დღეს Techcrunch – ზე გაჟღერდა ამ უცნაური სახელის მქონე ახალი საძიებო სისტემის შესახებ სახელად Cuil!
ვითომ მართლა გამოუჩნდა კონკურენტი Google – ს? ჯერჯერობით მართლა ადრეა ამ საკითხზე ლაპარაკი. რადგან შეუძლებელია სულ რაღაც რამდენიმე თვის შექმნილმა, და რამდენიმე საათის გაშვებულმა სისტემამ ასე უეცრად აჯობოს Google – ს ნაირ მონსტრს.
მაგრამ, როგორც დავად Cuil – ის (
) საიტზე წერია:
Welcome to Cuil—the world’s biggest search engine. The Internet has grown. We think it’s time search did too.
ეს არის მსოფლიოს უდიდესი საძიებელი სისტემა… თუ ცოტა ხანი გაეთამაშებით მას, მიუხედავად სიმპატიურად დალაგებული რეზულტატებისა მას საკმაოდ ბევრი რამ აკლია
თუმცა, ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მომენტი?
ჩემი პირადი აზრით და ღრმა რწმენით საჭიროა ისეთ მაღალხარისხიან მონსტრსაც ჰყავდეს კონკურენტი როგორიც არის ყველასათვის კარგად ცნობილი და “საყვარელი” Google. ალბათ კონკურენციის შანსები რეალურია რადგან ეს სისტემა სწორედ ექს გუგლერების მიერ არის შექმნილი!
Enjoy Cuil B-)
Updated: Cuil – ის ავტორი
Updated: ერთი საინტერესო დეტალი, ეხლა აღმოვაჩინე რომ, თუ რაიმე სიტყვას ან ფრაზას ვერ პოულობს სისტემა, მაქსიმუმ ნახევარ საათში იგივე სიტყვისთვის/ფრაზისთვის უკვე რეზულტატი გვხვდება… რა პრინციპით და რატომ ხდება ასე უცნობია
ტეგები: News
შესწორება: გუგლი სერჩ ენჯინი არაა, სარეკლამო სააგენტოა
ნუ მაგ სარეკლამო სააგენტოს პატარა საძიებელი სისტემაც ხომ აქვს?
ეგრე ხო. მარა სანამ ცუილს (მოვ..ან მაგათი ნათლია) არ ექნება სარეკლამო სააგენტო, მარტო სერჩი არ უშველის.
ნუ ეგენი ალბათ Web 2 – ულად აწვებიან საქმეს, Long Tail და რამე
ალბათ საქართველოში ვერ ისარგებლებენ დიდი წარმატებით
ისე ხუმრობა იქეთ იყოს და თავი თუ დაიჭირეს სანამ სარეკლამო სააგენტოსაც გახსნიან ცუდი არ იქნება, გუგლსაც ესაჭიროება პატარა ლამაზი აღვირი
რავიცი, რავიცი, გოოგლე-ს საძიებო სისტემა იმდენად განვითარებული და დახვეწილია რომ კონკურენციაზე ფიქრი ჩემი აზრით ცოტა არარეალურია, თანაც არაისეთი კომპანიის მხრიდან როგორიც მაგალითად microsoft-ია. მეტი სადღა? ყველაფერში ეძებენ ტიპები pdf ფაილებიდან დაწყებული უკვე swf-ებით დამთავრებული. ამ cuil-ში ამ წუთას ჩავწერე java web services და 0 რეზულტატი იპოვა როდესაც იგივე გოოგლე-ზე 15,500,000 შედეგს აბრუნებს რა კონკურენციაზეა საუბარი კაი რა…
@საშკა
სულ რამდენიმე საათის წინ დაისტარტა ეს სისტემა, ვაცალოთ, დაველოდოთ… ვნახოთ ეგება რას გვთავაზობენ? B-)
არც გუგლის გამოჩენას ელოდა თავის დროზე არავინ, მაგრამ კი დაიპყრეს მსოფლიო
P.S.
) ხუმრობის გარეშე
საშკა, ერთი საინტერესო რამ აღმოვუჩინე მაგ სისტემას B-) სწავლობს მგონი
შენი query გაიმეორე აბა? წეღან დავსერჩე და ცარიელი იყო, ეხლა დავსერჩე და რეზულტატები გამოიტანა:
http://www.cuil.com/search?q=java%20web%20services&sl=long
525,776,592 results for java web services
საინტერესო რამეა.
რაღაც უცნაურია ეხა ვსერჩავ და ჩემთან ისევ 0 შედეგი გამოაქ ჯერ-ჯერობით
cuil ერთე-ერთ კელტურ(Gaeilge) ენაზე ნიშნავს “ცოდნას”… სახელიც აქედან მოდის.
ეხლა დავ-ცულ-ე Ubuntu მანდ და არცერთი ინგლისური რეზულტატი არ გამოიტანა მხოლოდ hu ენებზე… იმედია ტერიტორიის მიხედვით არ ადებს პრიორიტეტებს…
java web services ამას რაც შეეხება ჩემთან გამოდის რეზულტატები, მაგრამ სურათებს მაზავს ცოტა.
სწავლას რაც შეეხება, ალბათ რომელზეც 0 რეზულტატს იპოვის მერე გუგლავს იმ ფრაზას და აკოპირებს რეზულტატებს. ვხუმრობ
თუ რამოდენიმე საათის დასტარტულია, მაშინ ყოჩაღ იმიტომ რომ “უკვე” ისეთ იშვიათ ფრაზებზეც საკმაოდ კარგ რეზულტატებს იძლევა როგორიც არის PID Controller, Kalman Filter, SSN-21. მაგრამ სურათებს ისევ სერიოზულად მაზავს გუგლისგან განსხვავებით.
მაგრამ 1 რამეზე მაინც გული დამწყდა: faskunji ამ ფრაზით მხოლოდ 1 ჩემი ლინკი იპოვა, დანარჩენი სულ სხვების… ესეც გოოგლისგან განხვავბით…
აი თურმე რატომ არ აბრუნებდა რეზულტატებს, როცა თქვენთან აბრუნებდა.
მკვლელი არა პეპელა
მაგ სახელს შველა უნდა, აბა ვინმე რომ გეტყვით დაგუგლეთო, მანდ ეგ ცუდად გამოდის…
ქართულად ჩემი ვერაფერი ვანახინე ჯერ, ეტყობა მართლა ახლა სწავლობს. ხვალე იგივეს შევეკითხები.
ამ ცუანებმა როგორ უნდა გაუწიონ გუგლის კონკურენცია
თუმცა რაც უწერიათ თუ მართლა მაგდენი საიტის ინდექსაციას ახდენენ მართლა ძალიან კარგი შედეგია.
ჩემი მოკრძალებული აზრით რო შედიხარ იგრძნობა რაღაც ახალი, ინტერფეისიც კარგია, რავიცი აბა თან თუ ექსგუგლერების ხელი ურევია შეილება რაიმე კონკურენციაზეც იყოს ლაპარაკი ჩემი აზრით მაინც გაამართლებს