GeoKBD – TinyMCE Dedicated Plugin 0.1

tinymce.gif მაშ ასე, ვაგრძელებ GeoKBD – სთან თამაშს :) ამჯერად შევქმენი ცნობილი WYSIWYG რედაქტორის TinyMCE – ს პლაგინი. მართალია GeoKBD – ს მასზე მიბმა არ წარმოადგენს არც პლაგინის გარეშე პრობლემას, მაგრამ როგორც ჩანს პლაგინის არსებობა გარკვეულწილად უფრო კომფორტულს ხდის ამ სკრიპტის მოხმარებადობას.

პლაგინის დაარქივებული ვერსიის გადმოწერა შესაძლებელია SVN რეპოზიტორიდან.

რაც შეეხება ინსტალაციას…

გახსენით არქივი და geokbd დირექტორია გადააკოპირეთ plugins დირექტორიში, თქვენი TinyMCE – ს ინსტალაციის შესაბამის მისამართზე. მაგ:

/public_html/tinymce/jscripts/tiny_mce/plugins

შემდეგ, იმ HTML დოკუმენტში/შაბლონში სადაც ხორციელდება უშუალოდ TinyMCE რედაქტორის ინიციალიზაცია, იპოვეთ მსგავსი მონაკვეთი:

tinyMCE.init({
    theme : "advanced",
    mode : "exact",
    elements : "elm1,elm2",
    save_callback : "customSave",
    content_css : "example_advanced.css",
    extended_valid_elements : "a[href|target|name]",

    plugins : "table", //პლაგინების ჩამონათვალი

    theme_advanced_buttons3_add_before : "tablecontrols,separator",
    //execcommand_callback : "myCustomExecCommandHandler",
    debug : false
});

და ინიციალიზაციის ობიექტის plugins თვისების მნიშვნელობას დაამატეთ პლაგინის სახელი: geokbd.

საბოლოო ჯამში ინიციალიზაციის ობიექტი მიიღებს ასეთ სახეს:

tinyMCE.init({
    theme : "advanced",
    mode : "exact",
    elements : "elm1,elm2",
    save_callback : "customSave",
    content_css : "example_advanced.css",
    extended_valid_elements : "a[href|target|name]",

    plugins : "geokbd,table", //geokbd პლაგინის მითითება

    theme_advanced_buttons3_add_before : "tablecontrols,separator",
    //execcommand_callback : "myCustomExecCommandHandler",
    debug : false
});

სულ ეს არის… TinyMCE – ში უკვე შესაძლებელია ქართულად წერა. ქართული კლავიატურის ჩართვა გამორთვისათვის გამოიყენეთ “~” კლავიში.

ტეგები: ,

52 Responses to “GeoKBD – TinyMCE Dedicated Plugin 0.1”

  1. მამუკა says:

    ალეკო ან იოსებ დამეხმარეთ რა, ჩემისით ვსწავლობ ნელ-ნელა და პირველად გავაკეთე საიტი. მინდა ქართული კლავიატურა გავაკეთო. tinymce მუშაობს, მაგრა როგორცკი ვამატებ ინიციალიზაციის ტექსტში დამატებით კოდს, იმისათვის რომ ქართული კლავიატურა ამუშავდეს – tinymce-ც ქრება. რა თქმა უნდა plugins-ის დირექტორიაში ვაგდებ geokbd-ს. არაფერი გამომდის. ჯერ ვერ ვერკვევი კარგად, იქნებ ან სკაიპით დამიკავშირდეთ gogita1970 ან ვიდეოგაკვეთილი დადოთ, სადაც დაწვრილებით ახსნით. მადლობას მოგიხდით წინასწარ

  2. გოგიტა says:

    ზუსტად ასე ვაკეთებ როგორც თქვენ გაქვთ მითითებული, მაინც არ მუსაობს რა უბედურებაა, რა ჭირს ამ დედაატირებულს, დავიღალე რა

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"