GeoKBD & WordPress

რამდენიმე ადამიანის თხოვნით ჩავატარე გარკვეული ტესტირებები GeoKBD – ს WordPress – თან ინტეგრაციაზე… მიუხედავად იმისა რომ WP იყენებს TinyMCE – ს ტექსტების ვიზუალური რედაქტირებისათვის აღმოჩნდა რომ GeoKBD – ს ინტეგრირება მაინც ვერ მოხერხდა.

მიზეზი მარტივი აღმოჩნდა ძალიან, WordPress – ის დეველოპერებს გადაუტვირთიათ გლობალური TinyMCE კლასის მეთოდები რის გამოც პლაგინის ჩატვირთვა ისე აღარ ხდება როგორც ეს ჩვეულებრივ TinyMCE – ს დოკუმენტაციაშია მითითებული.

ამისათვის გავაკეთე პლაგინის განახლება, რომელიც განთავსებულია გუგლის რეპოზიტორიში და შეგიძლიათ გადმოიწეროთ.

რაც შეეხება ინსტალაციას. ეს პროცესი ტრადიციულად მარტივია, გახსენით geokbd-0-2.zip და მის შიგნით არსებული ფაილები გადაიტანეტ ქვემოთ ნაჩვენებ კატალოგში:

/[ROOT]/wp-includes/js/tinymce/plugins/geokbd

ცხადია geokbd კატალოგი წინასწარ უნდა შექმნათ.

შემდეგ გახსენით ფაილი:

/[ROOT]/wp-includes/js/tinymce/tiny_mce_config.php

და მასში მოძებნეთ შემდეგი სტრიქონი:

$plugins = array('inlinepopups', 'autosave', 'spellchecker', 'paste', 'wordpress');

ეს სტრიქონი დაახლოვებით 28-ე ხაზზეა. შემდეგ გადააკეთეთ იგი შემდეგნაირად:

$plugins = array('inlinepopups', 'autosave', 'spellchecker', 'paste', 'wordpress', 'geokbd');

ანუ პლაგინების ჩამონათვალის მასივში საჭიროა geokbd პლაგინის სახელის მითითება.

სულ ეს არის და ეს :)

ტეგები:

34 Responses to “GeoKBD & WordPress”

  1. Landish says:

    გაიხარე იოსებ, რომ იცოდე რამდენი ტვინი ვაჭყლიტე ამას… ეს რომ გამეკეთებინა.. მასივებს რაღაჩ შხვანაირად ვუტითებდი და… არადა რა მარტივი ყოფილა.. :)
    დიდი მადლობა… :)

  2. Newton says:

    ლევან ეს ძალიან კარგია,
    მაგრამ იქნებ ჯობდა GeoKBD-ს თითოეული სახეობა ცოტა რომ დაალაგო? თვითეულ მიმართულებას ანუ სახეობას თავისი სახელი დაარქვი და მიუწერე ვერსიაც. თორემ დომხალი გამოვა, მე უკვე ამერდამერია რომელი რა არის, ასე მაგალითად:
    GeoKBD-General-031
    GeoKBD-TinyMCE-001
    GeoKBD-WordPress-031

    ასევე,სადმე კატალოგი გააკეთე სადაც ჩემოთვლილი იქნება GeoKBD-ს თითოეული სახეობა და მათზე იოლად გადავალთ ლინკით.

  3. Newton says:

    იოსებ ეს ძალიან კარგია,
    მაგრამ იქნებ ჯობდა GeoKBD-ს თითოეული სახეობა ცოტა რომ დაალაგო? თვითეულ მიმართულებას ანუ სახეობას თავისი სახელი დაარქვი და მიუწერე ვერსიაც. თორემ დომხალი გამოვა, მე უკვე ამერდამერია რომელი რა არის, ასე მაგალითად:
    GeoKBD-General-031
    GeoKBD-TinyMCE-001
    GeoKBD-WordPress-031

    ასევე,სადმე კატალოგი გააკეთე სადაც ჩემოთვლილი იქნება GeoKBD-ს თითოეული სახეობა და მათზე იოლად გადავალთ ლინკით.

