javascript+xpath+IE… სრული ფიასკო :(

აი მერე იტყვიან კარგი ბრაუზერია და რატომ აგინებო :( როგორ არ უნდა ვიგინო? რაღაცაში დამჭირდა xpath – ის სრული მხარდაჭერა HTML დოკუმენტების დასამუშავებლად… ვიწვალე დავწერე გავაკეთე ყველაფერი… მაგრამ რად გინდა? სულსწრაფობა მწარედ და ძვირად დამიჯდა…. ჩემი დაწერილი კოდი არ მუშაობს სრულ იდიოტთა მიერ შექმნილ IE – ში :( მათ შორის “უძალიან მაგრესია IE7, ტაბებიც კი აქვს” ბრაუზერშიც :(

აი რაზე უნდა ელაპარაკო ამ წყეული IE – ს ვენდორს? რით ვერ გამოფხიზლდნენ და რით ვერ გამოიღვიძეს?????

არ ვიცი… როდესმე რამე ეშველება თუ არა ამ სატანის გამოგონებას… ალბათ არა :(

მოკლედ ყველა ბრაუზერში მუშაობს ასეთი რამ:

1
2
3
4
var item, els = [], iterator = document.evaluate('//div/p[@class="some-class-name"]' document, null, 0, null); 
while (item = iterator.iterateNext()) {
    els.push(item);
}

ალბათ კოდიდან მიხვდებით რაც ხდება… არ მაქვს დეტალების ახსნის თავი :(

უბედურება ის არის რომ სხვა დანარჩენ ბრაუზერებში სადაც კი ეს კოდი გავტესტე ნეიტივად არის document.evaluate მეთოდი… გადასცემ xpath გამოსახულებას და დაგიბრუნებს სასურველ ელემენტებს… აკეთე რაც გინდა და რაც გაგეხარდება… მაგრამ… მაგრამ IE – ს საერთოდ არ შეუძლია HTML – სთან ამ გზით მუშაობა…

ვეძებე.. თანაც ბევრი ვეძებე… და რას მივაგენი? :( აი ამას -> http://glazkov.com/blog/html-xpath-project

ვინმე გლაზკოვის მიერ დაწერილ იმპლემენტაციას… რომელიც იწონის ძალიან ბევრს და ძალიან ნელია :( არადა მიხაროდა მთელი ამოცანა 1 კილობაიტში ჩავტიეთქო :(

არავინ თქვას რომ ამ ბრაუზერს არსებობის უფლება აქვს!!!

ტეგები: ,

4 Responses to “javascript+xpath+IE… სრული ფიასკო :(”

  1. gio says:

    dzlian momewona es saiti, sakmaod sainteresoa!:)

  2. gio

    დიდი მადლობა :)

  3. CPU says:

    კეთილი იყოს ჩემი პოსტი შენს ბლოგში სოსო :)
    IE-ს დედაც შ***** ! მაგრამ რას იზამ, მაიკროსოფტის სტანდარტული ბრაუზერია მაგის ***** *****ი!
    ბოდიშს მოგიხდი ანანორმატიულ ლექსიკის გამოყენების თაობაზე, მაგრამ IE-ზე რომ მიდის საუბარი ნერვები მეშლება. არც ისე უკეთესია კიდევ რამდენიმე დავრცელებული ლეღვობა, მაგრამ IE ……………………………………………………………………………………………!!!
    ისე ჯიგარი ხარ, კარგ საქმეს აკეთებ, გაიხარე. :)

  4. CPU

    დიდი დიდი მადლობა, მიხარია რომ ამ მცირე საქმეს ცოტაოდენი სარგებელი მაინც მოაქვს ამ ბლოგის მკითხველებისათვის ;)

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"