ბოლო პერიოდია ხშირად ვფიქრობ საკითხზე თუ რატომ არ უყვართ/აქვთ ქართველ დეველოპერებს ბლოგები? ბოლო რამდენიმე წელიწადია ბლოგერობა ძალიან პოპულარული გახდა დასავლეთში… ანუ იქ სადაც ინტერნეტი თავის მომხმარებლებითურთ საგრძნობლად წინ არის ე.წ. ჯინეტზე. ძალიან ბევრ დეველოპერს აქვს შესანიშნავი ბლოგი, რომლებიც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების/მიღების ერთერთი საუკეთესო ინსტრუმენტია დღევანდელი გიჟური რიტმის მქონე ცხოვრებაში… არსებობს უამრავი პრობლემატური საკითხი რომლებზეც პასუხის პოვნა ხშირ შემთხვევაში მომენტალურად შესაძლებელია Google – ს მეშვეობით… და ასეთ კითხვებზე პასუხს ხშირად ვიპოვით ბლოგებზე.
რა გვჭირს აქ საქართველოში? რატომ არ გვიყვარს ადგილობრივ დეველოპერებს ბლოგერობა? ვერაფრით ვერ ვუპოვე ამ კითხვას პასუხი.. ერთადერთი ის დამრჩენია რომ ვივარაუდო, მაგრამ ვარაუდებიც არაერთგვაროვანი და ბუნდოვანია… ჩემი პირადი გამოცდილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ გამიჭირდა ბლოგერობის დაწყება… მაგრამ დავიწყე და მინდა ვაღიარო ძალიან აზარტული საქმიანობა აღმოჩნდა… გარდა იმისა რომ ვგრძნობ ჩემი ზოგიერთი პოსტი სასარგებლოა ამ ბლოგის მციერე რაოდენობის მკითხველებისათვის, ასევე ვატყობ რომ ძალიან ბევრ საკითხს რომელსაც ვეხები აქ, უფრო კარგად ვეუფლები და უფრო საფუძვლიან წარმოდგენას ვიქმნი… ანუ სარგებელი ორმხრივია.
დღეს ვეძებდი და სულ თითზე დასათვლელი ტექნიკური ტიპის ბლოგები ვიპოვე:
- http://www.code.ge/ – თქვენი მონა მორჩილის ბლოგი;
- http://www.way2web2.com/ – რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა;
- http://www.tutorials.ge/ – რომელიც გარკვეული პერიოდია არსებობს და ჩემის აზრით დამწყებთათვის კარგი ადგილია გარკვეული ცოდნის მისაღებად;
- http://www.freshblurbs.com/ – ძალიან მაღალი დონის ბლოგია, თუმცა არაქართულენოვანი;
- http://www.about.ge/blog/ – ზოგადი ტექნიკური ბლოგი
- http://blog.gogelia.ge/ – ბლოგი Apple – ს შესახებ
არც თავად ბლოგებია ბევრი, და არც მათზე განთავსებული მასალა არის უხვად. არადა ყოველ ჩამოთვლილ ბლოგზე გარკვეული ტიპის სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეიძლება.
მაშ რატომ არ ბლოგერობენ ქართველი დეველოპერები? ალბათ ამის არგუმენტი იქნება დრო რომელიც ასე ძვირი ღირს… მაგრამ მერწმუნეთ თვეში სამი/ოთხი პოსტის გაკეთება არცთუ დიდი დროს მოითხოვს
ასე რომ ქართველო დეველოპერებო, მოგიწოდებთ!!! იბლოგერეთ!!!
თითოეულ ჩვენგანს ხომ გარკვეულწილად უნიკალური ცოდნა გააჩნია? ზოგიერთს კი ისეთი ცოდნა აქვს რომელიც ნებისმიერ დასავლურ კომპანიაში მომუშავე სუპერპროფესიონალს შეშურდება? რა ჯობია ამ ცოდნის გადმოცემას და სხვებისთვის გაზიარებას?
ტეგები: Uncategorized
ვუერთდები იოსების მოწოდებას
გიორგი, თან საქმე თან საქმე
მოწოდებას საქმით უნდა შეუერთდე
არ მოგვაკლო კარგი პოსტები, თან მე შენ გეტყვი არ შეგიძლია B-)
გიორგი შენი მიერთება ვიცი მე
“JSF და ლოკალიზაცია” ზეპირად ვისწავლეწ უკვე
.
