გუშინ ჩემთვის ცნობილი გახდა რომ M$ – მა გამოუშვა IE8 Beta ვერსია, რომლის გადმოწერა შესაძლებელია ამ მისამართიდან.
სიმართლე ითქვას ძალიან გამეხარდა, მიუხედავად იმისა რომ დღესდღეობით არსებულ ბრაუზერებს შორის დომინირებენ IE6(სრული საძაგლობა) და IE7(შედარებით ნაკლები საძაგლობა), და მათ აღმოფხვრას წლები დასჭირდება მაინც ძალიან სასიხარულოა M$ – ის ასეთი პროგრესული ნაბიჯი.
მითითებულ ბმულებზე შეგიძლიათ ნახოთ თუ რა განახლებებია ამ ბრაუზერში, თუმცა გირჩევთ John Resig – ის დეტაულური მიმოხილვის წაკითხვას.
ამ ვერსიას აქვს ბევრი გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო W3C – ს querySelector რეალიზაცია, რომელიც ამასწინად WebKit – ის ერთერთ ბოლო რელიზში გამოჩნდა პირველად.
ციტატა რესიგის პოსტიდან:
W3C: querySelector
A super-fast way of finding elements based upon a CSS selector. The second browser to implement the selectors API has hit the market (behind a WebKit nightly release).
It’s important to realize that any selectors here are completely reliant upon the browser’s native selector implementation. IE8 is only shooting for CSS 2.1 support – which means that you really shouldn’t be holding your breath for CSS 3 selectors. As I mentioned previously these blackbox APIs are going to be a source of never-ending hair-pulling and struggle going into the future.
მიუხედავად იმისა რომ ჯერჯერობით ამ ვერსიას ბევრი ნაკლი აქვს, ეს არის ძალიან პროგრესული რელიზი!
მაგალითად ამ რელიზში არ არის ჩადებული W3C მოდელის ივენთების მენეჯმენტის რეალიზცია(რაზეც ჩემს მიერ წინა პოსტში მქონდა საუბარი):
ციტატა რესიგის პოსტიდან:
W3C: Events
This is one area that is completely absent from this beta. We are still stuck with IE’s attachEvent system – no addEventListener in sight. I don’t know how serious they are about supporting Acid3 but it includes a test for addEventListener so they may want to consider it extra strongly.
I can partially understand their desire to keep their existing API but I don’t understand why they have no interest in, also, adding addEventListener, etc. to complement what’s there. I assume it’s because they would now have to support concepts like event capturing.
I’m really disappointed with this. This should’ve been a top priority fix before implementing new psuedo-XHR systems like XDomainRequest.
თუმცა ასეთი ნაკლოვანებების მიუხედავად, თუ M$ – მა ამ ტემპით განაგრძო თავისი ბრაუზერის დახვეწა, ეჭვგარეშეა რომ იგი აუცილებლად მოიპოვებს მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ბრაუზერის სტატუსს.
აღსანიშნავია ასევე ე.წ. Developer Tools – ების პროგრესიც, M$ – მა ყველა დეველოპერისათვის კარგად ნაცნობი FireBug – ის ზუსტი კლონიც შემოგვთავაზა
ეს ინსტრუმენტი ნამდვილად აკლდა IE – ს რაც კიდევ უფრო მეტად ართულებდა პროგრამირების პროცესს ამ აბსოლუტურად განსხვავებული ბრაუზერისათვის.
P.S.
თუ ვინმე დააინსტალირებთ და გატესტავთ იმედია კომენტარებს მომწერთ აქ

არ დამიინსტალირებია და არ გამიტესტავს ჯერ, მაგრამ ნამდვილად სასიხარულო სიახლეა
ხო მეც ვერ გავბედე ჯერ დაინსტალირება, ვერ დავადგინე ცალკე დგება თუ არსებულ ვერსიას გადაეწერება თავზე
რამდენადაც ვიცი, MS IE 8 დღეისათვის ერთადერთი ბრაუზერია, რომელიც სრულყოფილად გადის ACID 2 ტესტს…
Dv0rsky,
არ არის მასე… OS X Safari დიდი ხანია გადის ACID2 ტესტს, ასევე წარმატებით გადის მაგ ტესტს FF3 და Opera
IE8 – ს ჯერ კიდევ აქვს ხარვეზები ACID2 – ში… ACID3 – ზე ლაპარაკიც კი ზედმეტია…
WebKit B-)
ფფ3 მინდა.
ეხლა გამახსენდა
IE 8 -ის რა მოგახსენოთ , მარა ახალ firefox3 სრული ვერსამ მსოფლიო რეკორდი უკვე დაამყარა, და ქართული ენის პაკეტიც მოყვება
ქართული ენის პაკეტი Firefox 2-საც ჰქონდა, და ცუდი ის არის რომ firefox 3 -ისთვის რაღაც პლაგინები არაა ჯერ რასაც firefox 2 -ზე ვიყენებ, როგორც ვნახე Firebug გამოვიდა firefox 3-ისთვის, თუმცა Firebug-ის ოფიციალურ საიტზე ეგეთი ვერაფერი ვნახე (მხოლოდ firefox -ის add-ons -გვერდზე ვნახე…), ხოლო რაც შეეხება Google Browser Sync დამატებას, სანამ ეგ არ გამოვა add-ons firefox 3-ისთვის მანამდე პირადად მე ვერ გადავალ firefox 3-ზე. იტოგში წინსვლა კარგია