არქივი May, 2009

Jetpak – დამატებების ახალი სისტემა Mozilla – სგან

jetpack_logo საერთოდ ცნობილია რომ კონკურენცია ძალიან კარგი რამ არის. ამ მტკიცებულების სისწორის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს სახეზე კერძოდ კი Google Chrome – სა და Mofilla Firefox – ის ე.წ. extension – ების სისტემების სახით.

მოგეხსენებათ რომ Google Chrome ძალიან ახალი ბრაუზერია რომელიც გასული წლის სექტემბრის დასაწყისში მოევლინა სამყაროს. მიუხედავად მისი ინოვაციურობისა მისი კრიტიკის ერთერთ მთავარ მიზეზად იქცა FF – ის მსგავსი დამატებების სისტემის არ ქონის გამო.

ცხადია ასე პირველივე დღიდან ყველაფერის ჩადებას ვერ მოახერხებდა Google თავის ახალ ბრაუზერში, თუმცა, როგორც მალე გაირკვა შეჩერებასაც არ აპირებდა. სულ რამდენიმე თვეში გამოჩნდა პირველი პროპოზალი რომელიც Chrome – ს დამატებების პლატფორმას შეეხებოდა. თუმცა ამ პროპოზალში ერთმა მეტად საგულისხმო დეტალმა გაიჟღერა – განსხვავებით FF – ის ანალოგიური სისტემისგან Chrome – ს დამატებების შესაქმნელად საკმარისია მხოლოდ HTML/CSS და JavaScript. არავითარი XUL, არავითარი რთული XML კონფიგურაციის ფაილები დამატების ინსტალაციისათვის და ა.შ.

Google – ს ეს გდაწყვეტილება ჩემთვის პირადად გაცილებით მისაღები იყო რადგან XUL – ის ვერანაირ აუცილებლობას ვერც FF – ში ვხედავდი მანამდე და სიმართლე ითქვას ვერც დღეს ვერ ვხედავ… თუმცა არც Mozilla – მ დააყოფნა და დღეს უკვე შემოგვთავაზა FF – ის დამატებების შექმნის ახალი მექანიზმი. კერძოდ კი Jetpak!

ციტატა პროექტის საიტიდან:

In short, Jetpack is an API for allowing you to write Firefox add-ons using the web technologies you already know.

რითია საინტერესო Jetpak? პირველ რიგში ისევე როგორც Crhome – ს შემთხვევაში, Jetpak – ის შემთხვევაშიც დამატების შესაქმნელად საკმარისია მხოლოდ HTML/CSS და JavaScript. ამ შემთხვევაშიც არავითარი XUL და რთული XML კონფიგურაციის ფაილები. ასევე არავიტარი ბრაუზერის გადატვირთვა დამატების ინსტალაციის შემდგომ და რაც ყველაზე ყველაზე ყველაზე მნიშვნელოვანია დეველოპმენტის პროცესში შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი არსებული ინსტრუმენტული საშუალებები და Firebug დებაგირებისათვის რაც არსებულ მოდელში პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე jQuery – ს მოყვარულთათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია რომ ეს ბიბლიოთეკა ნაგულისხმევად არის ჩადებული Jetpak – ში, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს დამატებების პროგრამირებას.

მართალია დასრულებამდე და საყოველთაო გავრცელებამდე კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი Jetpak – ს, თუმცა მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია. ასე რომ თუ არ გეზარებათ შეგიძლიათ დააინსტალიროთ და დამატებების წერასაც შეუდგეთ :)

ტეგები: , , , ,

Handling “onchange” event revisited

რამდენიმე თვის წინ დავწერე პოსტი, HTML ფორმის ელემენტის onchange ივენთისა და მისი დელეგირების შესახებ.

ნახსენებ პოსტში ნაჩვენებია onchange ივენთის დელეგირების მაგალითი სადაც ფორმის ყველა ელემენტის აღნიშნული ივენთის ცენტრალიზებული კონტროლი ხორციელდება მშობელი ელემენტის onchange ივენთის მეშვეობით.

მსგავსი შედეგის მიღწევა შესაძლებელი ე.წ. Event Bubbling – ის წყალობით რაც ივენთის, საწყისი ელემენტიდან მშობელი ელემენტისკენ გავრცელებას ეწოდება. მეტი თვალსაჩინოებისთვის იხ. სურათი(სურათისათვის განსაკუთრებული მადლობა ირაკლის):

picture-17

ივენთის გავცელების(შვილიდან მშობლის მიმართულებით) ასეთი მეთოდი ყველა ბრაუზერში ერთნაირად მუშაობს. და წესით ეს უნდა ეხებოდეს ყველა ტიპის ივენთს. თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო IE – ში მისი მერვე ვერსიის ჩათვლით სწორედ ამ ივენთზე აღმოჩნდა შეზღუდვა და იგი საწყისი ელემენტს(ელემენტი რომელზეც უშუალოდ წარმოიშვა ეს ივენთი) იქეთ არ ვრცელდება.

