PHP 4 end of life announcement – მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს!

მართალია მოგვიანებით მაგრამ მაინც უნდა შევეხო ამ ფაქტს და გამოვხატო ჩემი როგორც PHP დეველოპერის უსაღვრო სიხარული მომხდარის გამო.

PHP – ს ოფიციალურ საიტზე პირველსავე გვერდზეა გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია. გამომდინარე იქედან რომ არ ვიმყოფებოდი თბილისში და არანაირად არ მიმიწვდებოდა ხელი ინტერნეტზე ამ ფაქტის შესახებ ძალიან გვიან შევიტყვე, თუმცა ნამდვილად ღირებული და ჩემთვის პირადად ძალიან სასიხარულო განცხადებაა რადგან ამ დღეს დიდი ხანი ველოდი.

მაშ ასე => მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს! :D

მართალია ადრე თუ გვიან ეს დღე დადგებოდა თუმცა დამეთანხმებით რომ ძალიან ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. ამისათვის უამრავი მიზეზი არსებობს და გარკვეულწილად ბუნებრივიც იყო რომ ამ ვერსიის(PHP 4) ასე მარტივად ამოღება ბაზრიდან ვერ მოხერხდებოდა მაგრამ მთავარი ის არის რომ ეს უკვე მოხდა და იმედია რომ ჰოსტინგ კომპანიები და სხვადასხვა პროდუქტების ვენდორები ამ ფაქტს სათანადოდ შეაფასებენ.

რითი არის(იყო) PHP4 ცუდი და რატომ არის PHP5 უკეთესი და რის გამო უნდა მოხდეს ენის ამ ვერსიაზე რაც შეიძლება სწრაფი გადასვლა? მათთვის ვისთვისაც ამ ორ ვერსიას შორის სხვაობა უცნობია შეუძლიათ წაიკითხონ ეს პოსტი რომელიც რამდენიმე წლის წინ ვთარგმნე, ანუ მაშინ როდესაც პირველი ოფიციალური რელიზი გამოვიდა. მას მერე უამრავი რამ შეიცვალა PHP5 – ში და საგრძნობლად დაიხვეწა თითქმის სრული ვერსია, თუმცა რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ჩემის აზრით ეს არის ის რომ PHP 5.1.6 ვერსიის გამოსვლის შემოდგომ უკუთავსებადობა PHP – ს წინა ვერსიასთან აყვანიალი 100% – ზე თუ არა 99% – ზე ნამდვილად, რაც უდავოდ უზარმაზარი პლიუსია.

რას მოგვცემს ჩვენ დეველოპერებს ამ ვერსიაზე საბოლოოდ გადასვლა? პირველ რიგში ეს არის ნორმალური პროგრამირების შესაძლებლობა!!! დახვეწილი OOP მოდელი რომელიც რეალიზებული იყო ამ ვერსიაში ნამდვილად რევოლუციის ტოლფასია PHP4 – ის კასტრირებულ OOP მოდელთან შედარებით (თუმცა Java და C# დეველოპერებს ვისთვისაც ეს ენა უცხო გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის თუნდაც ეს დახვეწილი OOP მოდელი)

იმედი მაქვს რომ ეს ერთი დეტალიც კი დეველოპერებს ძალიან დიდი კომფორტის შეგრძნებას გაუჩენს, მიუხედავად იმისა რომ პირადად მე საკმაოდ სკეფტიკური დამოკიდებულება მაქვს ზოგადად PHP დეველოპერების უდიდესი ნაწილისადმი(შესაძლოა ეს არაკოლეგიალურად ჟღერს მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება!) და მიმაჩნია რომ მათმა დიდმა ნაწილმა გამომდინარე ამ ენის ბუნებიდან საერთოდ არ იცის რა არის აპლიკაციის დიზაინი, რა არის პატერნები და ა.შ. ანუ ის ძირეული დეტალები რაც საჭიროა მაღალი დონის პროგრამული კოდის შესაქმნელად (ასევე უნდა აღინიშნოს ის რომ პირველი დამნაშავე ამაში თავად PHP – ა). თუნდაც იძულებული გადასვლა ენის ამ ვერსიაზე მაძლევს იმის იმედს რომ თავად ენის ათვისება მოხდება უფრო საფუძვლიანად, უამრავი ე.წ. PHP დეველოპერი რომელსაც აქამდე წარმოდგენა არ ჰქონია ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირების დეტალებზე, უკეთ აითვისებენ ამ ყოველივეს რაც თავისთავად უკეთესი პროდუქტების შექმნის გარანტი იქნება.

დანარჩენი უპირატესობების ჩამოთვლას აქ არ მოვყვები თუმცა ეს სია იმდენად ვრცელია რომ იმედი მაქვს ყველა იპოვის ამ ცვლილებებში მათთვის საჭირო და სასარგებლო დეტალებს.

მაშ ასე იმედია ეს ფაქტი ქართულ ჰოსტინგ პროვაიდერებსაც შეაბერტყინებს ყურებს და რაც შეიძლება მალე გადავლენ ამ შესანიშნავი ენის უახლეს ვერსიაზე :)

ტეგები:

5 Responses to “PHP 4 end of life announcement – მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს!”

  1. გიორგი says:

    უდავოდ კარგია რო მეოთხე ვერსია მოკვდა, მაგრამ მე მგონია ეს იმის გარანტია არაა, რომ PHP დეველოპერები OOP-ს აითვისებენ. ენის შესაძლებლობა არ ნიშნავს ალბათ იმას, რომ ყველა ობიექტზე ორიენტირებულ აპლიკაციებს ააგებს. რატო აითვისებს OOP-ს PHP4 – ის დეველოპერი, როცა PHP5 არანაირად არ ზღუდავს ??? თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს …

  2. გიორგი

    მე მხოლოდ იმედი გამოვთქვი რომ ეს ასე იქნება :D თუმცა აღდგომა და ხვალეო :)

    საქმე რაშია იცი? აი გუნდში რომ აიყვან PHP დეველოპერს და უნდა თუ არ უნდა რომ მოუწევს მაღალი დონის პროგრამულ კოდთან მუშაობა და თავს უვიცად რომ იგრძნობს ხომ გახდება იძულებული რომ ჩაეძიოს და ჩაუღრმავდეს? ან ახალი თაობის პროდუქტები რომ წამოვა და ყველა თუ არა დიდი ნაწილი მაინც რომ მაღალი დონის OOP – თი იქნება შესრულებული ხომ აფიქრებინებს ბევრს რომ “ვა ეს რანაირად წერია? რატომ არის ასე?” და ასე შემდეგ? შენც ხომ იცი PHP დეველოპერების უმეტესობას რა ბომჟი ფილოსოფია აქვთ? მოგწონს ეგ? :D

  3. გიორგი says:

    არც მითქვია მომწონს მეთქი :) უბრალოდ მგონია, რო ჯერ კიდევ დიდი დრო გავა იქამდე, სანამ PHP დეველოპერები მასიურად დაიწყებენ ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას.

  4. ოთო says:

    შემეშვით რრა :) ))))))))))))))))

  5. რა გინდა კაცო რითი ხარ უკმაყოფილო? :D

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"