გავიდა რამდენიმე დღე რაც ლეოპარდს ვეთამაშები… ინსტალაციის შესახებ დავწერე რომ პრობლემები არ მქონია და ასე შემდეგ… მაგრამ გარკვეული უკმაყოფილების საბაბი გამიჩინა ოპერაციული სისტემის ამ ვერსიამ.
- პირველი აპდეიტის გამოსვლამდე სისტემა აშკარად არასტაბილურად მუშაობდა, თუმცა განახლება მალევე გამოჩნდა და შედარებით გასტაბილურდა სისტემა;
- ოპერატიული მეხსიერება რომ არ გამეზარდა 1GB – დან 2GB – მდე, აშკარად იღოღებდა ჩემი MacBook;
- ყველაზე მეტად რამაც გამაცოფა და რამაც მიბიძგა ამ პოსტის დაწერაზე, აკუმულატორი 1 საათში 100% – იდან ჩამოდის 30% – ზე და ქვევით!!!!! როცა მანამდე რამდენიმე საათს უპრობლემოდ ყოფნიდა;
- ის ვიზუალური ზიზილპიპილები ვაღიარებ რომ კარგია მაგრამ არც იმდენად რომ M$ – ის და Windows – ის ეპოქის დასასრულად მივიჩნიოთ;
- სისტემა უკვე რამდენიმეჯერ დარესტარტდა თავისით… შუა მუშაობის პროცესში… ამის მსგავსი Tiger – ში არაფერი შემიმჩნევია თითქმის 9 თვის მანძილზე;
სხვა ისეთ გაუმჯობესებას ვერანაირად ვერ ვატყობ რომ ტაში ვუკრა, გუნდრუკი ვუკმიო და რევოლუციური ვუწოდო ამ სისტემას… ეს არის უბრალოდ ლოგიკური გაგრძელება მისი წინამორბედისა, თან დაუსრულებელი. ეს არის და ეს.
რა გამოდის? რომ თუ ახალი OS მინდა კომპიც უნდა შევცვალო? და რისთვის? მხოლოდ იმისთვის რომ ამ ზიზილპიპილებით დავტკბე? ე.წ. ქავერ ფლოუ კარგია მაგრამ უმეტეს წილად უსარგებლო და უფრო დამღლელი ვიდრე სასარგებლო და კომფორტული… სხვა რა შევაქო? სტეკი? დიდი ამბავი… ამის დამატება რომელიმე რიგით აპდეიტშიც შეეძლოთ…
რევოლუცია არა ქვაბი!
რეპუტაციით დაიწყეს გამომუშავება?

იმედია, რაღაც ახალს ამზადებენ, საიდუმლოდ
როგორც მომავალ მებაღეს, მინდა, ეგრე იყოს
არ ვიცი რითი დაიწყეს მაგრამ, ტაიგერს არასოდეს დაურესტარტებია თავისით კომპი… და არაც აკუმულატორს კლავდა 1 საათში… გაიკეთონ თავისი ფინტიკლუშკები უკან!
ხოო…

მე კი, როგორც მაკის არარეგულარულმა მომხმარებელმა, ერთადერთი აპდეიტი რაც სისტემაში ვნახე, photobooth-ის ფონის ჭრა იყო 
ერთი ახლობელი ბავშვივით ელოდებოდა ტორენტებიდან ლეოპარდის მოქაჩვას, წამებს ითვლიდა. გარშემო ყველას გვამზადებდა, რევოლუციური სისტემააო, ასე თქვა სტივმა თავის ქინოუთშიო
ხოდა, მოქაჩა, დააყენა… 2 დღე ბედნიერი იყო – მერე იგივე პრობლემები დაეწყო ზუსტად
ხო, და კიდევ time machine, რომლის გამოყენებაც თუ გინდა, კაკ მინიმუმ ცალკე ვინჩესტერი უნდა გამოუყო
ერთი რამე ფაქტია, არასოდეს არ ვყოფილვარ არცერთი პროდუქტის უაზრო მომხმარებელი, რასაც ვიყენებ ყველაფრისგან ველი გარკვეულ შედეგს/სარგებელს.. ხოდა ცოტა არ იყოს გული დამწყდა რომ რეკლამის ასეთი გულუბრყვილო მსხვერპლის როლში აღმოვჩნდი
არ ვამბობ რომ გადასაგდებია ლეოპარდი… მაგრამ არც ისე წვიმს როგორიც ქუხილი იყო მანამდე
\m/ ვინდოუს 7! \m/