არქივი September, 2009

jQuery საკუთარი ხელით – ნაწილი 2

მაშ ასე, განვაგრძობ პოსტების სერიას “jQuery საკუთარი ხელით” და გთავაზობთ მეორე ნაწილს. პირველ ნაწილში ლაპარაკი გვქონდა ამ ბიბლიოთეკის ძირითად შემადგენელ ნაწილებსა და მისი მუშაობის ზოგად პრინციპებზე. ასევე პირველ ნაწილში შევქმენით ბიბლიოთეკის კარკასი კოდური სახელწოდებით myQuery და სადემონსტრაციოდ დავამატეთ ერთი მეთოდი.

დასაწყისისთვის უკვე გაგვაჩნია საკმარისი ინფორმაცია და მოდულის მკაფიო მონახაზი რომელზე დაყრდონბითაც შეგვიძლია გადავიდეთ რეალიზაციის შემდეგ ნაწილზე. ამ ნაწილში ლაპარაკი მექნება DOM ელემენტის class ატრიბუტსა და მასთან სამუშაო მეთოდებზე. სრულად »

ტეგები: , , ,

jQuery საკუთარი ხელით – ნაწილი 1

jQuery განეკუთვნება იმ ბიბლიოთეკათა ნაწილს რომელმაც მოახერხა და გულგრილად არ დატოვა მთელი მსოფლიოს ვებ დეველოპერები. ძალიან ბევრი ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალი თუ მოყვარული დამეთანხმება რომ ამ ბიბლიოთეკის ავტორმა ჭეშმარიტად ეფექტურ და უნიკალურ მიდგომას მიაგნო რამაც უთვალავ ვებ პროგრამისტს არათუ უბრალოდ გაუადვილა არამედ მეტი ხალისი და აზარტი შესძინა მათ ყოველდღიურ საქმიანობას.

ამ პოსტით მინდა გავხსნა დაგეგმილი სერია პოსტებისა რომლის მეშვეობითაც შევეცდები გაგაცნოთ jQuery – ს შიდა სამზარეულო და გადმოგცეთ მასში გამოყენებული ძირითადი მიდგომები რომლებიც დაგეხმარებად მსგავსი ტიპის საკუთარი ბიბლიოთეკების შექმნაში.

პოსტის დანარჩენი ნაწილის წაკითხვამდე მინდა გაგაფრთხილოთ რომ ეს არ არის ტუტორიალი jQuery – ს შესწავლის მსურველთათვის, და იგულისხმება რომ თქვენ უკვე გაქვთ ამ ბიბლიოთეკასთან მუშაობის გარკვეული გამოცდილება.
სრულად »

ტეგები: , , ,

Code.ge redesign… And I’m back B-)

მოკლედ მოგესალმებით ყველას! ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამ პოსტის დაწერა თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო შინაგანმა წინააღმდეგობის გრძნობამ ეს სურვილი ჩაკლა.

ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ ბლოგის დახურვასა და მის გაუქმებას ვაპირებდი, თუმცა ეს უაზრო სურვილი დავძლიე და შევეცდები განახლებული ენერგიით განვაგრძო წერა! ამისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო რამდენიმე ადამიანს(არ ჩამოვთვლი მათ სახელებს თვითონ მიხვდებით ვისაც გგულისხმობთ). ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს რომლებიც ამ ბლოგით ჯერ კიდევ სარგებლობენ და აქ თავმოყრილი ინფორმაციითა და ჩემი პატარა ნამუშევრებით სარგებლობენ. ასევე დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა ჩემი მხირდან უპასუხოდ დატოვებული კომენტარის ავტორს.

პირველი ეტაპისთვის გამოვნახე დრო და გავაკეთე ბლოგის გარეგანი იერსახის სრული ცვლილება რომელიც ალბათ უკვე თვალში მოგხვდათ :D

გარდა ამისა მომზადებული მაქვს მთელი რიგი განახლებები ქართული კლავიატურის სკრიპტისთვის და სხვა თაროზე შემოდებული პროექტებისთვის რომლებსაც მალე გამოვფენ.

პირველ რიგში დღეს გავაოფენსორსე(როგორი ქართულია? :D ) LinGO ინგლისურ ქართული ლექსიკონი iPhone – სთვის რომელიც ხელმისაწვდომია GitHUB – ზე. ეს მინი პროექტი აუცილებლად მიიღებს დასრულებულ სახეს რადგან დღეიდან მასში მონაწილეობას მიიღებს ორი გამოცდილი Mac (და არა მარტო) დეველოპერი – ლაშა დოლიძე და ირაკლი ნადარეიშვილი! დიდი მადლობა ორივეს მხარდაჭერისა და ამ პროექტში მონაწილეობის სურვილისათვის.

სხვა სიახლეებსა და შეძლებისდაგვარად სასარგებლო ნამუშევრების შესახებ სულ მალე შეიტყობთ ამ ბლოგის მეშვეობით.

მაშ ასე I’m Back B-)

ტეგები: , , , ,