  4. Newton, დომხალი ვერ გამოვა ვერანაირად პროექტი SVN – ში დევს…

    პლაგინების არქივი ვერსიების მიხედვით: http://code.google.com/p/geokbd/downloads/list

    თვითონ ძირითადი GeoKBD – ს მუდმივი uptodate ვერსია: http://geokbd.googlecode.com/svn/trunk/geokbd/geokbd.js

  5. Newton says:

    გეუბნები დომხალია თქო ვა :)
    გენიოსობა ხალხისთვის ძნელი გასაგებია.
    სად რა არის და რომელი რისთვისაა, მერე კიდე რომელი რა ვერისაა. შენს გარდა ყველასთვის ძნელი მოსაძებნი და გასარკვევია.
    რაც გააკეთე გენიალურია. მაგრამ სხვებისთვის გასაგები უნდა გახადო. არა მარტო შენსავით პროგრამისტისთვის.
    ეხლა მაგას კარგად დალაგება უნდა ;)

    სხვათაშორის vBulletin ში მაინც არ მუშაობს ყველგან. მარტო იმ რედაქტორზე და იმ ფორმაზე მუშაობს სადაცაა უშუალოდ ჩასმული , მის გარეთ არა :(

    ასე მაქვს ჩასმული და მაინც არ ერგება ყველა ველს ერთად:

    ქართულად (ON/OFF "~")

    GeoKBD.mapIFrame(‘{$editorid}_iframe’);
    GeoKBD.map();

  6. Newton says:

    ქართულად (ON/OFF "~")

    GeoKBD.mapIFrame(‘{$editorid}_iframe’);
    GeoKBD.map();

    –>

  7. Newton says:

    ვცდილობ კოდის დაწერას და არ წერს აქ :(

  8. არა რა… რანაირად არის შესაძლებელი დომხალი როდესაც სულ ერთი ცალი GeoKBD არსებობს? და დევს აქ: http://geokbd.googlecode.com/svn/trunk/geokbd/geokbd.js :D

    და ასევე არსებობს ერთადერთი პლაგინი TinyMCE – სთვის რომელიც დევს აქ: http://code.google.com/p/geokbd/downloads/list

    სიაში პირველი არის უახლესი ვერსია, არცერთი პლაგინი არ არის ცალკე ვორდპრესისათვის და ასე შემდეგ… ერთადერთი ბოლო ვერსია გადამუშავდა ისე რომ ემუშავა ვორდპრესსშიც, ეგეც იმიტომ გახდა საჭირო რომ ვორდპრესის დეველოპერებს გარკვეული ცვლილებები შეუტანიათ თვითონ TinyMCE – ში..

    VB – ს პრობლემა არ უნდა იყოს ეგ… სულ ბოლოში სცადე აბა მაგ სკრიპტის ჩასმა? სპეციალურად დავატესტირე და უპრობლემოდ ებმება ყველა ფორმას…

  9. Newton says:

    footer ში როცა ვსვამ ყველგან ეგება და ეხლა რედაქტორს აღარ.
    რა ვქნა რედარტორში კიდე დამატებით სხვა ჩავსვა?

    (header ში როცა ვსმან კიდე არასად არ ერგება, გამაგიჯებს რა)

  10. risi says:

    ძალიან მაგარია!

    ეხლა მაგას პლიუგინს მთლიანად ავტომატურს გავაკეთებ და გამოგიგზავნი!

    ჯიგარი ხარ!

  11. risi says:
    1
    $plugins = array('inlinepopups', 'autosave', 'spellchecker', 'paste', 'wordpress');

    არ არის საჭირო.

    ეს კოდი ჩავსვი და ასოებს ორმაგად მიწერდა.

    ეხლა სხვა პრობლემები გამიჩნდა! ასოების ისევ ინგლისურად დაწერისთვის კოლოფი არ ჩანს. მგონი კოლოფი

    1
     

    ით არის დაფარული თვითონ WordPress ადმინისტრაციის დიზაინში.

  12. დევი says:

    გაუ!

    მე PCMania.ge-ს ადმინი ვარ, თუ ჩემი ვებგვერდი დაგაინტერესებთ შეგვიძლია ლინკები ან ბანერები გავცვალოთ.

