თუ თქვენ გიყვართ ჩატაობა, რამდენიმე IM კლიენტით სარგებლობთ და Skype – ს მეშვეობითაც ხშირად რეკავთ. ამავე დროს ხართ iPhone – ს ბედნიერი მფლობელი და კომუნიკაციის მსგავსი შესაძლებლობა გაკლიათ სწორედ თქვენთვის არის ეს შესანიშნავი პროდუქტი
პირველი აბზაცით მიხვდით ალბათ როგორი “ნიჭიერი” ფიარის ოსტატი ვარ
რაც შეეხება თემას, რამდენიმე დღის წინ ტექკრანჩზე წავიკითხე ამ შესანიშნავი პროდუქტის შესახებ რომელსაც სახელად ჰქვია Fring.
რა არის Fring და რისთვის გამოიყენება იგი? მოკლედ რომ ვთქვათ:
Fring supports Skype, MSN Messenger, Google Talk, ICQ, SIP, Twitter, Yahoo and AIM services.
ამ შესანიშნავი პროგრამული პროდუქტის მწარმოებელმა კომპანიამ სულ რამდენიმე დღის წინ დაასრულა iPhone – ს ვერსიის ტესტირება და Fring – ის პირველი პრერელიზ ვერსია შესთავაზა მომხმარებლებს.
ეხლახანს მოვიცალე და დავაინსტალირე, მართლაც შესანიშნავად მუშაობს. მართალია ჯერ Skype არ გამიტესტავს, მაგრამ სხვა მესინჯერები არაჩვეულებრივად მუშაობს.
თუ გადაწყვეტთ დაინსტალირებას, გაითვალისწინეთ რომ თქვენი ტელეფონი უნდა იყოს გატეხილი, თუმცა საქართველოსთვის ეს გაფრთხილება ყოვლად ზედმეტია
ინსტალაციის ინსტრუქცია კი შეგიძლიათ იხილოთ აქ
ტეგები: Apple, iPhone, Uncategorized
სიმართლე გითხრა თავის დროზე ფრინგმა დიდი აღტაცება ვერ გამოიწვია ჩემში (სმარტფონის ვერსიას ვგულისხმობ) თუმცა iPhone -ს ვერსიაზე ვერაფერს ვიტყვი(ვერ დავტესტავ). უბრალოდ სკაიპისთვის ფრინგის მერე nimbuzz და IM+ for skype, ან უბრალოდ IM+ დავტესტე და კარგად მუშაობდა. სკაიპის გარდა დანარჩენი მესინჯერებისთვის აგრეთვე საკმაოდ კარგად დამამახსოვრდა Agile Messenger სადაც მომხმარებლის მხარე ყველაზე კარგად და დახვეწილად იყო შესრულებული (მართლაც კარგად). და მაინც არ ვიცი რატო არ მომეწონა ფრინგი ბოლომდე, მთვარი მაინც ის იყო რომ ვოისი დაბალი ხარისხის ჰქონდა და შეიძლება ეს 3G -ის მიღების ბრალი იყო (GPRS-ზე საუბარიც არაა
) თუმცა ტესტერი მიჩვენებდა რომ 3G სიგნალი მაღალი მქონდა. იმაზე აღარ ვსაუბრობ თუ რა ტრაფიკი წაიღო
. კარგია თუ VOIP კარგად განვითარდება მარა აბა რომელიმე GSM ოპერატორს უნდა რომ მობილზე დაყენებული VOIP-ის სიგნალი გაუშვას დესტინეიშენზე? არ უნდა რათქმაუნდა იმიტომ რომ 28.8 აღარ ექნებავ
. ეჰ რავიცი რავიცი
ვიჭორავე ცოტა და წავედი აბა Symbian-ზე დავტესტავ რამე ახალია თუ არა ფრინგში
ალეკო, მე პირადად ნამდვილად არ ვარ მობილური აპარატების თაყვანისმცემელი და არც Fring გამიტესტავს სხვა აპარატზე.
