Jetpak – დამატებების ახალი სისტემა Mozilla – სგან

jetpack_logo საერთოდ ცნობილია რომ კონკურენცია ძალიან კარგი რამ არის. ამ მტკიცებულების სისწორის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს სახეზე კერძოდ კი Google Chrome – სა და Mofilla Firefox – ის ე.წ. extension – ების სისტემების სახით.

მოგეხსენებათ რომ Google Chrome ძალიან ახალი ბრაუზერია რომელიც გასული წლის სექტემბრის დასაწყისში მოევლინა სამყაროს. მიუხედავად მისი ინოვაციურობისა მისი კრიტიკის ერთერთ მთავარ მიზეზად იქცა FF – ის მსგავსი დამატებების სისტემის არ ქონის გამო.

ცხადია ასე პირველივე დღიდან ყველაფერის ჩადებას ვერ მოახერხებდა Google თავის ახალ ბრაუზერში, თუმცა, როგორც მალე გაირკვა შეჩერებასაც არ აპირებდა. სულ რამდენიმე თვეში გამოჩნდა პირველი პროპოზალი რომელიც Chrome – ს დამატებების პლატფორმას შეეხებოდა. თუმცა ამ პროპოზალში ერთმა მეტად საგულისხმო დეტალმა გაიჟღერა – განსხვავებით FF – ის ანალოგიური სისტემისგან Chrome – ს დამატებების შესაქმნელად საკმარისია მხოლოდ HTML/CSS და JavaScript. არავითარი XUL, არავითარი რთული XML კონფიგურაციის ფაილები დამატების ინსტალაციისათვის და ა.შ.

Google – ს ეს გდაწყვეტილება ჩემთვის პირადად გაცილებით მისაღები იყო რადგან XUL – ის ვერანაირ აუცილებლობას ვერც FF – ში ვხედავდი მანამდე და სიმართლე ითქვას ვერც დღეს ვერ ვხედავ… თუმცა არც Mozilla – მ დააყოფნა და დღეს უკვე შემოგვთავაზა FF – ის დამატებების შექმნის ახალი მექანიზმი. კერძოდ კი Jetpak!

ციტატა პროექტის საიტიდან:

In short, Jetpack is an API for allowing you to write Firefox add-ons using the web technologies you already know.

რითია საინტერესო Jetpak? პირველ რიგში ისევე როგორც Crhome – ს შემთხვევაში, Jetpak – ის შემთხვევაშიც დამატების შესაქმნელად საკმარისია მხოლოდ HTML/CSS და JavaScript. ამ შემთხვევაშიც არავითარი XUL და რთული XML კონფიგურაციის ფაილები. ასევე არავიტარი ბრაუზერის გადატვირთვა დამატების ინსტალაციის შემდგომ და რაც ყველაზე ყველაზე ყველაზე მნიშვნელოვანია დეველოპმენტის პროცესში შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი არსებული ინსტრუმენტული საშუალებები და Firebug დებაგირებისათვის რაც არსებულ მოდელში პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე jQuery – ს მოყვარულთათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია რომ ეს ბიბლიოთეკა ნაგულისხმევად არის ჩადებული Jetpak – ში, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს დამატებების პროგრამირებას.

მართალია დასრულებამდე და საყოველთაო გავრცელებამდე კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი Jetpak – ს, თუმცა მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია. ასე რომ თუ არ გეზარებათ შეგიძლიათ დააინსტალიროთ და დამატებების წერასაც შეუდგეთ :)

ტეგები: , , , ,

8 Responses to “Jetpak – დამატებების ახალი სისტემა Mozilla – სგან”

  1. ვა მაგარია. ყოჩაღ მაგ დეველოპერებს.
    აუცილებლად ვცდი რამე ადონის დაწერას.

  2. მშვენიერია მშვენიერი :) , Chrome-თუ ვერ მოიპოვებს მოწინავე ადგილებს Browser-ებს შორის საკმაოდ ბევრ რამეს მაინც შეცვლის ინტერნეტ სივრცეში (უკვე შეცვალა კიდეც რაღაცეები :) ).

  3. @ლეკვა

    Chrome – მ ორი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა უკვე. 1) JavaScript ვირტუალური მანქანების გამოშვება დააჩქარებინა ვენდორებს; 2) თავის ექსტენშენების პროპოზალით უბიძგა FF – ს ახალი მოდელის შექმნისკენ;

    ხოდა იმედია სხვა საკითხებშიც ვიხეირებთ ;)

  4. სანამ ხრომი ლინუქსისთვის არ გამოვა გუგლს დიიიდი მინუსი ჩემგან და არა მარტო ჩემგან. გინდა პლაგინები ამატონ და გინდა მოანიკელონ. არ შეიძლება ასე ჯერ ვინდოუსისთვის წერა და მერე პორტვა ლინუქსზე. კიდევ რამოდენიმე პროდუქტი აქვთ რაც მარტო ვინდოუსზე მუშაობს. აიღონ და წერონ ისე რომ ვინდოუსის და ლინუქსის ვერსიებს შორის წლები არ იყოს სხვაობა! გარდა იმისა რომ ბევრს მოიგებენ მაგით, ძალიან ბევრისგან დიიიდ პლიუსებს დაიწერენ.

  5. @ფასკუნჯი

    ნუ ძალიან არაპოლიტიკურად უყურებ ახლა შენ საკითხს :)

    წარმოიდგინე გუგლს რამდენად საფუძვლიან სტატისტიკაზე მიუწვდება ხელი(რატომღაც), როგორ გგონია ახლა მაგ ფაქტორის გაუთვალისწინებლად იქცევა მასე?

    GTalk მაგალითად პირდაპირი დარტყმა იყო MSN Messanger – ზე…

    Chrome არის პირდაპირი დარტყმა IE – ზე… რადგან რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ბაზრის ორი მესამედი მაგ ბრაუზერს იყენებს…

    ხოდა Linux, OS X და ა.შ არანაირად არ არის გუგლისთვის პრიორიტეტული თემა…

  6. ხოდა არ უნდა მთლიანად ვინდოუსზე დარტყმაც? :)

  7. @ფასკუნჯი

    მეტი როგორ უნდა დაარტყას? რითიც M$ – ს თავი მოაქვს მთლიანად ვებში გადაიტანა გუგლმა Office – ს ჩათვლით და გადააქვს კიდეც :D

    გასულ წელს Google – ს valuation გაცილებით დიდი იყო ვიდრე M$ – ის.

    რა ქნას ახლა მეტი? :D მაინცადამაინც OS ხომ არ უნდა დადონ პერსონალური კომპიუტერისთვის?

    მობილურ პლატფორმებშიც კარგა გვარიანად ეცილებიან უკვე ხოდა ცდილობენ რა :)

  8. ლუკა says:

    ძაან კარგია მაგრამ ცოტაოდენი ექსპერიმენტების შემდეგ სტატუს ბარი სულ გამიუქმა :(

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"