მოკლედ მოგესალმებით ყველას! ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამ პოსტის დაწერა თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო შინაგანმა წინააღმდეგობის გრძნობამ ეს სურვილი ჩაკლა.
ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ ბლოგის დახურვასა და მის გაუქმებას ვაპირებდი, თუმცა ეს უაზრო სურვილი დავძლიე და შევეცდები განახლებული ენერგიით განვაგრძო წერა! ამისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო რამდენიმე ადამიანს(არ ჩამოვთვლი მათ სახელებს თვითონ მიხვდებით ვისაც გგულისხმობთ). ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს რომლებიც ამ ბლოგით ჯერ კიდევ სარგებლობენ და აქ თავმოყრილი ინფორმაციითა და ჩემი პატარა ნამუშევრებით სარგებლობენ. ასევე დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა ჩემი მხირდან უპასუხოდ დატოვებული კომენტარის ავტორს.
პირველი ეტაპისთვის გამოვნახე დრო და გავაკეთე ბლოგის გარეგანი იერსახის სრული ცვლილება რომელიც ალბათ უკვე თვალში მოგხვდათ
გარდა ამისა მომზადებული მაქვს მთელი რიგი განახლებები ქართული კლავიატურის სკრიპტისთვის და სხვა თაროზე შემოდებული პროექტებისთვის რომლებსაც მალე გამოვფენ.
პირველ რიგში დღეს გავაოფენსორსე(როგორი ქართულია?
) LinGO ინგლისურ ქართული ლექსიკონი iPhone – სთვის რომელიც ხელმისაწვდომია GitHUB – ზე. ეს მინი პროექტი აუცილებლად მიიღებს დასრულებულ სახეს რადგან დღეიდან მასში მონაწილეობას მიიღებს ორი გამოცდილი Mac (და არა მარტო) დეველოპერი – ლაშა დოლიძე და ირაკლი ნადარეიშვილი! დიდი მადლობა ორივეს მხარდაჭერისა და ამ პროექტში მონაწილეობის სურვილისათვის.
სხვა სიახლეებსა და შეძლებისდაგვარად სასარგებლო ნამუშევრების შესახებ სულ მალე შეიტყობთ ამ ბლოგის მეშვეობით.
მაშ ასე I’m Back B-)
შესანიშნავია, აბა შენ იცი
LinGO-ზე მინდოდა მეკითხა ამას წინათ რას შვები თქო, თურმე ყველაფერი კარგადაა
. ისე მეც მაქვს სურვილი რამე წვლილი შევიტანო მის განვითარებაში, რამოდენიმე დღის წინ დავიწყე Stanford-ის ლექციათა კურსის ყურება “iPhone Application Programming”.
პ.ს. ხო შევამჩნიე smarkup-ს იყენებ
Welcome back
ვახ, მაკ დეველოპერები საქართველოშიც ყოფილან, კარგი ამბავი გამიგია. სად ვნახო ეს ხალხი. რაიმე ჯგუფი ხომ არ შვქმნათ რო სადმე ერტმანეთს რომ ვიცნობდეთ.
@Toto
ცოტაოდენი მაკ დეველოპერები საქართველოშიც არიან
ჯგუფის შესახებ რა გითხრა, მაგრამ ამ ბლოგზე იქნება გარკვეული თემები მაკზე დეველოპმენტის შესახებ.
@იოსები, ცოტაოდენი უკვე კაია მახელა ქვეყნისთვის. ვახ საინტერესოა, მე მეგონა მე ვიყავი მარტო ვისაც სერიოზულად აინტერესებს ეგ საქმე და ცხოვრობს მაგით. წმინდა თეორიულ და არა-ტექნიკურ სტაიებს პროგამირებაზე ჩემს განახლებულ ბლოგზეც ვწერ (უფრო დავწერ), კიდევ საინტერესოა ვის რა პროდუქტი აქვს გაკეთებული. ვახ, ძალიან გამიხარდა რა ღაც.