iPhone – ზე დავაყენე ორი საათის წინ და სიმართლე ითქვას ძალიან მომეწონა, მარტივია და კომფორტული, თან ეს არ არის ე.წ. Final Release, ჯერჯერობით Pre-Release ვერსიაა… თუმცა როგორც ტექკრანჩის ხალხი ამბობს ნამდვილად Killer App არისო
მობილური აპარატების თაყვანისმცემელი არც მე ვარ, მაგრამ VOIP -ის კი
მაგას დრო აჩვენებს
. კარგია თუ ეგრეა, მეც დავტესტავ და შედეგს ვიტყვი მერე
მით უმეტეს ამ დღეებში მჭირდება ეგ სოფტი მეუღლისთვის
რაც შეეხება დახასიათებას – “Killer App”
ხო Killer App ნახსენები მხოლოდ iPhone – ს კონტექსტში იყო, სხვა მობილურებზე არაფერი უთქვამთ
VoIP – ის გამოცდას შევეცდები ამ დღეებში B-)
აიფონზე ფრინგი მართლაც Killer App გამოდგა. შეიძლება ითქვას, ჩემთვის აიფონიდან მიღებული სარგებელი თითქმის გააორმაგა ფრინგმა
მშვენივრად მუშაობს მესინჯერებიც, სკაიპიც და ზარებიც. თუმცა VoIP ჯერ არ გამიტესტია
P.S. თავის დროზე სიმბიან UIQ-ზეც ვხმარობდი ფრინგის ცოტა ძველ ვერსიებს და გატანჯული ვიყავი… საკმაოდ ბევრი ბაგები და მოუხერხებელი ინტერფეისი ქონდა.
აიფოუნზე კიდევ – დაგლიჯეს!
ტესტირების შემდეგი ეტაპი –
ზემოთ აღნიშნული კომენტარი რომ VoIP-მაც საკაიფოდ იმუშავა თქო ცოტა ნაადრევი აღმოჩნდა. როგორც ჩანს მაშინ ინტერნეტში დაშვების სიჩქარე კარგი იყო და ეხლა აღმოჩნდა რომ მთლად ასეც არააა, შიგდაშიგ ხმის ხარვეზებს იძლევა. SIP სერვერზე ლოგ ჩანაწერების ხილვის შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს ძვირფასი ვაშლიფონი SIP სერვერს დაუკავშირდა ამერიკული IP-ით. ზუსტად ეს იყო მიზეზი ხმის ხარვეზისა, ქართულ ინტერნეტიდან გლობალზე გასვლა და მერე გლობალიდან ისევ ქართულ ინტერნეტში დაბრუნება.
ტესტირების შემდეგი ეტაპზე უნდა გაირკვეს ის რომ ამერიკულ სერვერს ფრინგი მიმართავს და იქედან ბრუნდება მერე თუ რამე სხვა აპოკალიფსთან გვაქვს საქმე.
გიოო რავა ხარ ? )) გამეხარდა შენი ნახვა აქ !
ალბათ გახსოვარ შენი ექს მოსწავლე
გამარჯობა! მინდა კომპანიის საიტის გაკეთება და თუ შეგიძლიათ დამზადება? ეხება დასაქმებას
გაუმრაჯოს… მოკლედ მეც WordPress-ის ძრავი მაქ და რამდენიმე პრობლემაც +. როგორც ამ საქმეში გამოცდილ პიროვნებებს გთხოვთ დახმარებას….
1. პრობლემა ეს არის ის რომ ხალხი ჩემს ვებ-გვერდზე რეგისტრაიისას იმეილზე არ იღებს პაროლს, ანუ პაროლი არ მისდით მეილზე… გასაგებია რომ აქ გარკვეული smtp პარამეტრებია საჭირო, ისიც ვიცი რომ WordPress-ი ვებმეილის ფუნქციას იყენებს მაგრამ ეს ყველაფერი მაინცდამაინც ჩემთან არ მუშაობს
მოკლედ თუ შეგიძლიათ მირჩიეთ ან მასწავლეთ რამე ხერხი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. უბრალოდ მინდა რომ მომხმარებელმა ჩემი ვებგვერდიდან მიიღოს წერილი (პაროლი ან სხვ.).
2. ბოროტი სპამერების გამო ვებგვერდზე მიყენია ანტი-სპამი პლაგინი რომლის გამო მომხმარებლები საერთოდ ვეღარ ტოვებენ კომენტარებს
იქნებ მირჩიოთ რომელიმე პლაგინი რომლის დახმარებითაც სპამებსაც დავბლოკავ და ხალხიც შეძლებს კომენტარების დატოვებას…
წინასწარ დიდი მადლობა. თუ ამ შეკითხვებზე პასუხები გექნებათ გთხოვთ მომწეროთ იმეილზე.
პატივისცემით: DEVI