LinGO – ინგლისურ/ქართული ლექსიკონი iPhone – სთვის

რამდენიმე დღით ქალაქიდან ვიყავი გასული, და როგორც იქნა მოვიცალე iPhone SDK – სთვის. რამდენიმე დღიანი ექსპერიმენტების შემდეგ პირველი რეალური აპლიკაცია შევქმენი :)

ძალიან აზარტული პროცესი აღმოჩნდა iPhone – სთვის წერა. მართალია iPhone SDK არ იძლევა აპლიკაციების წერის ისეთ კომფორტს როგორც ეს ჩვეულებრივი Mac OS X – ისთვის წერის დროს გვაქვს, მაგრამ თუ დამიჯერებთ მაინც საკმაოდ სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა :)

ამჯერად არ შეგაწყენთ თავს Objective-C – ს და Cocoa Touch – ის დეტალებზე საუბრით. თუმცა ეს ძალიან საინტერესო თემაა და იმედია გამოვნახავ დროს და ამ თემის ირგვლივ შეძლებისდაგვარად საინტერესო პოსტებს შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება პროდუქტს იგი ფუნქციონალურად აბსოლუტურად გამართულია, არ აღენიშნება ბაგები და მუშაობს სტაბილურად. უახლოვეს დღეებში, როდესაც ისევ მოვიცლი, აუცილებლად დავდებ მისი ინსტალაციის ინსტრუქციას.

ჯერჯერობით მხოლოდ iPhone – ს სიმულატორშია გატესტილი, მე კი სამწუახაროდ iPhone – ზე ოპერაციული სისტემის 1.3 ვერსია მიყენია. iPhone SDK კი მხოლოდ ოპერაციული სისტემის 2.0 ვერსიას ითვალისწინებს :(

ამიტომ როგორც კი შევძლებ ტელეფონზე რეალური ტესტირების ჩატარებას, მაშინათვე ხელმისაწვდომს გავხდი ამ პროდუქტს.

მანამდე კი შეგიძლიათ ეს სურათები დაათვალიეროთ და გამიზიაროთ თქვენი მოსაზრებები :)

ტეგები: , , ,

31 Responses to “LinGO – ინგლისურ/ქართული ლექსიკონი iPhone – სთვის”

  1. Rocko says:

    ვაა, მაგარია :) ამ დღეებში ვაპირებ ზუსტად მოვიცალო 2.0-ზე გადაპრაშივკებისთვის და ეგრევე დავტესტავ :)

    ბაზა აქვს თუ სატესტოდაა სიტყვები შეყრილი?

  2. არა, რა სატესტო სიტყვები ბაზა აქვს 50,000 სიტყვით :)

    მუშა სოფთის სკრინებია ეგ უკვე, დღეს დილით დავასრულე ;)

    თუ გატესტავ კარგი იქნება, აპარატზე არ გამიტესთავს ჯერ :D

  3. giolekva says:

    გაუმარჯოს.
    მაგარია ძაან, მე მიყენია 2.0 პრაშივკა და როგორც კიდე დადებ რეპოზიტორიის მისამართს მაშინვე გავტესტავ ;) . საკმაოდ გამოყენებადი პროდუქტი იქნება.
    წარმატებები.

  4. giolekva says:

    და რა მაინტერესებს. ამხელა ბაზა საიდან “დააიმპორტირე” აპლიკაციაში? რაიმე ხერხით ინახავ თუ რაღაც ისეთი საშუალება არის რაც არ ვიცი?

  5. *giolekva

    დავდებ რეპოს მისამართს მალე, გაიხარე ;)

    ბაზა ძალიან დიდიც არ არის… 3.7 მეგაბაიტია სულ :) დაიმპორტებაც არაფერი განსაკუთრებული, SQLite – ს მხარდაჭერა აქვს iPhone – ს და MySql – იდან დავაიმპორტე SQLite ფორმატში და ეგ იყო თავი ბოლო :)

  6. giolekva says:

    აჰა ეგ მაინტერესებდა, მეგონა რაიმე სხვა ხერხით გქონდა გაკეთებული.

