jQuery – მორიგი დიდი აღიარება 2

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც jQuery – ს დიდ აღიარებაზე დავპოსტე. ამ JavaScript ბიბლიოთეკას ჩემი ადვოკატობა ნამდვილად არ ესაჭიროება, მაგრამ, ამჯერად მისი აღიარების ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს აქვს ადგილი და არ შემიძლია არ დავწერო :)

jQuery – ს ოფიციალურ ბლოგზე ბოლო პოსტი ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას ეძღვნება: jQuery, Microsoft, and Nokia

Microsoft თავის ცნობილ ASP.NET Ajax ფრეიმვორკს სწორედ jQuery – თი გააფართოვებს და იგი გავრცელდება ვიჟუალ სტუდიოსთან ერთად. Nokia კი თავის Web Run-Time – ს გაამდიდრებს ამ ბიბლიოთეკით.

ასევე ამ თემას ეხება და ძალიან საინტერესოა GWTQuery(jQuery – ის მსგავსი იმპლემენტაცია) რომელიც GWT – ს ბოლო რელიზის პრეზენტაციის დროს აშკარად აქცენტირებული იყო :)

მანამდე რომ YUI – შიც დაამატეს ე.წ “query selector” – ის იმპლემენტაცია მაგაზე აღარაფერს ვამბობ… მთავარი ერთია, რომ ის მიდგომა რომელიც შეიმუშავა ჯონ რეზიგმა, დომინანტი აღმოჩნდა დღევანდელ JavaScript ბიბლიოთეკების გადატვირთულ ბაზარზე. არადა როგორ მწარედ მახსოვს რამდენჯერ მიკამათია მწარედ როგორც .Net – ის, ასევე GWT – სა და YUI – ს თაყვანისმცემლებთან jQuery – ის უპირატესობაზე… მაგრამ უშედეგოდ :D თუმცა როგორც იტყვიან აღდგომა და ხვალეო, დრომ ყველაფერი დაამტკიცა და თავის ადგილზე დააყენა…

Long Live jQuery :D

ტეგები: , ,

14 Responses to “jQuery – მორიგი დიდი აღიარება 2”

  1. აიტ! :) მოვდივართ! დაგვხვდით! :D

  2. @ირაკლი

    ისე, M$ და Open Source – სთან ასეთი აშკარა სიახლოვე? რაღაც უცნაურია მაგრამ… მოვდივართ! დაგვხვდით!!! :D

  3. totocaster says:

    ჰმმმ… და მაინც პროტოტიპი უფრო “პრავილნი” და “სიმპოტიჩნი” ტიპია მიუხედავად იმისა რო მეტს იწონის და ოდნავ მეტის წერაცაა საჭირო, ნა ლიუბიტელა მარა ჯეი-ქვერის ძალიან ნამუდრენნი და არც ისე დალაგებული მეჩვენება.

    რაც მაიკროსოფტს ეხება კიდე: მაიკროსოფტ აქვს ცუდი ტენდენცია ახლად ნაყიდი პროექტების მოკვლის, მოკლედ არამგონია ამ პროექტს რამე მოაკლოს მარა აი დაამატებს თუ არა რამეს კარგს ეს ვაპპროს… ;)

  4. @totocaster

    პროტოტიპის სიმპატიურობაზე არ შეგედავები სუფთა გემოვნების სახითხია… მაგრამ “პრავილნი” რას ნიშნავს? ;)

    მაიკროსოფტი არაფრის დამატებას არ აპირებს… უბრალოდ გამოიყენებს დეველოპმენტი ისევ იგივე გუნდის მიერ გაგრძელდება, ასე წერია ოფიციალურ ბლოგ პოსტში :)

  5. ოთო says:

    არადა რა დისკუსიები მახსოვს QuerySelector-ის “სიცუდეზე” :) )))
    ისე, როგორც მახსოვს IE8-ც ნეითივად ასაფორთებს QS-ს… ;)

  6. @ოთო

    არამარტო IE8… Safari და FF 3.1 ასევე “ასაფორთებენ” :)

  7. ოთო says:

    @იოსები

    ვახ! ეგ ნამდვილად არ ვიცოდი! მალადცი ;)

  8. ნუგო says:

    ადმინ იაჰუში ან სკაიპში დამიმატე დახმარება მჭირდება ვორდპრესთან დაკავშირებით მადლობთ წინასწარ იაჰუ: nugo_shengela@yahoo.com skype: nuglika7

  9. საშკა says:

    ისე M$-სგან არ მოველოდი, ეს ჩემი აზრით იმის მაჩვენებელია რომ JQuery იდეალურთან იმდენად მიახლოვებული კოდია, რო უკეთესის მოფიქრება ძალიან რთული, თორე რა დაუშლიდა Microsoft-ს JQuery-ს მაგალითზე რამე საკუთარი ეჩალიჩათ, თუ ფული არ ეყოფოდათ საწყლებს დეველოპერების დასაფინანსებლად :D .

  10. @საშკა

    ფული ზუსტადაც რომ არაფერ შუაშია… jQuery – ს მიდგომაა მთავარი და მაგ შემთხვევაში აზრი არ აქვს ფულის დახარჯვას :) თუ ეგ მიდგომა მოსწონს უნდა არ უნდა იგივეს კლონი უნდა დაწეროს, ხოდა რატომ? მაინც ყველა იტყვის jQuery – ს კლონიაო :D :D ხოდა ადგა და არც ფული დახარჯა არც სხვა რესურსი და პატიოსნად ოპენ სორს პროდუქტი აირჩია :) :) :)

    სხვა ბიბლიოთეკებიც არის და სიმართლე ითქვას არანაკლები ხარისხის, მაგრამ ეტყობა M$ – ისთვის jQuery – ს ფილოსოფია აღმოჩნდა უფრო მისაღები :)

    P.S.
    ისე ის მ%^*&რი რაც ASP.NET Ajax – ის სახით აქვთ კი იმსახურებდა გადაგდებას და თავიდან შექმნას :D :D

    მამენტ .Net – ის და ზოგადად M$ – ის ფანებს რომ ჰკითხო ოპენ სორსი ბუნების შეცდომაა და არ უნდა არსებობდეს, ან თუ იარსებებს აუცილებლად M$ – ის ნაირი კანტორების კონტროლის და ფინანსირების ქვეშ :D ხოდა მაგარი მაინტერესებს ახლა იმ ხალხის აზრი რომლებიც ASP.NET Ajax – ს მსოფლიოს მეცხრე საოცრებად მიიჩნევდნენ :D :D :D

  11. LRuby says:

    ხო ისე jRails-ზე რას იტყვით? არავის არ გქონაით შეხება?

  12. @LRuby

    ეგეც jQuery არ არის?

  13. LRuby says:

    იოსები
    კი jRails არის jQuery-ს ინტეგრაცია რეილსთან.
    მე ჯერ არ დამიწყია მაგის გარჩევა და იმიტო ვიკითხე ვინმემ თუ რამე იცის თქო. :)
    აი საინტერესო რამაა თუ დაგაინტერესა ნახე http://outwestmedia.com/TAE/jQueryOnRails.pdf

  14. @LRuby

    გამომდინარე იქედან რომ Rails – თან მწყრალად ვარ დიდი ინტერესი არ გამაჩნია ;) Pure jQuery მირჩევნია :) მაგრამ რეილსის მოყვარულებისთვის მართლა კარგი რამეა..

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"