Code.ge Presents: Internet Explorer 6 Must Die!

კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. ამჯერად წარმოგიდგენთ ერთ მინი პროექტს რომლის განცხორციელებაც დაგეგმილი მქონდა გასული წლის დეკემბერში მაგრამ გარკვეულ თუ გაურკვეველ მიზეზთა გამო ვერ გამოვნახო სულ რამდენიმე საათი რათა ამ იდეისთვის ხორცი შემესხა :D . თუმცა რამდენიმე დღის წინ არსაიდან აღმოცენებულმა Google – ს პროექტმა Chrome Frame კვლავ გამიღვიძა ამის სურვილი.

პროექტი Internet Explorer 6 Must Die! მიმართულია ინტერნეტის მომხმარებელთა შორის Internet Explorer 6.0 – ის შემცირებისა და ამ ბრაუზერის სიკვდილის( :D ) დასაჩქარებლად. მიუხედავად ყველაფაფრისა ამ ბრაუზერს ინტერნეტ ბაზრის 25% უკავია რაც ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია, მითუფრო რომ Microsoft – მა ბოლო წლების მანძილზე გამოუშვა ორი, გაცილებით უკეთესი ბრაუზერი Internet Explorer 7 და Internet Explorer 8.

Internet Explorer 6 Must Die! არის მცირე ზომის სკრიპტი, რომელიც უნდა ჩასვათ თქვენს ვებ გვერდში. ხოლო თუ მომხმარებელი თქვენს გვერდს გახსნის Internet Explorer 6 – ის მეშვეობით დაინახავს მსგავს შეტყობინებას:

Picture 16

ნაჩვენები შეტყობინება მთლიანად დაფარავს გვერდს ისე რომ მომხმარეელი მხოლოდ გამჭვირვალე ფონის მიღმა შეძლებს გვერდის კონტენტის დანახავს. მომხმარებელს შეუძლია არჩევანი გააკეთოს და ძირითადი 6 ბრაუზერიდან აირჩიოს ერთერთი.

ჩემის აზრით თითოეული ჩვენგანის აქტიურობა და მცდელობა იმისა რომ თუნდაც რამდენიმე ერთეულით შევამციროთ Internet Explorer 6 გარკვეული დროის შემდეგ მნიშნველოვან შედეგს გამოიღებს. ეს კი პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის არის მნიშნვნელოვანი რომლებიც ქმნიან ვებ საიტებს/აპლიკაციებს და რომლებიც უამრავ დროს ხარჯავენ Internet Explorer 6 – თან გაუთავებელ ბრძოლაში.

პროექტის საწყისი კოდი განთავსებულია GitHUB – ზე. მისი გამოყენებისათვის საკმარისია გადმოწეროთ სკრიპტის ბოლო ვერსიის zip არქივი შემდეგი მისამართიდან: http://github.com/ioseb/ie6mustdie/downloads.
გახსნათ არქივი თქვენთვის სასურველ დირექტორიაში ხოლო თქვენს ვებ გვერდში BODY ტეგის დახურვამდე მიუთითოთ შემდეგი JavaScript კოდი:

1
<script type="text/javascript" src="path/to/ie6mustdiefolder/ie6mustdie.js"></script>

დანარჩენს კი სკრიპტი თავად გააკეთებს!

40 Responses to “Code.ge Presents: Internet Explorer 6 Must Die!”

  1. ლაშა says:

    თავიდან ასე ერქვა – “მოკვდი დამპალო ღორო!”, მერე ცოტა გაალაითა სოსომ. საღოლ ძმაო მაგარია !.