    ოკ ველოდებით რეპოს :)

  7. Rocko,
    giolekva

    აი რეპო: http://www.code.ge/iphonesoft/repo.xml

    მაგრამ რამდენად კარგად გავაკეთე არ ვიცი, პირველად გავაკეთე და ვერც ვატესტირებ :(

    აპლიკაცია იბილდება ვარნინგების გარეშე, იმედია იმუშავებს :)

    თქვენი იმედი მაქვს!

  8. giolekva says:

    ეხლა ვცდილობ LinGO-ს დაყენებას, მაგრამ Cydia არ ამატებს რეპოზიტორიას :( . შეილება Cydia-ს ბრალია, მაგრამ შენც გადაამოწმე იქნებ არასწორად გააკეთე repo, მითუმეტეს თუ პირველია შენთვის :)

    სხვამაც თუ ცადეთ დაყენება, დაპოსტეთ რამ და როგორ ჩაიარა.

  9. გაიხარე გიო, ეხლა ვნახე და შეცდომა მქონდა XML – ში. გავასწორე და დაინახა installer – მა. სცადე აბა ისევ :)

    არა შევცდი :( რეპო კი დაინახა, მაგრამ აპლიკაცია არ ჩანს თვითონ ლისტში :( ვცდილობ გავასწორო :D

    არა, აპლიკაციასაც ხედავს, უბრალოდ “Uncategorized” განყოფილებაშია რატომღაც…

  10. giolekva says:

    არაა არ შვება არაფლით ;(. შეიძლება Cydia-სთან აქვს პრობლემები, მარა არამგონია. ამბობს რეპოზიტორიას ვერ ვნახულობო და ეს შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს თუ ოფიციალური რეპო არისო, არადა არც ოფიციალურია და რეპოც არსებობს. სამწუხაროდ ჯერ 2.0 პრაშივკისთვის Installer არ არი ამიტომ მაქედან დაყენებას ვერ მოვახერხებ. იქნებ ყველაფერი რო გასწორდება მერე შეძლოს Cydia-მ დანახვა.

  11. ძალიან ცუდი :( არადა 1.1.3 – მა რეპოც დაინახა და აპლიკაციაც… მაგრამ ცხადია ვერ დააინსტალირა 2.0 OS ჭირდება…

    გადავიკითხავ ეხლა Cydia – ს დოკუმენტაციას, ეგება მეშლება რაიმე :)

  12. ეუფ… გადავხედე ეხლა Cydia – ს დოკუმენტაციას: http://www.saurik.com/id/7

    საერთოდ სხვანაირად არის საჭირო პეკიჯის გაკეთება თურმე :D

  13. giolekva says:

    აუფ, ეგ არ ვიცოდი.
    თუ არ დაგეზარება და გააკეთებ Cydia-სთვისაც აქ ვარ :)

  14. მეგობარო იქნებ iPhone SDK სადმე ქართულ სერვერზე აქაჩო და ლინკი მოგვაწოდო.
    ეფლის სერვერიდან ძალიან ნელა იქაჩება, ხშირად წყდება კავშირი და ვერ აგრძლელებს
    დღეს სამჯერ ვცადე

  15. @დავით მაჭახელიძე

    სამწუხაროდ ვერ დავდებ… განახლებას გადმოწერის შემდეგ ვაინსტალირებ და მაშინათვე ვშლი :( შენახვას აზრი არ აქვს…

    და სამაგისოდ ნამდვილად ვერ გადმოვწერ ამხელა ფაილს თუ განახლება არ გამოვიდა…

    ისე FF – ისთვის არის პლაგინი სახელად DownThemAll და მისი მეშვეობით ვიწერ უპრობლემოდ. ავტორიზაციის შემდეგ მისი მეშვეობით დაიწყე გადმოწერა და რეზიუმეს თავად გაუკეთებს თუ რაიმე უსაშველო არ მოხდა…

    ერთია რომ კავკასუსის “სწრაფი” ინტერნეტის გამო ღამის განმავლობაში ვიწერ SDK – ს… ვტოვებ კომპს ჩართულს და დილით გადმოწერილი მხვდება :)