ისე გადავხედე LinGO -ს და რამოდენიმე მეგობრულ რჩევას დავწერ:
1. ტელეფონზე ძალიან ნელია, თითო ასოს აკრეფვას 7-9 წამი ჭირდება, მე მგონი სიქველ ლაითის მაგოვრად ჯობდა CoreData-ს გამოყენება.
2. UITableView-ში რომელშიდაც შედეგებია გამოყენებულია UITableViewCellAccessoryDetailDisclosureButton რაც ეწინააღმდეგება HIG-ს იმიტოტომ რომ ეს აქსესორი არის ღილაკიც და ამ ლურჯ ღილაკის დაჭერაზე სხვა რამ უნდა ხდებოდეს და არა ველის არჩევა, ასეთ შემთხვევებში გამოყებებული უნდა იქნას UITableViewCellAccessoryDisclosureIndicator
3. ისე აიფონის ინტერფეისი აწყობა იმდენად ადვილია კოდიდან რო ინტერფეის ბილდერი მხოლოდ ართულებს საქმეს, საკმარიაისა UIView-ების ერარქიაში გარკვევა და ისეთი შეცდომები როგორც ველის არჩევის გაუქმება აღარ გექნებათ.
4. არამგონია მხოლოდ LIKE-ით ძებნა გამართლებული იყოს, “Car”-ზე პირველი სიაში Car უნდა იყოს და არა რაიმე სხვა.
5. 2.0 საკმაოდ ძველი კიტია და რაღაც მომენტებში საკმაოდ არქაული და მოუხერხებელი, 3.x-ზე გადასვლა საკმაოდ გამართლებული იქნება თუმცად CoreData-ის გამო.
პატივიცემით,
@Toto
ძალიან დიდი მადლობა შენიშვნებისთვისა და რჩევებისთვის!
ეგ აპლიკაცია არის ჩემი iPhone SDK – სთან დაახლოვების პირველი მცდელობა და დაწერილია ერთი წლის წინ. მაშინ როდესაც არც Core Data იყო და არც იმდენი ცოდნა მქონდა რომ ინტერფეის ბილდერის გარეშე ამეწყო აპლიკაციის UI ნაწილი.
სამწუხაროდ ისე მოხდა რომ როგორც დავწერე ეგ აპლიკაცია ისევე დარჩა შემოდებული თაროზე. სწორედ მაგიტომ გავაოფენსორსე რომ დაიხვეწოს და დასრულებული სახე მიიღოს.
შედეგიც მგონი სახეზეა რეალური და ძალიან სასარგებლო რჩევებიც მივიღე!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ყველა შენი შენიშვნა გათვალისწინებული იქნება.
რაც შეეხება სიქველ ლაითს, თუ მეხსიერეაბ არ მღალატობს საძიებელი ველი არ არის ინდექსირებული და მაგის გამოა ძეიბა ძალიან ნელი
@Toto
ახლა ვნახე შენი ნამუშევარი iTunse – ზე, შენიშვნებიდან გამომდინარე და ნამუშევრის მიხედვით საკმაოდ კარგად უნდა ერკვეოდე ამ საქმეში.
თუ სურვილი და დაინტერესება გაქვს GitHUB – ზე პრეოქტის კონტრიბუტორებში დაგამატებ
@იოსები, დამამატე, შენს ფოლოუერებში უნდა ვიყო. დრო-და-დრო აუცილებლად ჩავიხედები თუმცა ახლა საკმაოდ დატვირტული ვარ ამ პროექტის დახვეწით და კიდევ ერთის წერით.
მადლობა
@Toto
დაგამატე უკვე!
არაფრის
რა კარგი ბლოგი გაქვს….
@Sweet
დიდი მადლობა
კარგი რა თვალსაზრისით? ვიზუალურად? შინაარსობრივად? თუ ორივე ერთად? B-)