    ისე ბრაუზერები ფანჯარაში ათლეტურობის მიხედვით დაალაგე ? :D

  2. @ლაშა

    ბრაუზერები ფანჯარაში ათლეტურობის მიხედვით კი არა პირადი გემოვნების მიხედვით დავალაგე :P

  3. Toto says:

    სინამდვილეში ბროუზერები რომლებსაც ტექსტის ჩრდილის(!!!!), მომრგვალებელი კუთხეების, და კიდე სხვა მრავალი თანამედროვე და ლამაზი რაღაცის ჩვენება არ შეუძია ნორმალურად, ასევე სიკვდილის ღირსი არიან, არ დავასახელებ მათ სახელებს თუმცა ისინი IE7 და 8 არიან :P

  4. Toto says:

    ხო და კიდევ, სულ დავამავიწყდა, რისთვისაც მართლა ვერცერთ IE-ს ვერ ვიტან და გული მერევა. ტიპოგრაფია – სირცხილია 21-საუკუნეში, ანტი-ალიასების 30-ნაირი ალგორითმის და სუბპიქსელინგების ეპოქაში, ისეთი საცოდავი და გაუმართავი ტიპოგრაფიის ქონა და რენდერი. ტფუი.

    პ.ს. ისე ფაერფოქსაც აქვს პაწუკა პრობლემები ტიპოგრაფიასთან.

  5. @Toto

    გეთანხმები IE7 – სა და IE8 – ზე მაგრამ IE7 ბუნებრივი სკვდილით მოკვდება მალე ხოლო IE6 – ს თუ არ მივეხმარეთ არ აპირებს მსგავს რამეს :D თანაც გარკვეულწილად IE7 – თან მუშაობა მაინც შეიძლება ხოლო IE8 მის წინამორბედებთან შედარებით ნამდვილი რევოლუციაა… ავიტანთ როგორმე მოუმრგვალებელ გვერდებს მაგრამ ტექსტის ჩრდილის გაკეთება კიდევ შეიძლება M$ – ის ფილტრების მეშვეობით…

  6. ჰმმმმ საფარი მოზილაზე წინ რატომ? :D

  7. @ლექსო

    ხომ ვთქვი ჩემი გემოვნების მიხედვით დავალაგეთქო? საფარი მირჩევნია ყველა ბრაუზერს და მაგიტომ დავაყენე FF – ზე წინ ;)

  8. Toto says:

    @ლექსო, საფარის აშკარად უფრო პროგრესული ძრავი აქვს. ობიექტურადაც კი. მარტო CSS-სტრასფორმაცია და ტიპოგრაფია გაცილებით უფრო მაღალ დონეზე აქვს, თუმცა სხვა მომენტებში განსხვავება უფრო პატარაა.

  9. @Toto

    მართალი ხარ გაცილებით უფრო წინ არის საფარი ვიდრე FF. გარდა იმისა რომ უკეთესი რენდერერი აქვს და უფრო CSS – ის გაცილებით უკეთესი მხარდაჭერა, ასევე JavaScript ის ვირტუალური მანქანა Nitro – ც გაცილებით სწრაფია.

  10. აა რავი ძრავზე და იმათზე არ დავფიქრებულვარ უცებ :)
    უბრალოდ ფაირფოქსის ვებდევლოპმენტის ადონები ისეთი რაღაცაა ხომ იცით და გამიკვირდა

  11. @ლექსო

    ნუ დეველოპმენტის კუთხით FF ჩემთვის პირადად შეუცვლელია მიუხედავად იმისა რომ საფარისაც საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტები აქვს უკვე, FireBug მაინც მირჩევნია ყველას B-)

  12. ახალი ამბავი

    კომპანია მაიკროსოფტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გუშინ საღამოს, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს IE6. გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი სიკვდილია. კომპანია სამძიმარს უცხადებს მის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

    პ.ს. ამაზე არის ნათქვამი – ძაღლი ჩააკვდა სულშიო :D

  13. Dixtosa says:

    მაინც რას ერჩით იე-ს.უფრო სწორედ რატომ არ გკიდათ სხვას რა ბრაუზერი აქ.
    თან ისე 25 % როა ეგ არი სულ უცხოეთი საქართველოში ჰა-ჰა 1 პროცენტი მარტო.