  13. დევი,

    ბანერები როგორც ასეთი არ მაქვს ბლოგზე, ლინკების გაცვლა შეიძლება, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს :)

  14. შეგიძლიათ სიტყვა სიტყვიტ ამიხსნათ როგრ ვწერო საიტის გაკეთების დროს ისე რომ FTP-ზე რო ავტვირთავ ყველგან ქართულად ჩანდეს :( ექსპლორერზე აჩვენებს მაგრამ ოპერაში არა, მე მიყენია Georgia Unicode (English Layout)v2. როცა დავაყენე საინსტალაციოთი ჩვეულებრივად გადამყავდა ენის რესურსებიდან და ქართულად წერდა ტექსტს და როცა ავტვირთავდი ექსპლორერი უშვებდა ოპერა არა, ეხლა თქვენს საიტს წავაწყდი და თქვენი პროდუქტი ვნახე მაგრამ ვერანაირად ვერ დავაყენე და თუ შეძლებთ იქნებ დამეხმაროთ როგორმე.

  15. იოანე რაზე საუბრობ GeoKBD-ზე თუ საერთოდ ვებ გვერდის კოდირებაზე?

  16. levan says:

    გამარჯობა, ხალხო
    ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება ამ სკრიპტისა და smf ძრავის ტანდემთან დაკავშირებით?

    დამაკვალიანეთ, როგორ მივადგა :)

  17. ცოტნე says:

    დიდი მადლობა ავტორს ასეთ კარგ საქმეს რომ აკეთებს.
    ამ წერილში რაც წერია წარმატებით გავაკეთე, მაგრამ მაინტერესებს როგორ გავაკეთო ისე რომ კომენტარებშიც შეეძოლთ ხალხს ქართულად წერა

  18. ილია says:

    ძალიან კარგი რამეა. მაგრამ ვერ შევძელი ერთი რამ. მაქვს 2 რედაქტორი ერთ გვერდზე. როგორ გავაკეთო რომ ორივეს ქონდეს დამოუკიდებელი გადამრთველი.

    კაცმა რო თქვას მე მინდა, რომ პირველში default იყოს ქართული მეორეში კი პირიქით მაგრამ ორივე ჰქონდეს 2 ანაზე მუშაობს საშუალება.

    მადლობა

    თუ არაა შესაძლებელი ესეც მიტხარით ტყუილად არ ვიწვალო. :) კოდიდან ვერ გავარკვიე :)

    ილია

  19. Landish says:

    გამარჯობა სოსო, WP-ს და GEOKBD-ს თაობაზე მაინტერესებს რაღაც, როგორც იცი ვორდპრესის ახალ, კერძოდ კი 2.5.X და უფრო მაღალ ვერსიებიში შეცვლილია ვიზუალური რედაქტორი, ნუ კვლავ Tinymce რჩება ოღონდ განახლებული სახით, მანდ კი უკვე ასეტი სტრუქტურა აღარ მუშაობს, და იქნებ გამონახო დრო და შეძლო სკრიპტის ვორდპრესის ახალ ვერსიებზე მიმაგრების საშუალება? მადლობელი დაგრჩები მეც, და სხვა ბევრიც :)

  20. იქნებ Joomla სთან ინტეგრაციაც მოხერხდეს. მაგაზეც ხომ არ დაგვიწერდით რამეს? ჯუმლას ძიებაში მინდა რომ ქართულად იწერებოდეს და ეძებდეს

  21. Joomla-ში ძიებაში მიბმა ეგრევე კეთდება, არანაირი დამატებითი ჩალიჩი არ სჭირდება GeoKBD.map(‘my-form’, ['my-field-one'])-ით საკაიფოდ მიება მახსოვს.
    ხოლო ქართულად რომ ეძებდეს მაგაზე პასუხისმგებელი GeoKBD ვერ იქნება :)

  22. შაკო says:

    გამარჯობათ ყველას მაგრად მომეწონა კაი რამეა ეს გეო კბ მარამ, ტუ დამეხმარებით კიდეც კარგი იქნება მინდა php-fusion ში ვიჩალიჩო იგივე რაც ვორდპრეს ში და ჯოომლაშია ქართული კლავიატურა მარგამ ტინი მაის ედიტორში არც კონფიგ ფაილი აქვს პჰპ ფუსიონს და არც არაფერი, და დამეხამრეთ რა ;P

  23. გიო says:

    აუ ქართული კლავიატურის DLE ზე დაყენება შეიძლება? ან თუ შეიძლება როგორ დავაყენო? სად რა კოდიჩავსვა?

