Hi all, ესე იგი მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ერთერთი პატარა პროექტი სახელად jCSS. იგი წარმოადგენს JavaScript – ზე დაწერილ ე.წ. CSS Selector Engine – ს რომლის მეშვეობითაც მარტივად შეძლებთ HTML დოკუმენტის DOM ელემენტების ძებნას და რეზულტატის მიღებას ტიპიური CSS სელექტორების გამოყენებით.
მინდა აღვნიშნო რომ არავისთვის კონკურენციის გაწევას არ ვაპირებ ანუ jQuery, Mootools, Seezle და ა.შ.
ეს არის ჩემი პირადი ექსპერიმენტი რომელსაც გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა გააჩნია წმინდა შემეცნებითი დატვირთვა და ამ მინი პროექტზე მუშაობისას ჩემს ძირითად ამოცანას წარმოადგენდა DOM ელემენტებში ნავიგაციისა და ციკლების წარმადობის კვლევა. ნებისმიერ შემთხვევაში სკრიპტი სრულად ფუნქციონალურია და შეგიძლიათ გამოიყენოთ.
წარმადობისა და რეალიზებული CSS სელექტორების ტესტი შეგიძლიათ ნახოთ აქვე. ტესტირებისათვის ვიყენებ Mootools – ის ავტორის მიერ შექმნილ ტესტირების სისტემას სახელად SlickSpeed ასე რომ შედეგებში ტენდენციურობა გამორიცხული
შედარებისათვის გარდა jCSS – ისა ტესტში გამოვიყენე jQuery – ისა და Mootools – ის ბოლო სტაბილური ვერსიები.
გამოყენების მაგალითები:
1 2 3 4 | var els = jCSS('#my-element-id div.my-class-name ul a'); for (var i = 0; i < els.length; i++) { //do something wit elements } |
სულ ეს არის და ეს, ამ ეტაპზე მეტის დაწერას აზრი არ აქვს. თუ თქვენს მოსაზრებებსაც გამიზიარებთ ძალიან ძალიან გამახარებთ.
enjoy
Update:
განვაახლე jCSS აწი უფრო სწრაფია FF, Opera და IE – ში.
SlickSpeed Benchmark: http://www.code.ge/jcss-test/slickspeed/
დავამატე Unit Test Suite ბრაუზერებს შორის და სხვადასხვა ტიპის სელექტორების იმპლემენტაციის სისწორის კონტროლისათვის:
Unit Test Suite: http://www.code.ge/jcss-test/slickspeed/frameworks/test/
Update:
- დაიფიქსა ყველა ძირითადი ბაგი;
- დაიხვეწა და განვითარდა Query Parser;
- დაემატა ყველა ე.წ. ფსევდო კლასების მხარდაჭერა გარდა nth-child და nth-last-child ფსევდო კლასებისა;
- კომპლექსური ფსევდო კლასების მხარდაჭერა;
- დავამატე DOM ელემენტების სორტირება ნეითივ სელექტორების მიერ დაბრუნებულ რეზულტატებთან თავსებადობის გამო. თუმცა ამან წარმადობა შედარებით დაწია IE – სა და Opera – ში.
- დაიხვეწა კონტექსტური პარამეტრების მხარდაჭერა, გარდა DOM ელემენტისა კონტექსტურ პარამეტრად შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც სელექტორი ასევე DOM ელემენტების მასივი. მაგ:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14var nodes = jCSS(
'div > p.paragraph-class-name',
document.getElementById('my-element-id')
);
var nodes = jCSS(
'div > p.paragraph-class-name',
'#my-element-id:visible'
);
var nodes = jCSS(
'a em',
document.getElementsByTagName('h1')
); - განვაახლე SlicckSpeed ანუ დავამატე YUI!, Prototype და Peppy სელექტორ ენჯინები;
SlickSpeed Benchmark: http://www.code.ge/jcss-test/slickspeed/
- განვაახლე და გავამდიდრე UnitTest ფრეიმვორკი:
Unit Test Suite: http://www.code.ge/jcss-test/slickspeed/frameworks/test/
კომპლექსური სელექტორების იმპლემენტაცია საშუალებას იძლევა ელემენტები მოვძებნოთ დაახლოვებით მსგავსი სელექტორების გამოყენებით:
1 2 3 4 5 | #form option:not(:contains('Nothing'),#option1b,:selected) #form option:not(:not(:selected))[id^='option3'] :input:not(:image,:input,:submit) |
ამ ეტაპზე ნეითივ სელექტორები გათიშული მაქვს Safari, Chrome, IE8 და FF3.1 – სთვის უკუთავსებადობის სრული ტესტირებისათვის. გარდა მაგისა არც ნეიტივ სელექტორები არ არის სრულყოფილად რეალიზებული და ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ე.წ. Custom Implmentation(განსაკუთრებით ეს ეხება IE8 – ს).
ტეგები: JavaScript, JavaScript DOM, jcss, Selector Engine
ვა რა სწრაფია nice nice man
ოღონდ ეს რატო?
div[class!=made_up] 1 ms | error returned
ვა ეხლა საფარიში ორჯერ გავუშვი ზედიზედ და პირველზე:
final time (less is better) 65 92
და მეორეზე:
final time (less is better) 67 66
@სანდრო
არ გამოჩენილხარ გუშინ ონლაინ, მინდოდა მეჩვენებინა
რაღაცა პატარა პატარა ბაგებია ჯერ CSS3 – ის სელექტორი არ მოსწონს querySelectorAll მეთოდს Safari – ში… ახლა ვუკეთებ დებაგინგს და ხარვეზებს ვასწორებ და ნელნელა ჩამოყალიბდება, ჯერ მაინც Preview Release – ა და მეპატიება
კაი ერთი მართლა გეპატიება?
დაგღუპავს ეს თავმდაბლობა სოსო
ხო გუშინ პატარა ფოტო სეისა მქონდა:
http://Fedrick.deviantart.com/art/First-time-in-Tbilisi-112754927
და სიცხიანი ვგდივარ ეხლა გამიუარესდა. შემოვალ ხვალ თან რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო რო რამენაირად მოვიცალოთ და ვქნათ იქნებ