რამდენიმე დღის წინ Google – მ გაახმაურა თავისი ახალი პროექტი სახელად Google Chrome Frame. ეს არის პლაგინი InternetExplorer – ისთვის რომელის ინსტალაციის შემდეგაც საიტები თუ მათ გააჩნიათ შესაბამისი META ტეგი, ჩაიტვირთებიან არა IE – ს ძრავის არამედ Google Chrome – ს ძრავის მეშვეობით. ეს ნიშნავს იმას რომ ყოველგვარი არათავსებადობის პრობლემა(რომელსაც 99% შემთხვევებში იწვევს IE) საერთოდ აღარ შეაწუხებს მომხმარებელს. როგორც აღმოჩნდა გუგლის ეს ნაბიჯი განპირობებული იყო მისი ახალი პროდუქტის – Google Wave გამო რომელიც ხელმისაწვდომი მომავალი კვირიდან გახდება. საინტერესო არის ის, რომ, გუგლმა IE – ს ყველა ვერსიის მხარდაჭერაზე განაცხადა უარი რადგანც ამ ბრაუზერებს არ აქვთ JavaScript – ისა და HTML5 – ის ახალი შესაძლებლობების მხარდაჭერა.
მაგრამ Wave – ს გამო შექმნილი პლაგინის გაოყენებაში არანაირად არ ვართ შეზღუდული და იგი შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ვებ საიტისთვის, რისი მაგალითიც არის ჩემი ბლოგი
თუ ამ გვერდს გახსნით IE6 – ის მეშვეობით მაშინათვე დაინახავთ Google Chrome Frame – ს ინსტალაციის შემოთავაზებას და იმ შემთხვევაში თუ დააინსტალირებთ პლაგინს თქვენს კომპზე არსებული IE6, IE7 და IE8 ავტომატურად იმუშავებს Chrome Frame რეჟიმში
ტექნიკურად ეს საკითხე გვარდება ძალიან მარტივად. პირველ რიგში საიტის HEAD სექციაში უნდა დავამატოთ შემდეგი META ტეგი:
1 | <meta http-equiv="X-UA-Compatible" content="chrome=1" /> |
თუ Google Chrome პლაგინი უკვე დაინსტალირებული აქვს მომხმარებელს ყველა ვერსიის IE იმუშავებს Google Chrome – ს ძრავით ისე რომ ამის შესახებ მომხმარებელს არაფერი ეცოდინება.
იმისათვის რომ მომხმარებელს შევთავაზოთ პლაგინის ინსტალაცია, ასევე საჭიროა ვებ გვერდში შემდეგი კოდის ჩასმა(გაუგებრობების თავიდან ასარიდებლად BODY ტეგის დახურვამდე):
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 |
ეს სკრიპტი შეამოწმებს აქვს თუ არა მომხმარებელს დაინსტალირებული ნახსენები პლაგინი, და თუ არა მაშინ შესაბამისი შეტყობინება შესთავაზებს მომხმარებელს მის ინსტალაციას.
შედეგი? შედეგი კი ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა ვერ შევიკავე თავი და გავტესტე პლაგინი ჩემს ბლოგზე და შედეგიც სახეზეა:
თუ გახსნით ბოლო სურათს, დაინახავთ რომ ბლოგის მარჯვენა სვეტში განთავსებულ პროექტების ბანერებს მომრგვალებული კუთხეები აქვთ, ეს მომრგვალება გაკეთებულია CSS – ის border-radius თვისების მეშვეობით რომლის მსგავსიც არცერთ IE – ს არ გააჩნია
Enjoy





მშვენიერია, კარგი იქნება თუ სხვა დეველოპერებიც აგყვებიან და თავიანთ საიტებზეც გააკეთებენ იგივეს რეალიზებას ფორუმებზე და ა.შ.
@ლეკვა
აღდგომა და ხვალეო… გამოჩნდება მალე როგორ აიტაცებს ხალხი ამ შესაძლებლობას, იმედია გუგლის აგრესიული პოლიტიკა შედეგს გამოიღებს
გახსნით გავხსენი, მაგრამ ვერ დავპოსტე ქრომირებული ექსპლორერით.
ყველაზე მაგარი ისაა, რომ ამ მეტას ჩასმის ნაცვლად მგონი შეიძლება, აპაჩის კონფიგურაციაში გაიწეროს იგივე. აი: http://msdn.microsoft.com/en-us/library/cc817573.aspx
ძალიან საინტერესოა, გადაყლაპავს ამას მაიკროსოფტი თუ რამეს მოიმოქმედებს? უფრო სწორად, რაღაცას რომ მოიმოქმედებს, უეჭველია. საინტერესოა – რას.
@მიშა
კი შეიძლება აპაჩიდანაც როგორ არ შეიძლება. ხო დაპოსტვაზე ვერაფერს ვიტყვი არ გამიტესტავს, ესე იგი IE7 და IE8 უნდა მივუშვა თავის ნებაზე რომ პრობლემა არ შეიქმნას კომენტირებისას
მაგრამ IE6 – ს ცოცხალი თავით არ ამოვაგდებ.
M$ რას მოიმოქმედებს კაცმა არ იცის, მარა IE9 რომ დადოს ნაღდად არ გამეხარდება კიდევ ერთი დამატებითი თავის ტკივილი იქნება
მე გამოსვლის დღესვე ჩავსვი ჩემთან საიტზე და რაცხა მთლა კარგად ვერ უბერავს. რესტარტი ჭირდება თუ რა ვერ გავიგე და თან 64 ბიტიან ვინდოუსებზე ურევს ნამეტანი და არ აინტალირებს პლაგინს.
ისე, destination: “http://www.waikiki.com” შეცვალე code.ge-ზე თორე ინსტალაციის მერე მანდ გადაამისამართებს
@Toto
იცი რაშია საქმე? წესით უნდა ურევდეს… წერია კიდეც პირდაპირ გუგლის საიტზე რომ ჯერ დეველოპმენტ ვერსიაა მხოლოდ და მხოლოდ მაგრამ შეგნებულად ჩავსვი მაინც
waikiki.com გადავაკეთე უკვე გაიხარე!!!
ვა, ეს დიდი ნაბიჯია წარმატებისკენ..
დიდად გაგვიადვილა გუგლმა ამით საქმე, მე თუ მკითხავ…
ძალიან კარგი რამეა ამაზე ორი აზრი არ არსებობს! ქართულად რომ ითარგმნოს ეგ შეტყობინება ამის შესაძლებლობა არ არის ჯერ?
ვერაფერი ვერ გავიგე
სკაიპში მომწერე
giomela_12
შენ გაიხარე რა…. :* IEზე საზიზღარი ბრაუზერი არ მინახავს…. 2 წელია ვებ სივრცეში ვმოღვაწეობ და…. ყოველთვის ვცდილობდი ასეთიპლაგინები არ გამომეყენიბინა…. მარა ამოვიდა ყელში… ყველა ახალ გაკეთებულ საიტზე ჩავსვავ აწი ამას