    ისე , როგორ გავს ჩვენი გვარები ერთმანეთს ძმანაშვილო :)

  14. Rocko says:

    მშვენიერია მისტერ :) )

    უფრო ფართომასშტაბიანი კამპანიაა საჭირო. თავისი მედია-ქავერიჯით ;) მერე დაგელაპარაკები დეტალურად.

    P.S. Dixtosa-ს უპასუხეთ რა ვინმემ :D არ მაქვს მე თავი.

  15. @Rocko

    ისეთი სიტყვები დაანარცხე რომ დავიძაბე :D :D

    @Dixtosa

    ახლა უყურე რა ხდება იმიტომ არ მკიდია სხვას რა ბრაუზერი აქვს რომ ბრაუზერები არის ჩემი მთავარი თუ არა ერთერთი უმთავრესი შემოსავლის წყარო… და როდესაც რაღაცას ვაკეთებ ხშირად მხოლოდ მაგ IE6 – ის გამო მეხარჯება იმდენივე დრო რამდენიც IE7, IE8, Chrome, FF და Safari – სთან ერთად აღებული…

    როგორ გგონია მარტო მე ვარ ასე? ;)

  16. Rocko says:

    @იოსებ

    ეკაიფე ჯოდასენს :D

  17. @Rocko

    არ ვკაიფობ :( რეალურად რაც განვიცადე ის დავწერე :( :(

  18. Rocko says:

    ჰოდა მოეშვი მაშინ და შემოი სადმე :D

  19. ონლინე ვარ და ახლა მეტი როგორ შემოვიდე? :D :D

  20. კობა says:

    ჩემი აზრით დაბლა კიდევ უნდა დაემატოს ერთი ხაზი, დაახლოებით ასეთი:

    Ok, I want continue at my risk

    შეიძლება ვიღაცას ძალინ აუყვარს IE6 და მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, რატომ უზღუდავთ ? თუ ბრაუზერების არჩევანის საშუალება აქვს დაე იმის საშUალებაც იყოს რომ დარჩეს ისევ ძველის მოყვარული. :) ))

  21. სოსოს ვენაცვალე, ოპერა ამოიღე რეკომენდაციების სიიდან, თუ გიყვარდე რა. მაგის მათხოვარი, ძალად-ბრაუზერი თავზეც გავიარე :)

  22. @ირაკლი

    კი ამოვიღებ სიიდან მაგრამ, Opera 10 კარგია, არ არის ის რასაც შენ ძალად ბრაუზერს ეძახი ხოდა დავტოვებ რა ;)

  23. Sweet says:

    ვორდპრესზე როგორ ვქნა აგი?

    სკრიპტის ჩასმა კი ვიცი მაგრამ ის გადმოწერილი სად ჩავაგდო? რუთში? :უსერ: :ნუუბ:

  24. Sweet says:

    ა უი ვსიო მივხვდი გავაკეთე….

  25. ლუკა says:

    ასეთი იდეა დიდი ხანია მაწუხებს და ძაან გამიხარდება თუ გაავრცელებთ და გამოიყენებთ მას.
    მე მაგალითად gilu-ს ოფიციალურ საიტზე ვაპირებ გამოყენებას.
    ასევე ჩემს ბლოგზეც დავწერე.

    კარგია იოსებ ;-)

  26. პლაგინს გავაკეთებ ვორდპრესისთვის რომ მოვიცლი თუ წინააღმდეგი არ ხარ?

