივენთის დაჭერასა და შესაბამის დამუშავებაში. ნაცვლად იმისა რომ გამოვიყენოთ სათითაოდ ყველა ელემენტს onchange ივენთი, მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი რამ:

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
document.getElementById('container').onchage = function(e) {
   
   //მოვიპოვოთ Event ობიექტი
   e = e || window.event;
   
   //მოვიპოვოთ საწყისი ელემენტი რომელზეც უშუალოდ დაფიქსირდა ივენთი
   var targetElement = e.target || e.srcElement;

   //თუ ელემენტი არის SELECT ან INPUT ტიპის შევასრულოთ დანარჩენი სამუშაო
   if (/^input|select$/i.test(target.nodeName)) {
       //do something here
   }
}

დამეთანხმებით რომ ძალიან მარტივია ყველა ელემენტის ცვლილების ამდაგვარი ცენტრალიზებული კონტროლი. ეს არის ზუსტად ე.წ. Event Delegation მოდელი რომელიც ძალიან პოპულარულია დღესდღეობით. რატომ არ ვიცი მაგრამ ჩემთვის onchange ივენთი იმდენად ცალსახად იყო ასოცირებული ფორმის SELECT ელემენტთან რომ მისი ამდაგვარი გზით გამოყენების შესახებ არასოდეს მიფიქრია, თუმცა საბოლოო შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

იმედია ეს პირადად ჩემთვის ჭკუის სასწავლებელი შემთხვევა თქვენთვისაც სასარგებლო იქნება.

enjoy :)

ტეგები: , ,