bmu.li

bmuli_logoესე იგი, იშვიათად თუ მახარებს რაიმე ქართულ ვებში, თუმცა გუშინ ირაკლი შემომეხმიანა და თავისი ახალი პროექტის შესახებ შემატყობინა ეს არის სოციალური სერვისი სახელად ბმუ.ლი. რა საჭიროა ასეთი სერვისი? იხ. ციტირება სერვისის ვებ საიტიდან:



წარმოიდგინეთ, რომ Amazon.com-ზე იპოვეთ საინტერესო ფოტო-კამერა, და გნებავთ მეგობარს გაუგზავნოთ მასზე ლინკი SMS-ით. Amazon-ის მისამართები საკმაოდ გრძელია და დაახლოებით ასე გამოიყურება:

http://www.amazon.com/Canon-Digital-Camera-18-55mm-3-5-5-6/dp/B0012YA85A/ref=sr_1_1? ie=UTF8&s=photo&qid=1239587390&sr=1-1

ცხადია ამხელა მისამართს SMS-ში არავინ აკრეფს. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ შეამოკლოთ ის bmu.li-ს საშუალებით, რის შედეგადაც მიიღებთ მოკლე მისამართს, მაგალითად: http://bmu.li/ss4 რომლის SMS-ით გაგზავნაც არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს.
bmu.li მხოლოდ SMS-ისთვის არ არის სასარგებლო. იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველგან სადაც გრძელი მისამართების გაცვლა მოუხერხებელია: ფორუმებზე, ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში (ფეისბუკი, ოდნოკლასნიკი და სხვ.), ტვიტერში, იმეილში, გაზეთებში, რადიოს და სატელევიზიო რეკლამებში და გამოშვებებში ან თუნდაც მეგობრისთჳის ფურცლის ნაგლეჯზე მისამართის უცებ დასაწერად.

ყველაფერი ძალიან მარტივია. ამ სერვისის მეშვეობით შეგვიძლია წარმატებით დავამოკლოდ უსაშველოდ გრძელი და გაუგებარი URL – ები სულ რაღაც 10 სიმბოლომდე(http:// პრეფიქსის გამოკლებით) და გამოვიყენოთ უამრავ შემთხვევაში.

მოკლედ ძალიან, ძალიან სასარგებლო სერვისია რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ და იმედია სათანადოდ დავაფასებთ სულ ცოტა ხანში :)

ასევე მინდა ცოტათი გავთქვა ინსაიდერული ინფორმაცია და გითხრათ, რომ, სულ ცოტა ხანში კიდევ რამდენიმე საინტერესო სირპრიზი დაემატება სერვისს რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მის მოხმარებას.

ასე რომ Hold on B-)

ტეგები:

13 Responses to “bmu.li”

  1. საშკა says:

    ისე ეგ სერვისი არამხოლოდ ქართველი აუდიტორიისთვის რო იყოს არ იქნება ალბათ ურიგო, თუ არ არის მსგავსი ანალოგები და რა იცი შეიძლება გაამართლოს გარკვეულ დონეზე და ბევრმა მოუძებნოს გამოყენება

  2. გმადლობ, სოსო.

    მსგავსი უცხოური რესურსები, რა თქმა უნდა არსებობს. ბმუ.ლი-ს მიზანი ქართულ ენაზე (და ქართული რეალობის კონტექსტში) ასეთი სერვისის შექმნა იყო – შესაბამისად მსგავსი მისამართების გამოყენების პოპულარიზაციისთვის, ქართველ ინტერნეტ-მომხმარებლებს შორის.

    როგორც სოსომ აღნიშნა, ბმუ.ლი-ს ენის გარდა სხვა მიზეზების გამოც ექნება უპირატესობა ქართველი მომხმარებლისთვის, მსგავს უცხოურ რესურსებთან შედარებით, მაგრამ ამაზე – მოგვიანებით :)

  3. @საშკა

    არის ასეთი უცხოური რესურსები თუმცა ირაკლის პროექტი ქართულია და სრულიად მორგებული იქნება ქართულ რეალობას სწორედ ეს არის მისი უმთავრესი ღირებულება :)

    @ირაკლი

    არაფრის ;) გახსენი ახლა API და საინტერესო რამეები თავისთავად მოხდება B-)

  4. @ირაკლი
    კარგია :) ენდ ბესთ :)
    ისა, შეცდომა რომელიც შემთხვევით ამომიგდო –
    http://bmu.li/sms
    ამ დროს შეცდომას წერს – Notice: Trying to get property of non-object in /var/www/bmu.li/html/index.php on line 49
    და იგივეს ყველა იმ ბმულზე რომელიც არ არის შენთან რეგისტრირებული და ამავე დროს input text ელემეტი ფუჭდება, უფრო სწორედ სიმაღლეში ძალიან ვიწროვდება (მხოლოდ მაშინ როცა ეგ ერორი იწერება)

    და რამდენი ხანი ინახება თუნდაც არააქტიური ბმული?

