როგორც იქნა გვეღირსა და გამოვიდა IE8 – ს ფინალური ვერსია.
მიუხედავად იმისა რომ ბრაუზერების ვენდორებმა ძალიან გაგვანებივრეს ბოლო თვეების მანძილზე, ეს ინფორმაცია გაცილებით სასიხარულო და მნიშნველოვანი იყო ჩემთვის. რატომ? იმიტომ რომ დღესდღეობით IE6 და IE7 ორი გამორჩეულად ჩამორჩენილი ბრაუზერია რომლებსაც ბაზრის 67% უკავიათ ჯამში. იმედი მაქვს რომ IE8 რომელიც გაცილებით განვითარებულია მის ორ წინამორბედზე თუნდაც IE6 – ის სიკვდილს შეუწყობს ხელს. საბოლოო მომხმარებლისთვის შესაძლებელია ამას არსებითი მნიშნველობა არ აქვს, მაგრამ ჩემთვის(და არა მარტო) როგორც პროფესიონალისთვის ეს ძალიან ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია
მაშ ასე გადმოწერეთ და გაავრცელეთ რაც შეიძლება ჩქარა აიძულეთ ყველა IE – ს მომხმარებელს რომ ეს განახლება რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს, ამითი ყველა დავაჩქარებთ IE6 – ის საბოლოო გარდაცვალების პროცესს
ტეგები: IE Sucks
ყველაფერი კარგი მარა იმ დამცინავი speed test-ით ვის აკვირვებენ მე ვერ მივხვდი და მერე რო ამბობენ რო ჩვენც სწრაფები ვართო, უბრალო გვერდის გახსნის სიჩქარით browser-ის სიჩქარეზე მსჯელობა არა მგონია სწორი იყოს. რატომ არ არის javascript-ის performance-ზე ლაპარაკი საერთოდ ან თუ ეგეთი სწრაფები არიან acid2 რატომ გენერირდება 2-3-ჯერ ნელა IE-ში ვიდრე FF-ში, acid3-ზე აღარ მაქ ლაპარაკი იბრიდება 20/100-ზე
ან ეს compatibility mode საერთოდ რატო უნდა იყოს საჭირო, რაღაცეების მხარდაჭერა ამოიღეს პირიქით?
@საშკა
შევეცდები ყველაფერზე გაგცე პასუხი, პუნქტებად ჩამოვწერ
ეს “სისწრაფე” M$ – ის ისეთი ნაბოდვარია რომ მეტი არ შეიძლება, სისულელე დოკუმენტი გამოქვეყნეს და მგონი მარტო თვითონ სჯერათ.
რა უნდა თქვან რომ JS პერფორმანსზე? მადლობა ვთქვათ რომ ძველი ბაგები დაფიქსეს და ბევრი ახალი არ დაამატეს
თან querySelectorAll(მართალია მხოლოდ CSS 2.1 – ის მხარდაჭერით, მაგრამ მაინც) აქვს W3C სპეციფიკაციის მიხედვით რეალიზებული და ასევე Property setter/getter – ები და კიდევ რაღაცეები…
საერთოდ რომ გადის Acid2 ტესტს ეგეც უზარმაზარი პროგესია.
ხო ალბათ ამას უახლოვესი 5 წელიწადი ვერ ვეღირსებით
აი ამისათვის კი მართლა მადლობა უნდა გადავუხადოთ IE8 – ს
წინა ვერსიებთან თავსებადობის ტესტირებისათვის ძალიან სასარგებლოა
ისე კი თავსებადობის რეჟიმს სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს
რა მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს თავსებადობას რატომ არის საჭირო? (ბევრი არ მითამაშია IE-სთან ჯერ-ჯერობით დროის უკმარისობის გამო და შეიძლება სწორედ ვერ მივხვდი თავსებადობის შესახებ რაღაცეებს)
მაგალითისთვის რა შეიძლება მოვიყვანოთ ისეთი რომელიც IE7-ში სწორედ გამოჩნდება(იმუშავებს) ხოლო 8-ში გაჟონავს?
@საშკა
IE7 – ში “სწორად” მუშაობა თავისთავად არასწორია უკვე
მანდ პრობლემა იმაშია რომ IE8 – ს გამართული რენდერერი აქვს როდესაც IE7 აშკარად ჟონავს… საიტი რომელიც აწყობილია ისე რომ სწორად ჩანდეს IE7 – ში შეიძლება არასწორად გამოჩნდეს IE8 – ში… ახლა დაუმატე ამას რამხელა აქვს ბაზრის წილი უკვე IE7 – ს და მიხვდები რატომ მიიღეს ეგ გადაწყვეტილება
@იოსები
დაწერე რამე პატარა სკრიპტი მოცალეობის ჟამს, რომელიც კაი ხოშიან ერორს ამოურტყავს თუ ძველი ie-თი შემოვა ვინმე საიტზე და გავავრცელოთ შეძლებისდაგვარად ქართულ საიტებზე. რას იტყვი?
მე არ ვიცი სამწუხაროდ მაგდენი თორემ კაი ხნის დაწერილი მექნებოდა
აგერ არის უკვე ტონობით. შეგიძლიათ ისარგებლოთ
http://blog.hugsformonsters.com/post/87657240/overly-judgemental-ie6-splash-pages
ie8 დავაყენე, აშკარად უფრო სწრაფია, დანარჩენზე არ ვიცი შიგნით რა ხდება. კი დააჩქარებს სიკვდილს, მაგრამ სანამ ie6-ის მოხმარება ისეთ დონეზე დავა, როდესაც შეგიძლია მასზე საიტის ოპტიმიზირება აღარ აკეთო, 3 წელი მაინც უნდა. ასე, რომ 3 წელი ისევ იგივე ტანჯვა-წვალება ელით web developer-ებს.
@ვანო
IE8 ძალიან კარგია, კი გაცილებით უკან არის სხვა ბრაუზერებზე მთელ რიგ საკითხებში მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან პროგრესულია.
IE6 – ს რაც შეეხება, მე პირადად შევწყვიტე მაგ ბრაუზერის საპორტი და არც ნერვების ცვეთას არ ვაპირებ. დენ ედვარდსის დამსახურებით არსებობს IE7.js რაც აიძულებს IE6 – ს მოიქცეს ისე როგორც IE7, ეს გაცილებით ამცირებს თავის ტკივილს და საქმესაც ამარტივებს