  24. ლევანი says:

    იქნებ რამენაირად ახალი ვორდპრესისთვისაც გააკეთო ეს პლაგინი. დღე დღეზე 2.7 ვერსია გამოვა ;)

  25. @ლევანი

    GeoKBD – ს ახალი 1.0 ვერსიის რელიზი მიდევს სახლში და დაანონსებას ვერ მოვაბი თავი :D

    მოვაბავ თავს მაგასაც ბევრი სხვა რამეც მაქვს გასაკეთებელი და რაც შეიძლება მალე გავაკეთებ wp – ს პლაგინსაც :)

  26. ჩემთან ეს ფაილი საერთოდ არ არის :(

    1
    /[ROOT]/wp-includes/js/tinymce/tiny_mce_config.php

    ახალი ვორდპრესი მაქვს (2.7) და მაგის ბრალი ხომ არ იქნება? :(

  27. @Sweet Baby Girl

    არ ვიცი ნამდვილად, ახალი ვერსია არ გამირჩევია სამწუხაროდ :( მაგრამ სავარაუდოდ მაგის ბრალი იქნება…

    ეს დღეები WP – ს და სხვა სისტემის პლაგინების გენერაციის ავტომატიზაციაზე ვმუშაობ და WP – საც ჩავრთავ აუცილებლად. მალე GeoKBD – ს დიდ რელიზს გამოვუშვებ ბოლო ვერსიის WP – სთან ინტეგრაციითურთ.

  28. გამარჯობა იოსებ, გილოცავ ახალ წელს, გისურვებ ყოველივე დადებითს როგორც პირად ისე კარიერულ ცხოვრებაში :)

    მოკლედ,
    ვერ ვიპოვე ბაგ რეფორთი სად არის და ამიტომ აქ ვპოსტავ,

    windowsზე არ დამიტესტავს, მაგრამ macზე safariშიც და FFშიც “Apple” + “*”hotkeyები არ მუშაობს. არც copy, არც cut არც select all.

    cheers,

    Sandro

  29. Landish says:

    სოსო, ველით ახალ პლაგინს 2.7 ვერსიისთვის :(
    თანაც მოუტმენლად…

  30. @Landish, უკვე 2.8-ზე მუშაობს სასტავი ^_^

    აუ მეც მაგრად მჭირდება ეს ქართული კლავიატურა… :(

  31. @Sweet Baby Girl,
    @Landish

    აი პირველი სატესტო ვერსია:

    http://forum.ge/?showtopic=33780237&st=80&#entry12335445

    დახედეთ და თუ რაიმე გაუმართაობა იყო მითხარით და მოგეხმარებით ყველაფერში :)

    დიდი მადლობა :)

  32. ლაშა says:

    გამარჯობატ
    მარტალი გიტხრატ კი გამიხარდა,კარტული კლავიატურის სეკმნა. და რატკმა უნდა მოგესალმებიტ. მაგრამ ვერ გავარკვიე, ვაილი გადმოვსერე და მერე რა????????????? როგორ უნდა დავახენო რომ კარტულად ვსერო?
    წინასარ დიდ მადლობას გიხდით.

  33. აუუუ მიშველეთ ხალხო :) ბატონო სოსო joomla-ს მომხმარებლებმა რა დავაშავეთ გთხოვთ დამეხმაროთ არის რამოდენიმე ჯუმლას კომპონენტი რომელიც გამოიყენება კომენტირებისთვის ჯუუმლაში ერთერთი არის Jcomments თუ გინდათ დავდებ და იქნება დაგვეხმაროთ რა ვსვავ თითქოს ყველაფერს ვაკეტებ მარა რაღაცა არ მუშაობს მაინც :(

  34. ჯოხაძე says:

    გაუმარჯოს.აქ თუ ვინმე შემოდის იკნებ დამეხმაროს ვორდპრესში ვერ ვწერ ქართულად და იკნებ მასწავლოთ როგორ და სად უნდა შევიდე რო გავაკეთO,თუ არ დაგეზარებათ,იცოცხლეთ

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"