ვიცი რომ დრო არ გაქვს მარა ცოტა რამე მაინც წაამატე :p. მეც შევეცდები ჩემი ძალა არ დავიშურო.
იოსებზე ხომ საუბარი არააა
კარგი მოწოდება იყო იოსებ
ჰმ, ვცადო რა მეც, იქნება მომეწონოს.
აბა “გამანათლეთ” უცებ საიდან ჩამოვწერო/გავმართო ჰოსტზე ეს ბედნიერება ?
ალეკო აშკარად სხვა გიორგიზე ლაპარაკობ
შეგნებულად არ ვახსენე მისი ბლოგი აქ, ჯერ არ იმსახურებს სიზარმაცის გამო
ა მაშინ მაპატიოს ამ გიორგიმ
მე ვინც მეგონა, ისიც ზარმაცი აღმოჩნდა თავისი ბლოგისთვის და იმასაც გიორგი ჰქვია
მაპატიონს ამ გიორგიმ და გაიგოს იმ გიორგი კ-მ
Abnormalia
აი მესმის ოპერატიულობა
ესე იგი არაფერი არ არის ამისათვის განსაკუთრებული საჭირო…
პირველ რიგში უნდა გადმოწერო და დააყენო ვორდპრესი
ინსტალაცია მარტივია ძალიან.
აქტიური ბლოგერობისათვის დაგჭირდება სინტაქს ჰაილათის პლაგინი
დანარჩენ დეტალებს თუ დაგაინტერესებს ყველაფერს გეტყვი რაც ვისწავლე ამ პერიოდში ბლოგერობაზე
ა ხო სკინების დიდი არჩევანი ვორდპრესისთვის: http://www.skinpress.com/ (მადლობა bittinger – ს ამ რესურსისთვის)
არა, ჯავაზე მე არ ვწერ, რაც არ ვიცი, არ ვიცი
ესეც კარგი პლაგინია, Source Code syntax highlighting-ისთვის:
http://www.deanlee.cn/wordpress/code_highlighter_plugin_for_wordpress/
ტაააკს მიდის უკვე ფაილების ატვირთვა ჰოსტზე….
სინტაქვს ჰაილაითმა 404 დამიბრუნა…
სკინებს გადავხედავ
ვა არასწორი ლინკი ამოვიღე ეტყობა სორს ფაილიდან
http://blog.igeek.info/wp-plugins/igsyntax-hiliter/
http://wp-plugins.net/plugin/syntax_hiliter/
გადავწყვიტე ჩემი ბლოგი ჯუმლაზოხისტიდან წორდპრესს დავუბრუნო , დავიტანჯე ამიის … ხო და კიდე ალბათ java.ge ს აღვადგენ 3-4 თვის მერე
დავამატებდი:
http://doc.ge
http://olympiad.myweb.ge/
http://geogamedev.net/wordpress/
ეს ჯერ სატესტოდ დავაყენე გავეთამაშები და ავამუშავებ მალე…
Abnormalia
იმენა საღოლ!
სულ ბევრი და ლამაზ ლამაზი პოსტების წერაში გაგეცვითოს ეგ ძრავი
ისა ბლოგზე რომ გამოხმაურების ფორმა რეგისტრაციის გარეშე მუშაობდეს არ შეიძლება?
domen
doc.ge პრინციპულად არ მომიხსენიებია ჩამონათვალში, იცის მისმა ავტორმა რატომაც მოვიქეცი ასე
ამ რესურსის: http://olympiad.myweb.ge/ შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცოდი, დიდი მადლობა ინფორმაციის მოწოდებისთვის
ჯერ ვატესტირებ რეებს ვრთავ და რეებს ვთიშავ აზზე არ ვარ
მაგრამ… მთავარია ბევრი და კარგი პოსტები!
ისა ქართულად აკრეფვა და რამე ეგ უნდა მე შევცვალო ხომ ?
სოსო, შეგიძლია დადო წორდპრესის ქართული პო ფაილი აქ? (პლიზ პლიზ პლიზ) .
