GeoKBD 0.2.1 – Rich Editor Support

GeoKBD – ს მორიგი განახლება მოიცავს ე.წ. Rich Editor(wysiwyg) – ინტეგრაციას, ამჯერად მისი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერ ასეთ ედიტორში ქართულად წერა.

მართალია ჯერ ნედლი და დაუხვეწავი გადაწყვეტაა მაგრამ მთავარია მუშაობს. განახლების გადაწერა ცხადია შესაძლებელია SVN რეპოზიტორიდან.

ამჯერად სკრიპტი გატესტილია შემდეგ ბრაუზერებში:

  • Safari Mac OS X
  • Opera
  • Mozilla FireFox

სკრიპტს დაემატა ერთი ახალი მეთოდი mapIFrame რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ედიტორში ქართულად წერის შესაძლებლობის რეალიზაციას.
მისი მიბმა ედიტორზე შეგიძლიათ განახორციელოდ შემდეგი ჯავასკრიპტ კონსტრუქციით:

window.onload = function() {
	GeoKBD.mapIFrame('myEditorId');
        //სადაც 'myEditorId თქვენი კომპონენტის იდენტიფიკატორია!
}

არსებული მუშა მაგალითი შესაძლებელია იხილოთ ამ მისამართზე.

P.S.
ექსპერიმენტის სახით მოვსინჯე და GeoKBD ავამუშავე TinyMCE – სთან.

ტეგები: ,

3 Responses to “GeoKBD 0.2.1 – Rich Editor Support”

  1. როგორც ყოველთვის, :up:

  2. გაიხარე! კარგია, მაგრამ ბიჭო ცოტა დაისვენე.. დ ა ი ს ვ ე ნ ე … ;) თუ გურულივით ხარ – ”დასაჯდომად სა მცალიაო” :)

  3. დიდი მადლობა შეფასებებისთვის ;)

    ალეკო, როგორც ნახევრად გურული გიპასუხებ რომ “დასაჯდომად სა მცალია” :D :D :D

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"