  16. ცქნაფი says:

    მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა :D

  17. დავითი says:

    2.0.2 მაქვს, მაგ რეპოს ჩემთან ვერ დავამატებდი რადგან მეოთხე ვერსიის ინსტალერში განსხვავებულად იგება რეპოს სტრუქტურა. თუ გაინტერესებს შეგიძლია ნახო ripdev.org
    მე მაინც გადმოვწერე შენი აპი პირდაპირი ლინკით და ჩავაგდე მაგრამ არ გაეშვა, ჩმოდიც გავუკეთე. ეტყობა რაღაც შეცდომა გაქვს დაშვებული…

    ძალიან კარგ საქმეს აკეთებ და ბევრს გაუხარდება თუ გააგრძელებ მუშაობას შენს აპპზე.

  18. სალამი იოსებ!
    ფანტასტიური რამ გააკეთე ეხლა შენ! დიდი მადლობა გაწეული გარჯისათვის. მეც ჯერ-ჯერობით 114-ზე ვარ ვერ დავაყენებ, ალბათ ერთ კვირაში შევძლებ.
    მე სხვა რამ მაინტერესებს. ამ პროექტს როგორი ლიცენზიით გაავრცელებ? კომერციული თუ ღია წყაროსი?
    თუ შესაძლებელია, რომ გავისაუბროთ ამ თემაზე? ვფიქრობ, საინტერესო შემოთავაზების გაკეთება შემეძლება.
    ჩემი ელფოსტა: delphi.lazarus@gmail.com

  19. დავითი says:

    დიმა აპსტორში განთავსებაში თუ დაეხმარები კარგი იქნება !
    მაგრამ სახელის შეცვლა მოუწევს, რადგან ამ სახელით უკვე არის აპპი.

  20. დავით,
    თუ იოსები დაგვრთავს ნებას, მაშინ დავამატებ ჩემს რეპოს.

  21. @დელფი

    დავით,
    თუ იოსები დაგვრთავს ნებას, მაშინ დავამატებ ჩემს რეპოს.

    დაამატე რეპოში არ არის პრობლემა ;) უბრალოდ მაინც ვერ გავტესტე 2.x – ზე ჯერ :(

  22. DAტო says:

    იოსებ მე გავტესტე 2.1 და მუშაობს შეფერხებებით , მართალია თავიდან არ იმუშავა მაგრამ რაღაცეების შეცვლის შემდეგ ამუშავდა, ჯერ კიდევ რაგაც პრობლემები აქვს სქლ ბაზასთან ძებნაში და მაგი არის გასასცორებელი )))) კარგი იქნება როგორც ავტორმა რომ თქვენ თვითონ გადახედოთ და პორტაცია გაუკეთოთ ამ მეტად საჭირო პროგრამას, ხომ იცით მუნჯის ენა დედამ იცისო ))) ამიტომ ჯობია შენ გასწორო თორემ გუშინ სულ ავრიე ყველაფერი გადაწერა რო დაუპირე))))

  23. @დათო

    დიდი მადლობა :)

    2.1 არ მაქვს სამწუხაროდ რომ გამეტესტა და ბოლო დროს ძალიან შეზღუდული ვარ დროში რომ მომეცალა მაგისთვის. რა მაინტერესებს იცი?

    1) შეფერხებებით მუშაობაში რა იგულისხმება? სიმულატორში უპრობლემოდ მუშაობს;

    2) ბაზაში ძებნასთან რა პრობლემებია? უზუსტობებია რაიმე სახის? თუ კიდევ სხვა ხასიათის პრობლემებია?

    სანამ მოვახერხებ 2.1 – ზე ფიზიკურად ტესტირებას ეგება ეს დეტალები დამიკონკრეტო?

    წინასწარ დიდი მადლობა :)

  24. დათო says:

    შეფერხებები ჩემი ბრალი ყოფილა მე თვითონ აურიე კოდები რომელიც გადაკითხვის შემდეგ გამოვასწორე ანუ სწრაფათ მუშაობს და ბოლოჯამში ზალიან სტაბილურია !!!

