ქართული კლავიატურის სკრიპტი

ქართული კლავიატურის სკრიპტი – GeoKBD წარმოადგენს JavaScript – ზე დაწერილ სკრიპტს, რომლის დანიშნულებაც არის HTML ფორმებთან მარტივი ინტეგრაცია და ფორმის სასურველ ველების ქართულად წერის შესაძლებლობით აღჭურვა. ასევე მისი ინტეგრირება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის WYSIWYG (Rich) რედაქტორთან.

სკრიპტი მუშაობს და გატესტილია შემდეგ ბრაუზერებში:

  • InternetExprlorer 6
  • InternetExplorer 7
  • Mozilla FireFox
  • Safari Windows (wysiwyg რედაქტორების მხარდაჭერა ჯერ არ მუშაობს)
  • Safari Mac OS X
  • Opera
  • Camino
  • Mozilla SeaMonkey

სკრიპტი ვრცელდება MIT ლიცენზიით, და მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის პროექტისათვის, ცხადია საავტორო უფლებების დაცვით.

სკრიპტის გამოყენება მაქსიმალურად მარტივია და ფორმის ელემენტების ქართული ბეჭდვის შესაძლებლობის რეალიზაციისათვის საკმარისია გამოვიყენოთ ქვემოთ მოყვანილი მარტივი რომელიმ JavaScript კონსტრუქცია.

ერთი ფორმის, მრავალი ველის კლავიატურასთან მიბმა შესაძლებელია დინამიური მასივისა და შედმეგი ტიპის კონსტრუქციის გამოყენებით:

GeoKBD.map('my-form', ['my-field-one', 'my-field-two']);

იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ფორმის ყველა ელემენტის კლავიატურაზე მიბმა საკმარისია შემდეგი კონსტრუქცია:

GeoKBD.map('my-form');

იმ შემთხვევაში თუ გვსურს დოკუმენტში არსებული ყველა ფორმის ყველა ელემენტის კლავიატურაზე მიბმა საკმარისია შემდეგი კონსტრუქცია:

GeoKBD.map();

ხოლო ერთი ველის ქართულ კლავიატურასთან მისაბმელად შესაძლებელია გამოვიყენოთ ქვემოთ ნაჩვენები კონსტრუქციებიდან ერთერთი:

GeoKBD.map('my-form', ['my-field-one']);
//ან ასე
GeoKBD.map('my-form', 'my-field-one');

სკრიპტის აღსანიშნავი დეტალია ის რომ, ამ მომენტისათვის იგი ერთადერთია რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ე.წ. WYSIWYG რედაქტორების მიბმა ქართულ კლავიატურასთან. ამ ეტაპისათვის წარმატებით არის გატესტილი TinyMCE, FckEditor , vBulletin და IPB ფორუმების რედაქტორებთან ინტეგრაცია.

wysiwyg ედიტორთან ინტეგრაციისათვის საჭიროა შემდეგი ტიპის კონსტრუქციის გამოყენება:

GeoKBD.mapIFrame('myEditorId');
//სადაც 'myEditorId თქვენი კომპონენტის იდენტიფიკატორია!

ზემოთ ჩამოთვლილი WYSIWYG რედაქტორებიდან TinyMCE – სთვის არსებობს შესაბამისი პლაგინი რომელიც იყენებს GeoKBD ბიბლიოთეკას. მისი გადმოწერა შესაძლებელია ამ მისამართიდან. ხოლო ინსტალაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე.

ეს შესაძლებლობა ჯერ არ მუშაობს IE – ში. ეს შესაძლებლობა უკვე მუშაობს IE – ში.


ასევე სკრიპტში რეალიზებულია “~” კლავიშით ქართული კლავიატურის ჩართვისა და გამორთვის მხარდაჭერა. თუმცა ამისათვის “checkbox” ელემენტი არ არის საჭირო(მიუხედავად იმისა რომ მისი მხარდაჭერაც აქვს სკრიპტს)

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებისა სკრიპტს გააჩნია სხვა სასარგებლო დეტალები რომლის შესახებაც შეგიძლია წაკითხოთ შესაბამის “GeoKBD” განყოფილებაში

სკრიპტის უახლესი ვერსიის გადმოწერა შესაძლებელია Google – ს SVN რეპოზიტორიდან

ხოლო მისი მუშა მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე.

ტეგები:

Comments are closed.