თითქმის წელიწად ნახევარი გავიდა მას შემდეგ რაც ქართული ტექნოლოგიური ბლოგების სიმცირის შესახებ დავწერე. რა შეიცვალა მას შემდეგ? სამწუხაროდ მინდა ვაღიარო რომ განსაკუთრებული არაფერი არ შეცვლილა. ამ დროის მანძილზე გამოჩნდა რამდენიმე ასეთი ბლოგი მაგრამ მხოლოდ რამდენიმე
რა გვჭირს? რატომ ვართ ასეთი ჩაკეტილები და რატომ არ ვწერთ? მესმის, ძალიან კარგად მესმის დროის სიმცირის ფაქტორი, მაგრამ, როგორ ახერხებენ ამ სფეროში ცნობილი დასავლელი კოლეგები თავიანთი ძირითადი საქმეების, კონფერენციებისა და სხვა აქტივობის პარალელურად ბლოგერობას? რატომ ვერ ვღებულობთ ჩვენ ამ შესანიშნავ საშუალებას ისე როგორც ეს ხდება სხვაგან? არა, არ იფიქროთ რომ ვინმეს ჭკუას ვარიგებ და ა.შ. სპეციალურად ვწერ მრავლობით რიცხვში და ჩემს თავსაც მოვიაზრებ როდესაც ვწერ “ჩვენ”. მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ბლოგზე თუნდაც იშვიათად წერა, მცირე მაგრამ შეძლებისდაგვარად სასარგებლო საქმის კეთება GeoKBD – ს სახით და ა.შ. მაგრამ არც ეს მგონია საკმარისი.
დაახლოვებით 2005 წლიდან გავხდი ბლოგების აქტიური მკითხველი, შედარებით მოგვიანებით მე თვითონ დავიწყე წერა და რა მივიღე ამ წლების მანძილზე? რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რამ: 1) მივიღე უზარმაზარი ცოდნა ისეთი ადამიანებისგან რომლებსაც არ ეზარებათ საკუთარი გამოცდილების გაზიარება; 2) ვისწავლე უკეთ წერა(არასოდეს არ გამოვირჩევოდი კარგი წერით და ძალიან ბევრი ხარვეზი მაქვს ამ მხრივ დღესაც) და აზრის უკეთ გადმოცემა; 3) დავინახე რომ თუნდაც ის მცირედი რასაც ამ ბლოგის მეშვეობით ვაკეთებ თურმე სასარგებლოც კი ყოფილა სხვა ადამიანებისთვის.
რა ვქნათ ახლა? კიდევ ერთხელ გავაკეთო მოწოდება?
მოგიწოდებთ! კატეგორიულად მოგიწოდებთ! ჩვენ თავად თუ არ გავაუმჯობესეთ და არ შევცვალეთ ატმოსფერო ამ სფეროში, თუ არ გავხდით უფრო გახსნილები და ვიქნებით ასეთი კარჩაკეტილები ყოველთვის 10 წლით უკან ვიქნებით რაც დამეთანხმებით რომ ძალიან არასასიამოვნოა
P.S.
რამდენიმე ბლოგი რომელიც ამ პერიოდის მანძილზე შეიქმნა:
Georgian Game developers unite!
ActionScript.GE
გოდეს ინტერნეტ დავთარი
Blog for web developers
LedTechDesign
მეტი ახალი ბლოგები არ ვიცი და თუ მომაწოდებთ დიდად დამავალებთ
ტეგები: Uncategorized
იოსებ მეც კარგა ხანია ვფიქრობ მაგ საკითხზე, უფრო სწორედ რითი შეიძლება აიძულო, წაახალისო, ინტერესი შეუქმნა რომ შექმნან და აცოცხლონ როგორც სათაურში ახსენე “ქართული Tech(ნოლოგიური) ბლოგები”.
ეს ბლოგი ერთერთი ყველაზე დიდი მაგალითია სხვებისთვის მარა მერე რაი
მეც ჩემს ბლოგზე ვცდილობ განვიხილო შექმნილი პრობლემები და მისი სოლუშენები, მართალია ძალიან მარტივებია და სიმწირით გამოირჩევა, მაგრამ ვთვლი რომ ნებისმიერი საკითხი რომელზეც შეგქმნია პრობლემა, ეს იქნება ელემენტარული ფუნქციის გამართვა თუ რაიმე დიდი პაკეტის შექმნა, არსებული ბიბლიოთეკის გამოყენება თუ ახლის დაწერის სურვილი… ყველაფერი საინტერესოა. ვთვლი რომ ყველა სტატიას ყავს თავისი მკითხველი.
ამიტომ წერეთ ხალხო ნებისმიერ რამეზე, წერეთ და წერეთ!
ვეთანხმები იოსებს და
!
როგორმე უნდა ჩამოყალიბდეს ეს კულტურა.
P.S. სხვებს რა ვუთხრა ჩემი აღარ აკეთებს ბლოგზე არაფერს (იოსებ შენ მიხვდები ვისაც ვგულისხმობ
)
ესეც ITDC-ში მომუშავე ხალხი, PHP Security ესმით უმაღლეს დონეზე http://koko.ge/wordpress/?p=71
ვეთანხმები პოსტის ავტორს.
რაც უფრო მეტი ქართული Sci/Tech ბლოგი იარსებებს მით უკეთესი ჩვენთვის.
პ.ს. მეც მოვიცალე ბლოგისთვის.მართალია საკმაოდ იშვიათად ვპოსტავ მარა მაინც
სამწუხაროდ არც ისე ბევრია ქართული techბლოგები
“დაახლოვებით”