GeoKBD 0.3 – Rich Editor Support Completed!

ამჯერად WYSIWYG რედაქტორების მხარდაჭერა რეალიზებულია IE6/7 – ისათვის, შედარებით მახინჯი გამოსავალის მოძებნა გახდა ამისათვის საჭირო, თუმცა ეს არ არის ამ ეტაპზე მთავარი. ამიერიდან GeoKBD – ს ინტეგრაცია თავისუფლად შესაძლებელია WYSIWYG ტიპის რედაქტორებთან. მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე.

ასევე ამ რელიზში შესულია კიდევ ერთი გაუმჯობესება, ქართული კლავიატურის ჩართვა გამორთვისათვის უბრალოდ საკმარისია “~” ღილაკის გამოყენება, ე.წ. checkbox ელემენტი საჭირო აღარ არის, თუმცა მისი გამოყენება კვლავ შეიძლება და სკრიპტს მუშაობაში ხელს არ უშლის.

განახლებული ვერსიის გადმოწერა შეგიძლია SVN – იდან

ტეგები: ,

7 Responses to “GeoKBD 0.3 – Rich Editor Support Completed!”

  1. Rocko says:

    ვაუ! :) ძალიან მაგარია! :)
    დიდი მადლობა მთელი ჯინეტის სახელით :D

    მართლა დიდი ხანი ველოდი მსგავს სკრიპტს ვიზივიგებისთვის, როგორც კი მოვიცლი, IP.Board-ის ედიტორშიც გავტესტავ.

  2. გაიხარე :)

    IPB – ზე არ დამიტესტია მე პირადად, არ მაქვს ეგ სკრიპტი, თუ წარმატებით გაიარა ტესტირებამ შემატყობინე ოკ? :)

    vBulletin – მა ჯიგრულად მიიწება… მანდაც არ იქნება პრობლემა დარწმუნებული ვარ.

  3. Rocko says:

    მოკლედ, IPB-ს უკანასკნელი, 2.2.x და 2.3.x ვერსიებსი WYSIWYG-ებში გავტესტე, არაჩვეულებრივად მუშაობს :)
    მადლობა კიდევ ერთხელ ;)

  4. დიდი დიდი მადლობა!

    პატარა ბაგები იყო რაღაცა ქართულის ჩართვა/გამორთვის ჩეკბოქსის მდგომარეობასთან დაკავშირებით და რეპოზიტორიში დევს ბოლო ვერსია ამ წამს დავაკომითე და გადააწერე თავზე იმას რაც უკვე გამოყენებული გაქვს ;)

  5. Rocko says:

    მოკლედ, რა ხდება ახლა :)

    გადავწყვიტე ერთი ჩემი ფორუმი მთლიანად გადავიყვანო GeoKBD-ზე. მთელ ფორუმში ბევრი ფორმა და ველია, სხვადასხვა გვერდებზე და ადგილებზე. ამიტომ, ყველა მათგანთან ცალცალკე რომ არ მესწორებინა კოდი, გადავწყვიტე უბრალოდ ამომეწერა ყველა ველის შემცველი ფორმისა და ამ ველების სახელები და შემდეგ, ერთ ადგილზე, გვერდის კონტენტის ბოლოში ერთიანად გადამეცა სკრიპტისთვის ყველა ეს სახელი.

    ანუ, მაგალითად, მთავარ გვერდზე, სადაც არის მხოლოდ ძიების პატარა ველი, ჯავასკრიპტს ასევე გადაეცემა შიდა გვერდის დაპოსტვის ველის სახელიც და ა.შ. ასეთ დროს, როდესაც ჩატვირთულ გვერდზე გადაცემული სახელის რომელიმე ფორმას ვერ პოულობს, ბუნებრივია, აგდებს ერორებს… :)

    ხოდა, შეიძლება ამ პრობლემის რამენაირად მოგვარება? :)

  6. არის პრობლემის მოგვარება! :D

    აუცილებლად მოვაგვარებ… გარდა მაგისა ფორმის სახელის მითითებაც რომ არ იყოს საჭირო მაგის საპორტიც უნდა დავამატო არის მაგაზეც რიქვესთი… დიდი მადლობა შენიშვნებისთვის აუცილებლად გათვალისწინებული იქნება ყველაფერი :)

  7. შესრულებულია დავალება :D

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"