პოსტები ტეგით “Ajax”

jQuery – მორიგი დიდი აღიარება 2

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც jQuery – ს დიდ აღიარებაზე დავპოსტე. ამ JavaScript ბიბლიოთეკას ჩემი ადვოკატობა ნამდვილად არ ესაჭიროება, მაგრამ, ამჯერად მისი აღიარების ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს აქვს ადგილი და არ შემიძლია არ დავწერო :)

jQuery – ს ოფიციალურ ბლოგზე ბოლო პოსტი ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას ეძღვნება: jQuery, Microsoft, and Nokia

Microsoft თავის ცნობილ ASP.NET Ajax ფრეიმვორკს სწორედ jQuery – თი გააფართოვებს და იგი გავრცელდება ვიჟუალ სტუდიოსთან ერთად. Nokia კი თავის Web Run-Time – ს გაამდიდრებს ამ ბიბლიოთეკით.

ასევე ამ თემას ეხება და ძალიან საინტერესოა GWTQuery(jQuery – ის მსგავსი იმპლემენტაცია) რომელიც GWT – ს ბოლო რელიზის პრეზენტაციის დროს აშკარად აქცენტირებული იყო :)

მანამდე რომ YUI – შიც დაამატეს ე.წ “query selector” – ის იმპლემენტაცია მაგაზე აღარაფერს ვამბობ… მთავარი ერთია, რომ ის მიდგომა რომელიც შეიმუშავა ჯონ რეზიგმა, დომინანტი აღმოჩნდა დღევანდელ JavaScript ბიბლიოთეკების გადატვირთულ ბაზარზე. არადა როგორ მწარედ მახსოვს რამდენჯერ მიკამათია მწარედ როგორც .Net – ის, ასევე GWT – სა და YUI – ს თაყვანისმცემლებთან jQuery – ის უპირატესობაზე… მაგრამ უშედეგოდ :D თუმცა როგორც იტყვიან აღდგომა და ხვალეო, დრომ ყველაფერი დაამტკიცა და თავის ადგილზე დააყენა…

Long Live jQuery :D

ტეგები: , ,

Ajax: HTML ფორმის სერიალიზაცია POST რიქვესტისთვის

ვაგრძელებ სერიალიზაციის თემას, და ამჯერად შევეხები HTML ფორმის სერიალიზაციას. HTML ფორმის სერიალიზაციაში იგულისხმება მისი ველების სახელებისა და მნიშვნელობების ჩვეულებრივ პარამეტრი/მნიშვნელობა(parameter/value) სტრიქონში გადაყვანა. ეს ფორმატი ყველასთვის კარგად არის ცნობილი და მას აქვს ტრადიცულად შემდეგი სახე:

param1=value1&param2=value2&param3=value3

ანუ პარამეტრი/მნიშვნელობა წყვილების ერთობლიობა, სადაც წყვილის გამოყოფად გამოიყენება & სიმბოლო.

რა საჭიროა ფორმის ველებისა და მნიშნველობების ასეთი ფორმატში გადაყვანა? ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია XMLHttpRequest (XHR) კონტექსტში. ცნობილია რომ ე.წ. “Ajax” აპლიკაციებში ფართოდ სწორედ ეს ობიექტი გამოიყენება, და უშუალოდ მისი მეშვეობით ხორციელდება ასინქრონული რიქვესტები(მოთხოვნები?) სერვერზე. გამომდინარე იქედან რომ XHR სერვერვთან კომუნიკაციისათვის იყენებს ჩვეულებრივ HTTP პროტოკოლს, მისი მეშვეობით სევერზე მონაცემების გაგზავნა შეგვიძლია ტრადიციულად ან POST ან GET მეთოდით.

ცნობილია რომ GET მეთოდის გამოყენება რეკომენდირებულია ისეთ შემთხვევაში, როდესაც სერვერზე გასაგზავნი ინფორმაცია არის ძალიან მცირე. რადგან ამ მეთოდის გამოყენებისას სერვერზე გასაგზავნი ყველა პარამეტრი იგზავნება URI – ს მეშვეობით ცხადია რომ გარკვეული შეზღუდვა ინფორმაციის ზომაზე არსებობს.

რაც შეეხება POST მეთოდს, იგი გამოიყენება ისეთ შემთხვევაში როდესაც სერვერზე გასაგზავნი ინფორმაციის ოდენობა არის დიდი. გამომდინარე იქედან რომ GET მეთოდისაგან განსხვავებით ამ ინფორმაციის გაგზავნა სერვერზე ხდება არა URI – ს მეშვეობით არამედ ის იდება უშუალოდ HTTP – ს ტანში ეს შეზღუდვა გარკვეულწილად იხსენბა.

ტრადიციული გზით(იგულისხმება XHR – ის გარეშე) ფორმის სერვერზე გაგზავნის შემთხვევაში ზემოთთქმული ხორციელდება ავტომატურად, ბრაუზერის მიერ. თუმცა XHR – ს მსგავსი რამ არ შეუძლია და ასეთ შემთხვევაში პარამეტრების შესაბამისი მომზადება და ობიექტის მეთოდებისათვის მათი გადაცემის პასუხისმგელობა მთლიანად პროგრამისტს ეკისრება. სრულად »

ტეგები: ,

JavaScript: ობიექტის JSON სერიალიზაცია

JSON (JavaScript Object Notation) – ნოტაცია დღესდღეობით ფართოდ გამოყენებადი და ძალიან მოხერხებული საშუალებაა ინფორმაციის გაცვლისათვის. გამომდინარე იქედან რომ იგი არის ჩვეულებრივი სტრიქონი, იგი არ არის დამოკიდებული არც ენაზე და არც პლატფორმაზე.

JSON თანაბარი წარმატებით გამოიყენება ისეთი მაღალი დონის ენებში როგორიც არის: Java, PHP, Ruby, C#, JavaScript და ა.შ. გარდა ამისა იგი არის ერთერთი შეუცვლელი ნაწილი თანამედროვე Ajax აპლიკაციებისა და ფართოდ გამოიყენება კლიენტსა და სერვერს შორის ინფორმაციის მიმოცვლისათვის. სრულად »

ტეგები: ,

“Ajax upload” & XML response

“Ajax upload” ანუ ფაილის ატვირთვა სერვერზე Ajax მიდგომით როგორც ასეთი მითია და სინამდვილეში არავითარი Ajax upload არ არსებობს გამომდინარე იქედან რომ ფაილის ატვირთვა სერვერზე სინამდვილეში არ ხდება XMLHttpRequest(XHR) ობიექტის გამოყენებით(და ეს შეუძლებელია ამ მომენტისათვის), ნაცვლად ამისა ამ ამოცანის გადასაჭრელად გამოიყენება დამალული iframe ელემენტი რაც ქმნის შესაბამის ილუზიას რომ ფაილის ატვირთვა ხდება ე.წ. “Ajax” მეთოდით.

დღესდღეობით ეს გამოსავალი ერთადერთია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იგი მუშაობს და მუშაობს ძალიან კარგად, თუმცა არსებობს ერთი დეტალი რომელიც საკმაოდ პრობლემატურია. პრობლემა მდგომარეობს სერვერიდან დაბრუნებულ პასუხში(response).
სრულად »

ტეგები: , , ,