ცოტა რამ (X)HTML – ს შესახებ

(X)HTML დოკუმენტის სწორი ფორმირება და მისი სემანტიკა თანამედროვე ვების ერთერთი მთავარი და განუყოფელი დეტალია რომელიც რატომღაც 99% შემთხვევაში საერთოდ უგულებელყოფილია და არ ექცევა სათანადო ყურადღება.

მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ ვებ დოკუმენტების აგება საფუძველშივე არასწორად ხდება რადგან პირველ რიგში დოკუმენტის წარმოდგენა და დაგეგმვა ხდება მისი ვიზუალური დატვირთვის მიხედვით და მის კორექტულობას არ ექცევა სათანადო(უფრო ხშირად კი არანაირი) ყურადღება.

ამის გამომწვევი მიზეზი რამდენიმეა და ყოველი მათგანი იმსახურებს ყურადღებას.

1) ისტორიული მიზეზები

პირველი და ყველაზე საგულისხმო დეტალი თავად ვებისა და ვებ ბრაუზერების განვითარების ისტორიას უკავშირდება და ეს არის ერთერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი დოკუმენტის აგების არასწორი ჩვევებისა და ცოდნის ჩამოყალიბებისა. ეს მიზეზები ერთის მხრივ გამოწვეული იყო ცნობილი ბრაუზერების ომის დროს არ არსებული თავსებადობისა და სტანდარტების არასათანადო მხარდაჭერით, ხოლო მეორეს მხრივ კი სხვადასხვა ცნობილი ვიზუალური ვებ დოკუმენტების რედაქტორების(Adobe GoLive, Macromedia DreamViewer, MS FrontPage(განსაკუთრებული კატასტროფა) და ა.შ.) მიერ რომლებიც თავის მხრივ ამ არათავსებადობის დასაძლევად შესაბამის კოდს აგენერირებდნენ. ბრაუზერებს შორის არათავსებადობის, CSS – ის ან არასრული ან არასწორი მხარდაჭერა, ვიზუალური რედაქტორების მიერ დაგენერირებული არასწორი(იმ ეპოქის ბრაუზერების შესაბამისად) კოდი წლების მანძილზე გახდა მიზეზი იმისა რომ მსგავსი არასწორი ჩვევები და ცოდნა ჩამოუყალიბდა ვებ მასტერების უდიდეს ნაწილს.

2) არასწორი დამოკიდებულება (X)HTML – სა და CSS – ისადმი

ვებ მასტერები
მათ უდიდეს ნაწილს გაურკვეველი მიზეზების გამო რატომღაც ორივე ტექნოლოგია მიაჩნია ზედმეტად მარტივად და მათი ათვისებისათვის თითქმის არ ხარჯავენ დროს.

Server Side დეველოპერები და პროგრამისტები
მათთვის ეს ტექნოლოგიები განსაკუთრებით “მარტივი” და “უმნიშვნელოა” თვლიან რომ მის შესწავლას არ სჭირდება განსაკუთრებული დროის დათმობა.

ვებ დიზაინერები
ეს კატეგორია განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იმსახურებს რადგან, დიზაინერების საკმაოდ დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა ვებისა და ვებ დოკუმენტების შესახებ(აღარაფერს ვამბობ ზემოთხსენებულ ტექნოლოგიებზე) ხშირ შემთხვევაში მათ მიერ შესრულებული თუნდაც უმაღლესი ხარისხის დიზაინი შეუსაბამოა ვებთან, მაგრამ რაც ყველაზე უარესია უამრავ დიზაინერს(და არა მარტო მათ) მიაჩნიათ რომ (X)HTML – სა და CSS – ის ცოდნა მათ არ მოეთხოვებათ და ეს არ არის მათი საქმე.

დამქირავებლები
ამ კატეგორიაზეც ღირს ყურადღების შეჩერება რადგან გამომდინარე ისევ უცოდინრობიდან(შეგნებული თუ შეუგნებელი) უმეტეს წილად დამქირავებლის დამოკიდებულება ე.წ. (X)HTML და CSS კოდერების მიმართ არის ზედაპირული და რატომღაც ამ კატეგორიის კადრი არის ყოველთვის დაბალანაზღაურებადი, რაც თავისთავად გამომწვევია იმისა რომ ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ არანაირი მოტივაცია იმისათვის რათა მუდმივად იმუშავონ საკუთარ თავზე და განვითარდნენ შესაბამისი მიმართულებით.

სინამდვილეში არც (X)HTML და არც CSS არ მიეკუთვნებიან მარტივთა რიცხვს და საკმაოდ საფუძვლიან ცოდნას საჭიროებს ორივე ტექნოლოგია. იმის გათვალისწინებით რომ თავსებადობის საკითხები დღემდე საკმაოდ აქტუალურია და ბრაუზერების უდიდესი ნაწილი არ არის სტანდარტებთან თავსებადი 100% – ით.

