პირველ რიგში რისთვის არის phpDocumentor და რა არის PHPEclipse? ორივე ძალიან საჭირო და სასარგებლო ინსტრუმენტია რომელიც საგრძნობლად აადვილებს საქმეს… phpDocumentor არის შესანიშნავი ინსტრუმენტი PHP – ს API დოკუმენტაციის დასაგენერირებლად ხოლო PHPEclipse ჩემის აზრით საუკეთესო IDE PHP – სთვის. ნებისმიერ PHP დეველოპერს ვინც არ იყენებს ამ ინსტრუმენტებს ვურჩევდი მათ გამოყენებას. phpDocumentor შეიძლება გადმოვიწეროთ ამ მისამართიდან ხოლო PHPEclipse ამ მისამართიდან
დროს არ დავხარჯავ იმის ახსნით თუ როგორ მუშაობს phpDocumentor და როგორ გავაკეთოთ პროექტი PHPEclipse – ში, ორივე ინსტრუმენტი აღჭურვილია შესანიშნავი დოკუმენტაციით და მათი გარჩევა პრობლემას არ წარმოადგენს. ასევე იგულისხმება რომ ორივე ინსტრუმენტი უკვე დაინსტალირებულია და ორივეს ვიყენებთ შესაბამისად.
1) პირველ რიგში გავხსნათ შემდეგი დიალოგი (Run->External Tools->External Tools)
2) შემდეგ მოვნიშნოთ Program სექცია მარცხენა მენიუში და New ღილაკის მეშვეობით შევქმნათ ახალი კონფიგურაცია
- Name – კონფიგურაციის დასახელება
- Location - მისამართი სადაც აყენია PHP – ს შესრულებადი ფაილი (php.exe)
- Working Directory – მისამართი სადაც უნდა დაგენერირდეს დოკუმენტაცია
- Arguments – phpDocumentor – ის შესასრულებლად საჭირო არგუმენტები
Working Directory – ს მისათითებლად ავირჩიოთ საჭირო კატალოგი (Browse Workspace ღილაკით გამოიძახება შემდეგი დიალოგი). დაგენერირებული API დოკუმენტაცია განთავსდება არჩეულ კატალოგში.
3) შევქმნათ phpDocumentor – ის კონფიგურაცია რათა შემდეგ მივუთითოთ Arguments ველში.
ამისათვის საჭიროა phpDocumentor – ში არსებული user ქვეკატალოგში დავაკოპიროთ default.ini ფაილი(რომელიც განთავსებულია user კატალოგში) და დავარქვათ მას სასურველი სახელი (ჩემს შემთხვევაში ფაილს დავარქვი ioseb.ini) და მივუთითოთ შესაბამისი პარამეტრები.
როგორც სურათზე ჩანს Arguments ველში წერია შემდეგი მნიშვნელობა:
“C:\webservers\apache\www\PHPDOC\phpDocumentor\phpdoc.inc” -c ioseb
ბრჭყალებში განსაზღვრულია phpDocumentor – ის phpdoc.inc ფაილის მისამართი, შემდეგ -c ioseb რაც ნიშნავს რომ phpDocumentor დოკუმენტაციას დააგენერირებს სასურველი კონფიგურაციის მიხედვით ამ შემთხვევაში ioseb.ini.
4) გადავიდეთ Common განყოფილებაში და Display in favorites menu ველში მოვნიშნოთ External Tools
ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ საჭიროა შევინახოთ ახლად შექმნილი კონფიგურაცია Apply ღილაკით.
phpDocumentor – ის გაშვება უკვე შესაძლებელია პირდაპირ მენიუდან:
ხოლო შესრულების რეზულტატი გამოჩნდება Eclipse – ს კონსოლში.
ტეგები: PHP



