CSS შემოკლებები – font

ერთერთ პოსტში ლაპარაკი მქონდა css – ის border თვისების შემოკლებებზე, ამჯერად ყურადღებას შევაჩერებ font თვისებაზე. თავისთავად font თვისების გამოყენება შესაძლებელია მინიმუმამდე დავიყვანოთ კონკრეტული დოკუმენტისათვის თუმცა თვითონ ამ ელემენტს გააჩნია შემოკლებული სინტაქსი რომელიც ძალიან სასარგებლოა ისეთ შემთხვევებში როდესაც დოკუმენტის ან საიტის დონეზე მასიურად გვიწევს მისი გამოყენება…

პირველ რიგში მნისვნელოვანია გამოვყოთ ის ძირითადი თვისებები რომლებიც მეტნაკლებად ხშირად გამოიყენება:

  • font-style: განსაზღვრავს ფონტის სტილს (მაგ. normal, italic)
  • font-weight: განსაზღვრავს ფონტის წონას (მაგ. normal, bold)
  • font-size: განსაზღვრავს ფონტის ზომას (მაგ. small, medium, 12em, 12px)
  • font-family: განსაზღვრავს პრიორიტეტულად დალაგებულ ფონტების ჩამონათვალს(მაგ. arial, verdana)

გამომდინარე აქედან ქვემოთ ნაჩვენები შედეგი:

This is sample text

შესაძლებელია მივიღოთ შემდეგი css კოდით:

1
2
3
4
5
6
.long-text-style {
   font-style: italic;
   font-weight: bold;
   font-size: 1em;
   font-family: arial, verdana;
}

ნაჩვენები css კოდი თავისთავად არ არის დიდი და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ პრობლემას თუ ასეთი ტიპისი სტილებს გამოვიყენებთ იშვიათად, თუმცა როდესაც მასიურად ვიყენებთ ტექსტის სტილის დამუშავების მსგავს კოდს უმეტეს შემთხვევაში კოდის ზომა იზრდება და თავისთავად ნაკლებად კითხვადი ხდება. ამ პრობლემის არიდება შესაძლებელია შემოკლებული ჩაწერით რომელიც ნაჩვენებია შემდეგ მაგალითში:

This is sample text

შესაბამისი css კოდი გამოიყურება შემდეგ ნაირად:

1
2
3
.short-text-style {
   font: bold italic 1em arial, verdana
}

შედეგი თვალსაჩინოა, თუმცა აღსანიშნავია bold italic ჩაწერა, სადაც ორი თვისების მნიშვნელობა (font-style და font-weight) მითითებულია ერთმანეთის მიმდევრობით. ამ შემთხვევაში არანაირი აუცილებლობა იმისა რომ ორივე აღნიშნული თვისება მივუთითოთ ერთდროულად არ არსებობს, თავისუფალად შესაძლებელია რომ მივუთითოთ მხოლოდ bold ან italic ან normal და მივიღოთ სასურველი შედეგი.

ტეგები:

One Response to “CSS შემოკლებები – font”

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"