Abnormalia
ხო თუ გინდა რომ ფორმაში OS – ის კიბორდის გარეშე წერო მოგიწევს
მე OS – ისას ვიყენებდი აქამდე… მერე აგერ ზევით მარჯვენა კუთხეში რომ ბანერია ეგ მივაინტეგრირე ოღონდ მარტო აქ, კომენტარის გასაკეთებელ ფორმაში… პოსტების წერისას ისევ ჩვეულებრივ OS – ის კიბორდს ვიყენებ
ასე მაქვს ჩასმული მე, ზუსტად ამ textarea – ს მერე:
<script src="geokbd.js" type="text/javascript"></script> <script type="text/javascript"> GeoKBD.map('commentform', ['author', 'comment']); </script>თავად კიბორდის სკრიპტი: http://geokbd.googlecode.com/svn/trunk/geokbd/geokbd.js
ლევან
ქართული “პო” ფაილი რა არის?
წორდპრესის ქართული ენის პაკეტი აი სიი :
http://codex.wordpress.org/Translating_WordPress
ააა არ მაქვს ქართული ენის პაკეტი, ანუ არ გამიქართულებია wp
ეს სკინი რომ ავაწყე ხისტად გავწერე ქართული ტექსტები სკინის ფაილებში
ანუ გლეხურად მაქვს გაკეთებული
ვორდპრესის სკინების აბსოლუტური უმრავლესობა po-ფაილებით არ ქართულდება
მისი ლოკალიზაცია “ხისტად” ხდება, კოდ-ედიტორით, ხელით ჩასწორებით. სულ რამოდენიმე php ფაილია და არ არის ძნელი პროცესი.
po-ფაილი კი სამართავი პანელის ინტერფეისის სტრინგებს შეიცავს მხოლოდ.
P.S. რა ამის პასუხია და, იოსებ, ამ გამოხმაურების textarea-ს რაიმე ფონტი მიუთითე რა სტილში
დაიწყო ისევე
ვააააააა ….
ოფიციალურად მასეა და “გლეხურად” ისე როგორც შენ ამბობ, მაგრამ მეც ალბათ გლეხურად ვიზამ
ლოლ
ესეიგი შენ ამბობ რომ წორდპრეს არ ჩაუნერგია გაინტერნაშიონალიზება სისტემაში საერთოდ? და მარტო სამართავი პანელისთვის ჩარგეს? 9საინტერესო თეორებაა (ძირს web2 ) სორრი სოსო გაგიფორუმეთ ბლოგი
Rocko
ასეა რა… ჯერ კიბორდს დაგაყენებინებენ… მერე რაიმე ფონტის მითითებას… და ბოლოს რას მოითხოვენ კაცმა არ იცის
ისე… უნდა ვაღიარო, რომ წორდპრესი… ჰმ… მომბეზრდასავით… კარგი კია, ისე, მამაძაღლი…
პირადი ბლოგისთვის რაღაც სხვა მინდა, უფრო მეტად კიჩური
აუ დავიტანჯე რა ამ სტილების არჩევა/თვალიერებით რამე ცოტა ნორმალური მანახეთ/მირჩიეთ…
და ბარემ ხელით რომ არ ვცვალო ქართული ფაილებიც მოაყოლეთ და დავიწყე ბლოგერობაი…..
რახან ენთუზიაზმი არ იცი როგორ დაიოკო, იქნება WYSIWYG იც მიაბა ბარემ ამ კომენტარებს
ანდა ვოის ცომანდ რეკოგნისენი რო წერა არ მომიწიოს და პირდაპირ ვუკარნახო
Abnormalia
რა სკინებთანაც მე მიმუშავია ყველგან ხისტად იყო გაწერილი ყველაფერი
ეს სკინი რომ გავაკეთე მასევე მოვიქეცი მეც..