ერთი შეხედვით, ამ ჩიხიდან რამდენიმე გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს:

  1. ფორმის ყველა ელემენტის ჩამოვლა და მათთვის onchange ივენთ ჰენდლერის მინიჭება. თუმცა აქ მთელ რიგ პრობლემებს წავაწყდებით:

    • ელემენტებზე ასეთი გზით ივენთ ჰენდლერების მინიჭება IE – ში იწვევს მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ე.წ. memory leaks. ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ფორმაში ბევრი ელემენტები გვაქვს.
    • თუ ფორმის ელემენტები იტვირთება დინამიურად Ajax – ის მეშვეობით, ყოველი ასეთი ჩატვირთვის შემდეგ საჭიროა: ა) ყველა ფორმის ელემენტისა და მათი ივენთ ჰენდლერების განადგურება რათა თავიდან ავირიდოთ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები; ბ) ახლად ჩატვირთული ელემენტების იტერაცია და მათთვის შესაბამისი ივენთ ჰენდლერების განსაზღვრა.

    დამეთანხმებით რომ აღწერილი ორი მეთოდი დიდი მოქნილებით არ გამოირჩევა.

  2. ნაცვლად onchange ივენთისა გამოვიყენოთ onfocus და onblur ივენთები. თუმცა აღმოჩნდა რომ არც ამ ივენთების გავრცელება არ ხდება ტრადიციული(შვილიდან მშობლის მიმართულებით) მეთოდით.

გარკვეული კვლევა ძიების შემდეგ მივაგენი ისეთ ივენთებს(დიდი მადლობა PPK – ს) რომელთა ბაბლინგი IE – ში ისე მუშაობს როგორც საჭიროა. ეს ივენთებია onfocusin და onfocusout.

როგორ შეიძლება აღნიშნული ივენთების გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად? სანამ უშუალოდ კოდის წერას დავიწყებთ საჭიროა კარგად გავერკვეთ თუ როგორ მუშაობს onchange ივენთი HTML ფორმის ცალკეული ელემენტებისათვის და ასევე თუ რა გვერდის ავლის მექანიზმების გამოყენებაა შესაძლებელი IE – ში.

SELECT ელემენტი

ამ ელემენტის შემთხვევაში onchange ივენთი წარმოიშვება მხოლოდ იმ ჩამოსაშლელი სიიდან კონკრეტული ელემენტის ამორჩევის დროს. IE – ში იგივე ხდომილების ემულაციისათვის შესაძლებელია onclick ივენთის გამოყენება, თუმცა, ასეთ შემთხვევაში ივენთი ორჯერ წარმოიშვება ერთხელ ელემენტის გააქტიურებისას ხოლო მეორედ ჩამოსაშლელი სიიდან მნიშვნელობის არჩევისას. თუმცა ამ პრობლემის არიდება მარტივად არის შესაძლებელი სწორედ onfocusin და onfocusout ივენთების მეშვეობით რადგან ეს ორივე ივენთი წარმოიშვება onclick ივენთამდე, გამომდინარე აქედან შესაძლებელია წინა ივენთის ტიპის დამახსოვრება და შემდგომ უკვე დადგენა ეს იყო პირველი კლიკი თუ ჩამოსაშლელი მენიუდან ელემენტის არჩევა მოხდა?

INPUT text და TEXTAREA ელემენტები
ამ ელემენტების შემთხვევაში onchange ივენთი წარმოიშვება როდესაც ელემენტი კარგავს ფოკუსს. IE – ში იგივეს მიღწევა შესაძლებელია onfocusout ივენთის მეშვეობით.

INPUT checkbox და radio ელმენტები
ამ ელემენტების შემთხვევაში onchange ივენთი წარმოიშვება მათი მნიშვნელობის ცვლილების თანავე. IE – ში იგივე შედეგის მისაღებად მარტივად არის შესაძლებელი onclick ივენთის გამოყენება.

მაშ ასე წინა სამი პარაგრაფში გამოიკვეთა სამი ისეთი ივენთი რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია onchange ბაბლინგის ემულაციისათვის. ეს ივენთებია: onclick, onfocusin, onfocusout.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მარტივად არის შესაძლებელი სულ რამდენიმე სტრიქონი კოდით გადავწყვიტოთ პრობლემა:

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
(function() {
   
   var div = document.getElementById('testonchange');
   
   //ყველა ბრაუზერი IE - ს გარდა
   if (document.addEventListener) {

      div.onchange = function(e) {
         //აქ შეგვიძლია გამოვიძახოთ ივენთის უშუალო ჰენდლერი
      };

   } else { //IE - ს სპეციფიური რეალიზაცია
     
      var previousEvent = null;
     
      div.onfocusin = div.onfocusout = div.onclick = function() {

         var e            = window.event,
            target       = e.srcElement,
            isSelect     = target.nodeName  == 'SELECT',
            notTextInput = target.nodeName  == 'INPUT' && /^radio|checkbox$/i.test(target.type),
            isTextInput  = (target.nodeName == 'INPUT' && target.type == 'text') || target.nodeName == 'TEXTAREA',
            validElement = notTextInput || isSelect;

         if (isSelect && !target.size && /^focus(in|out)$/.test(previousEvent)) {
            validElement = null;
         }

         previousEvent = e.type;

         if ((e.type == 'click' && validElement) || (e.type == 'focusout' && isTextInput)) {
            //აქ შეგვიძლია გამოვიძახოთ ივენთის უშუალო ჰენდლერი
         }

      };

   }
   
   div = null;
   
})();

ეს არის და ეს :) კოდის დეტალური გარჩევით თავს აღარ შეგაწყენთ, ხოლო რეალური დემონსტრაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ტეგები: , ,