პირველ რიგში როდესაც ვსაუბრობთ ვებ დოკუმენტზე უნდა გვახსოვდეს
რომ:

  1. ის არის (X)HTML დოკუმენტი რომელსაც უნდა გააჩნდეს სწორი და ლოგიკური სტრუქტურა;
  2. უნდა იყოს ვალიდური;
  3. უნდა იყოს სემანტიკურად სწორი რაც თავის მხრივ მიიღწევა შესაბამისი ტეგების სათანადო გამოყენებით.
  4. ვებ დოკუმენტი არ არის(და არ უნდა განიხილებოდეს) როგორც საბოლოო ვიზუალური შედეგი რომელსაც შეიძლება მივაღწიოთ ნებისმირი გზით.
  5. მისი ნახვა უნდა შეიძლებოდეს ნებისმიერი ტიპის ბრაუზერით(ტექსტური ბრაუზერების ჩათვლით)
  6. დოკუმენტის ვიზუალური დეტალები მთლიანად უნდა იყოს დამუშავებული CSS – ის მეშვეობით.
  7. დოკუმენტის ლოგიკური სტრუქტურა არ უნდა ირღვეოდეს იმ შემთხვევაში თუ ბროუზერს საერთოდ არ გააჩნია(ან გათიშული აქვს) CSS – ისა და JavaScript – ის მხარდაჭერა.

ამ დეტალების გათვალისწინებით მე პირადად მებადება შეკითხვები რომელიც უკავშირდება ისევ და ისევ: (X)HTML და CSS კოდერების, ვებ მასტერების, ვებ დიზაინერების და ServerSide დეველოპერების ერთობლივ მუშაობას კონკრეტულ პროექტებზე(მასშტაბებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს), ჩამოთვლილი კატეგორიებიდან რომელმა უნდა იცოდეს ყველა ეს დეტალი?

ჩემის აზრით CSS-ისა და JavaScript – ის ცოდნა არ არის სავალდებულო ყველასთვის, მაგრამ რაც შეეხება (X)HTML – ს, დოკუმენტის სტრუქტურასა და სემანტიკას სავალდებულოა ყველა ჩამოთვლილი კატეგორიისათვის რადგან:

  1. (X)HTML – ს სათანადო შესწავლა ტექნიკუირად არც შეუძლებელია და არც სათაკილო, უფრო მეტიც საკმაოდ საინტერესოა.
  2. ვალიდური დოკუმენტის აგება ცოდნის, გამოცდილებისა და უბრალოდ დროის საკითხია.
  3. სემანტიკურად სწორი დოკუმენტის აგებაც ასევე ცოდნის გამოცდილებისა და დროის საკითხია.

თუ რა საჭიროა ეს სავსებით თავისუფლად შესაძლებელია დავასაბუთოთ ServerSide დეველოპერის მაგალითზე.

ყველასათვის კარგად ცნობილია რომ ესა თუ ის ტექნოლოგია გვთავაზობს ვებ რესურსების აგების კომპონენტურ არქიტექტურას (მაგ. Java, .Net). არსებობს წინასწარ გამზადებული კომპონენტების დიდი რაოდენობა რომლებიც პირდაპირ შეგვიძლია გამოვიყენოთ თუმცა ხშირად(ძალიან ხშირად) არის მომენტები როდესაც საჭიროა რომელიმე არსებული კომპონენტის შესაძლებლობების გაფართოვება ან საერთოდ ახალი კომპონენტების შექმნა.

თუ განვიხილავთ ისეთ შემთხვევას როდესაც კომპანია ორიენტირებულია სტანდარტებზე დაფუძვნებული ვებ პროდუქტბის შექმნაზე და ამ კომპანიის რომელიმე ServerSide დეველოპერს ევალება სათანადო კომპონენტების შექმნა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მან სათანადოდ არ იცის (X)HTML, არ აქვს წარმოდგენა ზოგადად დოკუმენტის სტრუქტურასა და აღარაფერს ვამბობ დოკუმენტის სემანტიკაზე?

ერთი შეხედვით ეს არ არის პრობლემა, თუმცა სინამდვილეში საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია რომელსაც ჩემის ღრმა რწმენით უნდა ეთმობოდეს შესაბამისი ყურადღება.

