პოსტები ტეგით “Apache”

Ant, Rhino, YUICompressor & JS Packer

დაახლოვებით ერთი წლის წინ ზედაპირულად შევეხე JavaScript ფაილების კომპრესიას. ძველი პოსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ არცთუ ისე ცუდი შედეგია. თუმცა რამდენიმე დეტალი მაინც საჭიროებს გადახედვას, კერძოდ კი:

  • JavaScript ფაილების კომპრესიის პროცესი არ არის ავტომატიზებული;
  • ფაილების კომპრესია მთლიანად ეყრდნობა დენ ედვარდსის ე.წ Packer – ს რომელიც გარკვეულ მიზეზთა გამო საკმაოდ მოუხერხებელია;

პირველ რიგში სანამ გადავალთ უშუალოდ ფაილების კომპრესიის ავტომატიზაციის პროცედურაზე საჭიროა საბოლოო ამოცანის სრულად ჩამოყალიბება.

მიზანი

  • JavaScript ფაილების გაერთიანება და ერთი საბოლოო ფაილის მიღება;
  • გაერთიანების შედეგად მიღებული ფაილის მინიფიკაცია და ობფუსკაცია;
  • მინიფიცირებული ფაილის ზომაში კიდევ უფრო მეტად შემცირება base62 კოდირებით;
  • საბოლოო ფაილის gzip კომპრესია;

სრულად »

ტეგები: , ,

Mac Os X XAMPP: Tidy – ს ინსტალაცია PHP-5.2.6 – სთვის

ამ პოსტში მინდა მოგითხროთ პატარა ისტორია Mac OS X – ზე PHP – ს რეკომპილაციით მიღებულ “სიამოვნებასა” და უსაზღვრო “კომფორტზე” რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში მივიღე.

მაშ ასე, თუ თქვენ იყენებთ XAMPP – ს და გესაჭიროებათ PHP – სთვის tidy გაფართოვების დამატება რომელიც სამწუხაროთ XAMPP – ს არ მოყვება, გაგახარებთ და გეტყვით რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე დგახართ :D სრულად »

ტეგები: , ,

mod_deflate: js და css ფაილების კომპრესია

დიდი ხნის პაუზის შემდეგ ვუბრუნდები ბლოგერობას ;) თავისთავად საინტერესო პოსტით(იმედი მაქვს რომ ეს ასეა)…

ჩემი ბოლო ერთი წლის საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ე.წ. Client Side დეველოპმენტთან, რაც თავისთავად საკმაოდ ბევრ ნიუანსს მოიცავს. თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღების გამახვილება მინდა CSS და JS(JavaScript) ფაილებზე, მათ ზომებზე და კომპრესიის მეთოდებზე… სრულად »

ტეგები:

mod_security: პრობლემა და სწრაფი გამოსავალი

ამ ბოლო დროს რამდენჯერმე პრობლემა შემექმნა mod_security – სთან. ეს არის ერთგვარი ვებ აპლიკაციის ფაირვოლი რომელიც უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას და ყენდება როგორც Apache ვებ სერვერის მოდული.

განმარტება მწარმოებლის საიტიდან:

ModSecurity is an embeddable web application firewall. It provides protection from a range of attacks against web applications and allows for HTTP traffic monitoring and real-time analysis with no changes to existing infrastructure.

ამ მოდულს გააჩნია უამრავი კონფიგურაციის პარამეტრი რაც საგრძნობლად აუმჯობესებს რესურსის უსაფრთხოებას თუმცა მისი კონფიგურაციის ზოგიერთი დეტალი გარკვეულ პრობლემებსაც იწვევს. სრულად »

ტეგები: