Google Code Jam 2009 და ქართველი ფინალისტი!

codejamმაშ ასე დასრულდა Google Code Jam 2009. წლევანდელი წელი იმით იყო აღსანიშნავი, რომ, 25 ფინალისტს შორის მოხვდა ქართველი პროგრამისტი ნიკა ჯიმშელეიშვილი.

პირველ რიგში თავად ეს ფაქტი იმსახურებს დიდი ყურადღებას და უდავოდ დიდი წარმატებაა, თუმცა, კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი არის ის რომ გუშინ შედგა ეს ფინალი და ნიკა მეექვსე ადგილზე გავიდა! ეს ჩემის აზრით ძალიან ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იმსახურებს სათანადო ყურადღებასა და დაფასებას. ვულოცავ ამ უზარმაზარ წარმატებას ნიკას და ვუსურვებ სხვა უფრო ბრწყინვალე გამარჯვებებს ამ სფეროში და არა მარტო!

კიდევ ერთხელ ვულოცავ ნიკას!

იხ: წლევანდელი ფინალის რეზულტატები

codejamscores

ტეგები: ,

12 Responses to “Google Code Jam 2009 და ქართველი ფინალისტი!”

  1. Rocko says:

    ვუერთდები მილოცვებს! :) მაგრად გამიხარდა! :)

  2. თავად ამ კონკურსის შესახებ ხომ ვერ გვეტყოდა ავტორი ორიოდ სიტყვას?

    რა პრინციპით ირჩევა პროგრამისტები, მხოლოდ ჯავა პროგრამისტები? კონკურსი როგორ მიმდინარეობს და რითი ხდება შედეგების გენერაცია?

  3. ძალიან მაგარია, ვულოცავ კიდევ ერთხელ ნიკას წარმატებას.
    6-ე ადგილი საკმაოდ სერიოზული შედეგია :)

    პ.ს. ხო ვერ მოგასწრებს რა კაცი :D

  4. @ლაშარელა

    აი ამონარიდი თავად გუგლ კოდ ჯემის საიტიდან:

    Google Code Jam starts in September, when you will compete in online rounds against contestants from around the world. From the ranks of those contestants will be chosen the 25 best, who will travel to Google headquarters in Mountain View, California. There, on Friday, November 13, they will compete for ACRush’s title of Code Jam Champion, and the grand prize of $5,000.

    მთელი მსოფლიოს მასშტაბით ირჩევა 25 ფინალისტი რომელიც გუგლის სათავო ოფისში ჩადის(რა თქმა უნდა გუგლის ხარჯზე) ფინალისთვის და იქ დგება უკვე საბოლოო ეტაპი.

  5. ფანტასტიური ამბავია წმინდა რეპუტაციული თვალსაზრისით.

  6. @გიორგი

    კედელს ჩხირიო თუ როგორ ამბობენ? :D დიდება შენს გამოჩენას!

  7. ლიკა says:

    მეც გილოცავ…

  8. Dixtosa says:

    რუსებმა ისევ გადაგვასწრეს ფუ მაგათი..

  9. Dixtosa says:

    ისე ვულოცავ. მსოფლიიოში მეექვსეზე რო ინები. იმენა .:D

  10. svani says:

    ეე, რუსები გიჟები არიან და ყველა რუსს გაუმარჯოს თავის გზაზე, პუტინ-მედვედევის და მაგათი ლაქიების გარდა!!! ;)

  11. And1 says:

    მაგარია ძაან ვულოცავ .. 6 მსოფლიო მაშტაბით :) და თან ფინალი არ ყოფილა ჯერ ასე რომ დიდი შანსიცაა პირველზე გავიდეს.. წარმატებები

  12. And1 says:

    მოდერატორ ჩემს ბოლო კომენტარს მოაშალე ნაწილი :D კი მიხვდები რომელიც :P 2009 ის ყოფილა წლევანდელი მეგონა google ზე ვნახე ფინალი 26 დღეში იქნებაო..

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"