  27. @ლევანი

    არა, არ ვარ წინააღმდეგი თუ გააკეთებ ძალიან კარგი იქნება ;)

    @ლუკა

    ძალიან გამეხარდება თუ გამოიყენებ! რაც მეტი შევებრძოლებით ამ სენს მითუკეთესი! :)

  28. დატესტეთ აბა ვისაც IE6 გაქვთ:

    http://georgianisation.site88.net/

  29. მედეა says:

    ლევან

    არ მუშაობს :( არ უნდა სიკვდილი кощей бессмертный-ს…

  30. Dv0rsky says:

    იოსებ, ჩემს ბლოგზე როგორ ჩავსვა – სელფ-ჰოსტედ არაა, ბლოგგერზე მაქვს და შესაბამისად, მხოლოდ მეტა-ტეგების ჩასმა შემიძლია, ვერანაირ გვერდს ვერ ავტვირთავ…

  31. @Dv0rsky

    წარმოდგენა არ მაქვს ბლოგგერ – ზე რა ხდება ზოგადად :(

    არც JavaScript კოდის ჩასმა არ შეიძლება?

  32. dv0rsky says:

    ჯავა სკრიპტი შეიძლება, ოღჴნდ საიდბარში.

    ვცდი აბა ერთი…

  33. dv0rsky says:

    ნწუ, არ შვება :(

  34. @dv0rsky

    არ ვიცი რითი გიშველო :( მაგრამ, ჰოსტედ ვერსიას გავაკეთებ და დავწერ მაგის შესახებ აქ სხვა არ ვიცი რანაირად შეიძლება გაკეთდეს…

  35. ვასკა says:

    IE6 მოკვდება XP-ისთან ერთად… მეც მიყენია მაგალითად და იმის მუღამიც არ მაქვს IE7 ან IE8 გადავიდე(ყველა IE ნაგავია მაინც). ყველა ვებ მასტერებს თანავუგრძნობ…

  36. სოსოჯან პრივეტ :) სოსო აქტიურად დავიწყე ამ სკრიპტის გამოყენება სხვადასხვა საიტებისთვის, მაგრამ შენი სკრიპტი ცოტათი გადავაკეთე და ჯქუერის პლაგინდა გამოვაცხვე, სკრიპტი რათქმაუნდა დაპატარავდა და კონკრეტულად IE6 მოერგო. ამ ყველაფრის შესახებ დავწერ ჩემს ბლოგზე და ორიგინალი იდეის ავტორადაც რათქმაუნდა შენ დარჩები :) მაგრამ ერთი თხოვნა მექნენა თუ შეიძლება –
    http://code.ge/ie6mdownload.php?browser=safari ეს ფაილი ალბათ სტატისტიკას გიკეთებს ხო რამდენ კაცი გადაიბირე IE6-დან? :) და ვფიქრობ საინტერესო სტატისტიკაა ოღონდ 1 პარამეტრსაც თუ დავამატებთ კარგი იქნება, მაგალითად – http://code.ge/ie6mdownload.php?browser=safari&killer=jQueryPlugin ანუ არსებულ ინფორმაციასთან ერთად გიგროვდება killer ველი სადაც წერია თუ რომელმა სკრიპტმა გამოიწვია IE6 გარდაცვალების მცდელობა :)
    მოკლედ თუ შენ მაგას დაიმატებ კარგი იქნება და მე ცოტა ხანში ბლოგზე დავდებ jquery-ს პლაგინს

    P.S. ჩემი ბლოგი დროებით(რამოდენიმე დღით) გაშვებულია http://aboutge.site.ge -ზე

  37. zur4ik says:

    მივესალმები იდეას! :)

    მაგარი დებილი ბრაუზერია.. :( სისხლი გამიშრო…

    აგერ ჩემი სამაგიდე საიტი, თქვენც გაგიხარდებათ :P

    http://ripie6.com/

  38. http://torrents.ge ჩავსვი :) მშვენივრად მუშაობს… იმედი მაქვს წავადგები პროექტს რამით მაინც :)

    მადლობა ავტორს

  39. @თხლაშო

    ძალიან დიდი მადლობა! რაც მეტი მით უკეთესი :)

  40. რისი მადლობა კაცო :) ამ საშინელების მოშთობას თუ მოვახერხებთ რამენაერად ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება :D აი თუნდაც ჩემ საიტზე png ვერ აღიქვამს და გავაფრინე კინაღამ :D

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"