    სქლ კავშირს რაც შეეხება თავის ბაზასთან ნორმანულათ მუშაპბს მე დავამატე მეორე სქლ ბაზა როგორც დიქშიონარი ოპტიონი და მაგან შექმან პრობლემები )))

    ისე აქ ორი ვარიანითია პირველი ეს პროგრამა რომ დაამთავრო და ყველა გახარებული იქნება და მეორე ვებდიქტპროსთვის რომ გააკეთო მარტო დიქთიონარის ოპტიმიზაცია მაგრამ მგონი პირველი ვარიანტი ჯობია !!!

    ———————-
    საბოოლოთ ის მინდოდა მეთქვა ამედნი ლაპარაკის შემდეგ რომ მე ფიზიკურად გავტესტე 2.1 ზე და ყველაფერი კარგათ არის უბრალოდ მე ვფიქრობ რომ შენი გაკეტებული უფრო გარგი იქნება ვიდრე ჩემი ნაფორხილარი სულ ალბათ 20 წუთიც არ მიჩალიჩია და ჩემ ამხანაგებს ძალიან მოსცონთ და ამიტომ სუყველა გამოვაგზავნე კოდ.გი ზე რომ ავტორის ვერსია მანდ იქნება მეთქი )))

    დამიჯერე ეს ქართველი იფონის მომხმარებლებისთვის ყველაზე სასურველი პროგრამა იქნება !!!!!!!!!

    აბა შენ იცი მაგარი პროგრამააა და კარგი საიტია ასე განაგრძე !!!

    სასიამოვნო რომ ნახო ქართული ინტერნეტ სივრცეში პორნოს და ვარეზის გარდა სხვა საიტებიც რომ არის
    ——————-
    ხო და კიდევ იმათ ვინც ჩემი ერთერთი მეგობრივით აქედან გადაწერეს ზიპ ფაილი ამ პროგრამის დაანებეთ ნუ აწვალებთ ჩმოდს და ასე სემდეგ არ იმუსავებს შიდა კოდებია გადასასწორებელი რომელსაც იოსები ალბატ მელე მოაბავს თავს )))

  25. @დათო

    რაღაცა ვერ გავიგე :(

    ცვლილებები კოდში როგორ შეიტანე? რამდენადაც მახსოვს სორსები არსად არ დამიდია და რა სახის ცვლილებებზეა ლაპარაკია კოდში?

    ვერც იმას მივხვდი წესიერად რა არის დასამათავრებელი ან გასასწორებელი კოდში? იმ სახით რა სახითაც აქ დევს პროგრამა სრულად ფუნქციონირებადია და მართლა ვერ მივხვდი რა უნდა გავასწორო :(

  26. ბესო says:

    თუ შეგიძლიათ მითხარით ეს მსგავსი სკრიპტია რაც http://www.georgianweb.com/language/lingvo/lingvo.html საიტზეა განთავსებული?
    მადლობთ.

  27. @ბესო

    მსგავსების რა გითხრათ… ერთი და იგივე დანიშნულების არის ორივე პროგრამა მაგრამ აქ რაც დევს iPhone – სთვის არის…

  28. იოსებ თუ შეგიძლია ჩემი ფოსტა ნახო
    და კონტაქტები გავცვალოთ,
    ან SkyPe_ში დამეკონტაქტო შალვა-X
    …დიახ რა თქმა უნდა რამოდენიმე
    მო_SQL_ო რჩევა მჭირდება… :)

  29. ბულოგას says:

    ნუთუ ასე კარგად დაწყებული საქმე გაჩერდა? ბოლო პოსტი წელიწადზე მეტი ხნისა, იქნებ რამე გაგრძელება არსებობს, აპლიკაციას ნამდვილად შევიძენდი. 3G

  30. @ბულოგას

    არა, არ გაჩერებულა პროექტი ;)

    აქ ნახე დეტალები: http://www.code.ge/lingeo

  31. აუ რა მაინტერესებს. ჩინურ აიფონზე აპლიკაციები როგორ გავუშვა ? დამეხმარეთ რა : ))

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"