ყველას კარგად მოეხსენება რომ, Apple მართლა კარგ და დახვეწილ პროდუქციას აწარმოებს. ასევე დიდი ხანია აღიარებული ფაქტია რომ Apple – ს პროდუქციას გარკვეულწილად ელიტური ნიშა უკავია, და ამ პროდუქციის მომხმარებლებიც მეტნაკლებად ელიტიზმის სენით არიან შეპყრობილნი…
ეს ყველაფერი კარგი და სასიამოვნო, ამაში სიმართლე ითქვას ცუდს ვერაფერს ვხედავ… მითუფრო მეც Apple – ს პროდუქციის მომხმარებელი ვარ და ჩემს არსენალში არის ამ მწარმოებლის რამდენიმე “გაჯეტი”… თან გულწრფელად ვაღიარებ რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროდუქტებით, ძალიან მომწონს და მომავალშიც გავაგრძელებ ამ კომპანიის პროდუქციის მოხმარებას…
ახლა რაც შეეხება პოსტის სათაურშე გაჟღერებულ “ამაზრზენ თემას”.. ჩემის აზრით, და პირადად ჩემთვის მსგავსი დამოკიდებულება ნებისმიერი კომპანიისადმი და მითუმეტეს მათი პროდუქტებისადმი მიუღებელია და რატომღაც ყოველთვის აგრესიას და არასასიამოვნო განცდებს იწვევს
თავად რაც შეეხება თემას, გთხოვთ დატკბით B-)
Macintosh-ის ცნობილი ქართველი მომხმარებლები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები, კულტურისა და ხელოვნები
ნამდვილად ვერ ვხვდები, და ალბათ ვერც ვერასოდეს ვერ მივხვდები რას ემსახურება ასეთი ტიპის თემები… ამითი Apple და მისი პროდუქტები გაუმჯობესდებიან? თუ ეს ტროლიზმსა და სნობიზმში გადაზრდილი ე.წ. “ელიტიზმი” რაც უფრო ხაზგასმული იქნება მით უკეთესები და “ელიტურები” გავხდებით Apple – ს პროდუქციის მომხმარებლები?
არ ვიცი… ნამდვილად ვერ ვხვდები ამას
და რა იმით რომ “ცნობილი ქართველები” MacBook – ებით ან iPhone – ბით არიან აღჭურვილნი? ამაყი უნდა გავხდე იმ ფაქტით რომ თურმე ნუ იტყვი ნუ ჩვენი პრეზიდენტი, გიორგი მაისაშვილი ან რომელიმე ფეხბურთელი რომელსაც დიდ პატივს ვცემ MacBook – ს იყენებს?
მართლა კერქი რა
ბოლოსიტყვაობასავით, ვიტყვი რომ, თუ რომელიმე ამ კომპანიის ასეთი თაყვანისმცემელი წააწყდება ამ პოსტს, ნუ მოგერიდებად და თამამად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, ზედმეტად დემოკრატიული ბუნების ვარ იმისათვის რომ ამ თემაზე კომენტარები დავხურო…და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის მოგიწოდებთ კორექტულობისკენ
ასევე, გთხოვთ ყველას, ვინც არ ხართ Apple – ს კლიენტი, და თქვენშიც აგრესიას იწვევს მისი და მისი პროდუქტებისადმი ასეთი ტიპის დამოკიდებულება, აზრის დაფიქსირების შემთხვევაში იყავით კორექტულნი.
P.S.
თამამად შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ჩემი ქართული, არც ამის გამო “დავიგრუზები”
ტეგები: Apple, Mac OS X, Uncategorized
მევასები სოსო :jump: :2kiss:
ვუერთდები გამოსვლას!
შემოგვიერთდით ამ თემაში
შენ რა გითხარი იოსებ, შენა
. მეც მევასები, ოღონდ მართლა
:გავწითლდი:
არაააა….კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამ თემის!!! :გაბრაზებისსმაილი:
იყო ელიტის წარმომადგენელი არ უდრის გქონდეს სქელი ჯიბე ან დიიდი სკამი.
ეფლის და OS X ხსენებას ბევრი წონასწორობიდან გამოჰყავს (სხვათაშორის ისევე როგორც ლინუქსის) რადგან თუ შენ ამით სარგრბლობ ესეიგი არა ხარ ყველას მაგვარი, სხვანაირი ხარ, მაშ გამოიცანით რას გრძნობს თანამოსაუბრე?
სხვა დანარჩენს ვინდოზი ისე აქვს ტვინში ჩაზრდილი ვერც კი წარმოუდგენია სხვა სამყაროს არსებობა და თუ ეს სხვა სამყარო არ იქცევა ისე როგორც ჩვეული, მაშინ იგი უვარგისია ან სულ ცოტა ათვისებისათვის უძნელესი.
მე ვთვლი რომ სულაც არ არის აუცილებელი ყველამ იცოდეს ტექნიკით სარგებლობა, მრავალისთვის რამოდენიმე ღილაკიც კი ბევრია მართვის პულტზე.
პურიც ხომ ვინმემ უნდა გამოაცხოს?
@Iraklin
ვერ მივხვდი კომენტარის პათოსს
მაგრამ:
ამის საპასუხოდ შემიძლია გითხრა, რომ, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ჩემშიც აგრესიას იწვევს ეფლისა და OS X – ის ხსენება… არადა ეფლის პრუდუქციის აქტიური მომხმარებელი ვარ და ჩემი დროის დიდ ნაწილს სწორედ OS X გარემოში ვატარებ… მაგრამ მაინც მომენტალურად აგრესიული ვხდები როდესაც ადამიანი ზემოდან უყურებს სხვას და ამას დაუფარავად გამოხატავს მხოლოდ იმიტომ რომ MacBook აქვს ან iPhone.
ეს არის ჩემთვის ამაზრზენი და არა თავად ეფლი და OS X ან Linux..
ეფლი მშვენიერია ძმებო მარა არა იმიტომ რომ საქართველოს პრეზიდენთი, ფეხბურთელები, ელიტარული წრე და პეტრე თუ პავლე იყენებს,მარა საქმე სხვა რაგაცაშია, ჯერ ეგერთი მეტ ფინანსებთანაა დაკავშირებული და მეორეც ცოტა არ იყოს და უცხო ხილია საქართველოსთვის. ნუ იმის თქმა მინდა რო ვინდოუსსაც ვიყენებ ეფლისაც მარა მე უპირატესობას ვინდოუსს ვანიჩებ ან რად მინდა მეორე როცა ჩემ საქმეს დამპალ XP-ზეც მშვენივრად ვაკეთებ:D:D