    კარგია წარმატებები :)

  5. საინტერესოა, მიუხედავად იმისა რომ ასეთი სერვისი ბევრი არსებობს უკვე ქართულის ნახვა ყოველთვის სასიამოვნოა. თან თუ მომავალში რაღაც სიურპრიზებს უნდა ველოდოთ ეს მთლად უკეთესი :)

    good luck ;)

  6. @ალეკო,

    შეცდომა გასწორებულია. გმადლობ.

    ბმულები ამჟამად ინახება “სამუდამოდ”. მომავალში, თუ ბაზა ძალიან გაიზრდება და რაიმე პრობლემა შეიქმნება, შეიძლება შემოვიღოთ შეზღუდვა, რომ მოხდეს 6 თვეზე ან 1 წელზე დიდი ხნის მანძილის განმავლობაში გამოუყენებელი ლინკების არქივიზაცია (მეეჭვება წავშალოთ), მაგრამ არა მგონია თუნდაც ეგ საჭირო გახდეს.

    წაიშლება მხოლოდ სპამი და სპამში შემჩნეული სერვერების აიპიები აუცილებლად დაიბლოკება.

  7. @ირაკლი
    კარგია :)
    და ისე bmuli.ge-ც რო დაგერეგისტრირებინათ და მანდ გადაგეგდოთ მე მგონი კარგი იქნებოდა იმიტომ რომ 10-დან 5-ჯერ bmu.li-ს მაგივრად bmuli.ge ავკრიფე :) და არა მარტო მე, ვინც ვნახე ბევრს მოსდის ინსტიქტურად ეგრე :) .ge-ა რა მაინც :)

  8. და კიდევ თუ მისამართზე გადავედი ჩერეზ bmu.li-ით ან რაღაცის გამო არ მიშვებს რეალურ მისამართზე იქნებ რამე მითხრას bmu.li-მ თორე რაღაც მომენტში შეიძლება ადამიანს ეგონოს რომ თითონ bmu.li-ს ააქვს პრობლემა (უბრალოდ რო დაუწეროს რო ასეთი მისამართი არ არსებობს, ან სიძველის გამო წაიშალა ან რამე მსგავსი) :)

  9. მიშელ says:

    საინტერესო, ასეთი სერვისები ბევრი არსებობს თუმცა ქართულის ნახვა მართლაც სასიამოვნო სიახლე იქნება. თუ გსმენიათ Web application testing system ზე რამე როგორიცაა მაგალითად Selenium-ი და თუ იყენებენ საქართველოში მსგავს სისტემებს? მსგავსი სისტემების გამოყენება საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტულია და დროც ნაკლები იხარჯება ტესტირებისას. მთავარია TestSuite-ის შექმნა და მერე Selenium-ი Suite-ის გამოყენებით ატესტირებს Web გვერდებს. ამ სისტემის გამოყენებისას ერთ ასეთ პრობლემას წავაწყდი: როცა ბროუზერიდან PDF დოკუმენტს მივმართავ და მინდა დავატესტირო PDF ში დაწერილი რაიმე ტექსტი, Selenium -ი PDF დოკუმენტს რათქმაუნდა ვერ ხედავს და როგორ შევქმნა test სცენარი სელენიუმისთვის ვერ გამიგია. თუ იცით როგორ შემიძლია PDF დოკუმენტში ჩაწერილი ტექსტის მნიშვნელობების ამოღება JavaScirpt ცვლადებში, გთხოვთ დამეხმარეთ…

  10. Abnormlaia says:

    სასარგებლო სერვისია, მადლობა ავტორს.

    მომავალში იქნება ეს FF-ის და სხვების ე.წ. ”ადონადაც” გაფორმდეს ეს სერვისი ?

  11. ბერო says:

    კარგია :)

    ანუ tinyurl – ის ანალოგია ხომ?

  12. რავა ხარ ?

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"