რატომ? ამისათვის უამრავი არგუმენტი შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგრამ საკმარისია თუ ვიტყვით რომ თუ კომპანიაში არსებობს რამდენიმე ServerSide დეველოპერი რომელიც ასრულებს აღნიშნულ სამუშაოს და ასრულებს იგივე “ხარისხით” და მიდგომით რომ (X)HTML არ არის მათი საქმე და თვლიან რომ საკმარისია მათმა შექმნილმა კომპონენტებმა დააგენერირონ რაიმე საბოლოო ვიზუალური რეზულტატი, გამოდის რომ ამით გარდა იმისა რომ მისაღები პროდუქტის საბოლოო ხარისხი ფუჭდება ასევე მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად იკარგება დამატებითი დრო, ჩნდება დამატებითი დაბრკოლება (X)HTML და CSS კოდერებისათვის რაც თავის მხრივ იწვევს დამატებითი დროით დანახარჯებსა და ასევე აზრთა კონფლიქტს.

აბსოლუტურად იგივე ეხება ვებ დიზაინერებს, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ვებ დოკუმენტი პირველ რიგში არის დოკუმენტი და არა რაიმე ვიზუალური შედევრი რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ვებთან, დიზაინი პირველ რიგში განკუთვნილი უნდა იყოს ვებისათვის და არა ჩარჩოში ჩასასმელად და კედელზე ჩამოსაკიდად. ასეთი დიზაინის დაჭრა, და დოკუმენტისათვის მორგება ხშირად ან შეუძლებელია ან იწვევს საკმაოდ რთულ და არასასიამოვნო პრობლემებს რაც თავისთავად კვლავ დროის დამატებით დანახარჯებსა და ინტერესთა კონფლიქტებს იწვევს უკეთეს შემთხვევაში კი ვღებულობთ უხარისხო პროდუქტს. როგორც ServerSide დეველოპერებისათვის ასევე დიზაინერებისათვისაც სავალდებულოა ყოველივე ზემოთ თქმულის საკმაოდ საფუძვლიანი ცოდნა რათა უფრო ეფექტურად და ურთიერთშეთანხმებულად მოხდეს საერთო ამოცანაზე მუშაობა.

ტეგები:

One Response to “ცოტა რამ (X)HTML – ს შესახებ”

  1. ვებ დიზაინერი
    ვებ დიზაინერების დიდი ნაწილი საერთოდ არ თვლის საჭიროდ იცოდეს მარკირების ენები რაც არალოგიკურია . ხშირ შემთხვევაში დამქირავებელი ვებ დიზაინერისგან ითხოვს ინსტრუმეტის ცოდნას მაგრამ რამდენ რამეზეა ვებ დიზაინერი პასუხისმგებელი ?
    1) ფერების თემატიკური შერჩევა
    2) ტიპოგრაფია (ფონტების შიფტების სწორ არჩევაზე)
    3) საიტის კარკასი (საიტის არქიტექტურულ სტრუქტურაზე )
    4) დიზაინის თემატიკაზე მორგება
    5) ფერების კობინაცია
    6) XHTML CSS XML
    ამ პროფესიის ადამიანების ნამუშევრები პასუხისმგებელი არიან საიტის ვიზიტორებთან ინფორმაციის სწორი მიწოდება (ინფორმაციის დალაგება კითხვადობის გარჩევადობის ხარისხი ) ხარისხში ნაგულისხმევია ელემენტები სადაც თავმოყრილია ვიზიტორისთვის განკუთვნილი წასაკითხი ტექსტი .
    ჩემს აზრს არ ეთანხმებიან ადამიანები რომლებიც PHOTOSOP -ს როგორც ინსტრუმენტს იყენებენ და საიტის ვიზუალურ მხარეს სხვადასხვა ფენაზე ხატავენ მარტივად ამოსაღები იქნება თითოეული ელემენტი და მორჩაო ამოჭრის პროგრამისტი და შეაგდებს თურმე XHTML კოდში .
    მე ვფიქრობ არ უნდა ხატავდეს ადამიანი საიტს თუ არ იცის მან როგორ მუშაობს საიტი არ იცის ბრაუზერების სპეციფიკა არ იცის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ არაფერი . PHTOSHOP ში დახატული (აწყობილი თუ როგორც ეძახიან) საიტები ერთი უბრალო ესკიზია რომელსაც ღირებულება არ გაჩნია თუ ის წინასწარ არ არის მორგებული თემატიკას განალიზებული საიტის არქიტექტურით ფერების კომბინაციით და ეს ყველაფერი მარკირების ენაში ვალიდირებული . ვფიქრობ დიზაინერი XHTML უნდა ფლობდეს კარგი დიზაინერი (XML) საც .
    მსგავს სიტუაციაში დიზაინერმა კარგად იცის რას ხატავს რისთვის ხატავას და რას აკეთებს . მე აქვე ორიოდე ციტატას მოვიყვან ძალიან წარმატებული ადამიანების სიტყვებიდან
    1 ) Design is not just what it looks like and feels like. Design is how it works.(ავტორი სტივ ჯობსი) ციტატის წყარო (http://en.wikiquote.org/wiki/Steve_Jobs)

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"