დაახლოვებით ერთი წლის წინ ზედაპირულად შევეხე JavaScript ფაილების კომპრესიას. ძველი პოსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ არცთუ ისე ცუდი შედეგია. თუმცა რამდენიმე დეტალი მაინც საჭიროებს გადახედვას, კერძოდ კი:
- JavaScript ფაილების კომპრესიის პროცესი არ არის ავტომატიზებული;
- ფაილების კომპრესია მთლიანად ეყრდნობა დენ ედვარდსის ე.წ Packer – ს რომელიც გარკვეულ მიზეზთა გამო საკმაოდ მოუხერხებელია;
პირველ რიგში სანამ გადავალთ უშუალოდ ფაილების კომპრესიის ავტომატიზაციის პროცედურაზე საჭიროა საბოლოო ამოცანის სრულად ჩამოყალიბება.
მიზანი
- JavaScript ფაილების გაერთიანება და ერთი საბოლოო ფაილის მიღება;
- გაერთიანების შედეგად მიღებული ფაილის მინიფიკაცია და ობფუსკაცია;
- მინიფიცირებული ფაილის ზომაში კიდევ უფრო მეტად შემცირება base62 კოდირებით;
- საბოლოო ფაილის gzip კომპრესია;