აბა ამ სკინს დახედე: http://www.skinpress.com/demo/
მე მგონი ურიგო არ უნდა იყოს. ესეც გადმოსაწერი მისამართი: http://www.skinpress.com/themes/bluedark-10.zip
იოსები
არ გეკადრება ეგეთი ლინკების დადება სოს
)
“პეჩე”-ებში ინახავს სკინპრესი არჩეულ სკინს და მაგ URL-ზე შესვლისას ანახებს
უპს, არ ვიცოდი თუ მასე შვებოდა
აგერ სკინის მისამართი http://www.skinpress.com/blue-dark/
აი ხალხნო… ჩემი პატარა მოკრძალებული ბლოგიც… http://www.howto.ge
ვამაყობ შენით
მარტო ვორდპრესის დაყენებით არ შემოიფარგლო
აბა შენ იცი
ოთო, კიდევ ერთხელ გილოცავ
პირველი რომ გაქვს, ისეთი და უკეთესი სტატიებით განაგრძე
დიდი მადლობა გიორგი
ვაჰ ვაჰ ვაჰ
გამოამზეურე ბოლო ბოლო?
აბა სულ სულ სულ კარგი პოსტების წერაში
მადლობა ბიძია
რა მაინტერესებს. კოდის საჩვენებელი ფლაგინი მიყენია wordpress-ეტყობა ვერ ხვდება რომ & და სიმბოლოები კოდია და amp და gt, lt-ზე არ ცვლოს როცა რედაქტირებას ვაკეთებ.
თუ ვიზივიგ რედაქტორით მუშაობ მაგ პრობლემას ვერ აირიდებ თავიდან
ეგ ერთერთი მიზეზია რომლის გამოც ეგ რეჟიმი გამოვურთე
გამორთვა თუ გინდა უნდა შეხვიდე: wp-admin->my profeile და “Use the visual editor when writing” ჩეკბოქსი გამორთო
ვუერთდები მოწოდებას
მე გავაკეთე უკვე ბლოგი, მაგრამ ჯერ არც მასალები შემიტანია და არც აზრზე მომიყვანია
ძირითადა php-ს გაკვეთილების დადებას ვაპირებ და დანარჩენს რასაც ცხოვრება მოიტანს
მშვენიერი ბლოგი გქონიათ, ბატონო იოსებ.
სიამოვნებით დავამატებ ბლოგროლში.
და ამ პოსტს რაც შეეხება – ამისათვის გმადლობთ, რომ ყველაზე საინტერესო ხალხს მოუწოდებთ, ბლოგები გახსნან
(ეს პირველი კომენტარია თქვენობით, თორემ მერე ეგრევე ”შენ”-ობით დავიწყებთ, იმედია)
გოდე როგორც ყოველთვის წარმატებებს გისურვებ
Dv0rsky
დიდი მადლობა
ამას წინათ ვცადე ბლოგის გაკეთება ჯერ ჩემით დავწერ მეთქი.. მერე დამეზარა და ვორ-პრესი დავაყენე საბოლოოდ კი ვერ გადავწყვიტე ბლოგი ვისთვის ჯობია გავაკეთო, დამწყებთათვის თუ უფრო “Advanced” მომხმარებლებისთვის. რას მირჩევთ რომელი უფრო გაამართლებს? და რომელი უფრო პრაქტიკული იქნება?
კოკო,
ბლოგი დამწყებებისთვის და გამოცდილი იუზერებისთვის არ არის სწორი…
ბლოგზე(ტექნიკურ ბლოგზე ყოველ შემთხვევაში) შენი რეალური გამოცდილება და ყოველდღიურ დეველოპმენტში გაკეთებული პრაქტიკული აღმოჩენები უნდა გადმოსცე…
მარტივი რთული აბსოლუტურად უმნიშვნელოა
იკა, შენ ბლოგს რსს გაუკეთე, უნდა გავაგუგლრიდერო.
უი ქონია, მე მაპატიეთ.
მდააა…. მოწოდება რა ძველია და სერიოზული ცვლილებები სამწუხაროდ არ ჩანს… ისე, მე ვუერთდები შენს მოწოდებას,
მოხარული ვიქნები ერთ ადამიანს მაინც თუ წაადგება ის ინფო რასაც ბლოგზე დავწერ…
საიტი გათიშული მქონდა და ვერ ვბლოგერობდი, ეხლა ჩაირთო და ნელა-ნელა ჩავებმები მეც ამ ფერხულში… blog.xok.ge იქნება ჩემი ბლოგის მისამართი და xokBlog ერქმევა სახელად…
@ xokaido
ძალიან კარგი იქნება თუ ამ საქმესაც მიჰყოფ ხელს, მე მთელი სულითა და გულით მივესალმები
ყოჩაღ