პოსტები ტეგით “Apple”

Mac OS X Leopard

Leopard Box გუშინ Mac OS X Leopard – ის დაინსტალირების ბედნიერება მხვდა წილად. ინსტალაციამ ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩაიარა, რაც ყველაზე მეტად სასიხარულო იყო ჩემს შემთხვევაში არაფერი არ გაუფუჭებია და არაფერი არ დაუკარგავს, მიუხედავად იმისა რომ ამის საფუძვლიანი შიში მქონდა არაერთგვაროვანი გამოხმაურებების საფუძველზე.

სისტემა არ დამიინსტალირებია ე.წ. “Upgrade” მეთოდით, ჯერ ჩავდე დისკი, შემდეგ გავთიშე მაკბუკი და ჩავრთე. ჩართვის დროს თითი მეჭირა C კლავიშზე რითიც სისტემის ჩატვირთვა მოხდა DVD – დან. დანარჩენი ყველაფერი ზედმეტად მარტივია, ინსტრუქციას მიყვები და ინსტალირდება.

ერთადერთი რამაც არ იმუშავა ეს იყო XAMPP ამ შემთხვევაში ორ პრობლემას წავაწყდი:

PHP ვერ ქმნიდა სესიას რადგან შესაბამის დირექტორიაზე არ ჰქონდა პერმიშენი. ამის გამოსწორება ძალიან მარტივად მოვახერხე, PHP.INI – ში(რომელიც განთავსებულია კატალოგში: /Applications/xampp/etc) შემდეგი პარამეტრის ცვლილებით:

session.save_path = /tmp;

არ იმუშავა MySql – მა, ამის საფუძვლიანი შიში მქონდა რადგან გავრცელდა ხმები რომ MySql არ მუშაობდა/არ ინსტალირდებოდა ახალ ოეპრაციულ სისტემაზე თუ მას ხელით არ დავაკომპილირებდით. თუმცა სისტემის გადატვირთვის შემდეგ MySql – იც პატიოსნად ამუშავდა და ვერ მივხვდი თავიდან რის გამო შეექმნა პრობლემა.

რაც შეეხება სისწრაფეს, ამ მხრივ არაფერი განსაკუთრებული… მოარული ხმები რომ Leopard გაცილებით სწრაფია ჩემის აზრით უაზრო ფანატების გავრცელებული უსაფუძვლო ჭორია… რადგან გუშინ სისტემის დაინსტალირებამდე ოპერატიული მეხისერება გავზარდე 1GB – დან 2GB – მდე…

აგრეთვე მართლა გულით გამეხარდა რომ როგორც იქნა Mozilla FireFox – ში ქართულის პრობლემა აღმოფხვრილია :) ხოლო Safari – ში ახალი ინსპექტორი წინა ვერსიასთან შედარებით აშკარა რევოლუციაა :D

სხვა განსაკუთრებული საოცრება ჯერ არ შემიტყვია, ყველაფერი ისეა ზუსტად როგორც ეს საპრეზენტაციო ვიდეო რგოლებში აქვს გადმოცემული Apple – ს…

P.S.
არ იმუშავა NeoOffice – მ თუმცა ეს ჩემი ბრალი იყო რადგან ბოლო განახლება არ მეყენა, ბოლო განახლების შემდეგ ისიც ამუშავდა უპრობლემოდ.

ტეგები: ,