პირველი Java პროგრამა

ეს პატარა ტუტორიალი დავწერე სტუდენტებისათვის. დარწმუნებული ვარ იგი გამოადგებათ დამწყებ Java პროგრამისტებისაც, ან უბრალოდ Java-თი დაინტერესებულ კოლეგებს.

1) გახსენით პროგრამა Notepad, იგი შეგიძლიათ გახსნათ ორი მეთოდით: Start->Run და აკრიფეთ notepad ან აირჩიეთ Start->Programs->Accessories->Notepad

2) ახლად გახსნილ დოკუმენტში აკრიფეთ შემდეგი კოდი:

1
2
3
4
5
class HelloWorld {
   public static void main(String args[]) {
       System.out.println("Hello world!");
   }
}

3) Notepad – ის მთავარი მენიუდან აირჩიეთ File->Save As, ფაილის შესანახად აირჩიეთ C:\ დისკი და ფაილს დაარქვით სახელი HelloWorld.java (მიაქციეთ ყურადღება ფაილს უნდა ერქვას იგივე სახელი რა სახელიც ქვია კლასს) Save as type გრაფაში აუცილებლად აირჩიეთ All Files და შეინახეთ დოკუმენტი (Save)

ფაილის შენახვის შემდეგ:

1) Start->Run და აკრიფეთ ბრძანება cmd
2) გახსნილ კონსოლში აკრიფეთ შემდეგი ბრძანება: cd c:\ და დააჭირეთ Enter ღილაკს
3) ახლად შექმნილი კლასის კომპილაციისთვის აკრიფეთ: javac HelloWorld.java და დააჭირეთ Enter ღილაკს
4) პროგრამის გასაშვებად აკრიფეთ: java HelloWorld და დააჭირეთ Enter ღილაკს

კონსოლზე უნდა დაიბეჭდოს: Hello world!

ჩვენს ახლად შექმნილ კლასს დავამატოთ ცოტაოდენი ინტერაქტიულობა:

1) დაარედაქტირეთ თქვენს მიერ შექმნილი კლასი:

1
2
3
4
5
  class HelloWorld {
     public static void main(String args[]) {
         System.out.println("Hello world! " + args[0]);
     }
  }

2) შეინახეთ და დააკომპილირეთ ფაილი (გაიმეორეთ იგივე ეტაპები რაც პირველ მაგალითში)
3) პროგრამის გასაშვებად აკრიფეთ: java HelloWorld erekle და დააჭირეთ Enter ღილაკს

კონსოლზე უნდა დაიბეჭდოს: Hello world! erekle

რა თქმა უნდა “erekle” – ს ნაცვლად შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი სახელი

ტეგები:

2 Responses to “პირველი Java პროგრამა”

  1. lasha says:

    ერეკლეს მაგივრად ლაშა რო დავწერო?

  2. dixtosa says:

    ვაა მაგარია მარა ჯავაც (კომპილაცია არ მუშაობს) ახალი კომანდია სპ3-ში?

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"