GeoKBD 0.2.2 – Rich Editor Support Improvements

მორიგი განახლება მოიცავს შემდეგ გაუმჯობესებებს:

  • იმისათვის რათა მოხდეს ედიტორზე ქართული კლავიატურის მიბმა, აღარ არის საჭირო window ობიექტის onload ხდომილების გამოყენება.

    ნაცვლად ასეთი კონსტრუქციისა:

    window.onload = function() {
        GeoKBD.mapIFrame('elm1_ifr');
    }
    

    უკვე საკმარისია მსგავსი კონსტრუქცია:

    GeoKBD.mapIFrame('elm1_ifr');
    
  • გარკვეულ შემთხვევბში მხოლოდ ედიტორის iframe ელემენტის იდენტიფიკატორის მითითება არ არის საკმარისი. ამიტომ mapIFrame() მეთოდს პირველ პარამეტრად შეგვიძლია გადავცეთ არა უბრალოდ იდენტიფიკატორი, არამედ ე.წ. callback ფუნქცია. მაგალითად FckEditor – ის ქართულ კლავიატურაზე მისაბმელად საჭიროა შემდეგი კონსტრუქცია:
    GeoKBD.mapIFrame(function() {
       var _el = null;
       if (_el = document.getElementById('FCKeditor1___Frame')) {
           return _el.contentDocument.getElementsByTagName('iframe')[0];
       }
    });
    

    ეს საჭიროა გამომდინარე იქედან რომ FckEditor – ი iframe – ს შიგნით კიდევ ერთ iframe ელემენტს იყენებს.. თუმცა ნებისმიერ სპეციალურ შემთხვევაში callback ფუნქცია ძალიან სასარგებლოდ შეიძლება იქნას გამოყენებული…

  • დაიფიქსა ჩვეულებრივი ფორმის ელემენტების მიბმის პატარა პრობლემა რომელიც ელემენტის type ატრიბუტის არარსებობის შემთხვევაში გვხდებოდა
  • wysiwyg ედიტორთან მუშაობის დროს შესაძლებელია ქართულის ჩართვა/გამორთვა “~” კლავიშის მეშვეობით

სკრიპტის განახლებული ვერსია შესაძლებელია გადაიწეროთ SVN რეპოზიტორიდან.

ტეგები:

One Response to “GeoKBD 0.2.2 – Rich Editor Support Improvements”

  1. გიორგი says:
    1
    2
    3
    4
    5
    6
    GeoKBD.mapIFrame(function() {
       var _el = null;
       if (_el = document.getElementById('FCKeditor1___Frame')) {
           return _el.contentDocument.getElementsByTagName('iframe')[0];
       }
    });

    ეს მარტო mozilla-სთვისაა. FCK Editor-ს ვიყენებ.

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"