პოსტები ტეგით “CSS”

CSS სელექტორების მინიმიზაცია

შეუძლებელია CSS კოდის დაწერა სელექტორების გარეშე და ნებისმიერ შემთხვევაში მუდმივად გვიწევს მათი გამოყენება(რა თქმა უნდა აქ არ იგულისხმება HTML ელემენტის style ატრიბუტში CSS – ის გამოყენება). თუმცა ხშირად სელექტორებთან მუშაობა მოსაბეზრებელი და არასასიამოვნო რუტინაა და ამისათვის საჭირო მათი მინიმიზაცია… სრულად »

ტეგები:

CSS შემოკლებები – border

ლეიაუტის CSS – ის გამოეყენებით აწყობის ერთერთი მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ დოკუმენტებში საგრძნობლად მცირდება HTML კოდის რაოდენობა, ხოლო დიზაინის ლოგიკა მთლიანად გატანილია CSS – ში, თუმცა პირველ პერიოდში როდესაც დავინტერესდი CSS – ით, HTML კოდის შემცირებასთან ერთად აღმოვაჩინე რომ თვითონ CSS კოდი გამოდიოდა საკმაოდ დიდი და რაც ყველაზე უარესია რთულად წასაკითხი და გასარჩევი. დროთა განმავლობაში დავიწყე ინფორმაციის მოძიება CSS – ის კოდის უფრო შემოკლებულად და ეფექტურად წერის შესახებ და ამის ხარჯზე მოვახერხე კოდის საკმაოდ შემცირება. სრულად »

ტეგები:

CSS rollover ეფექტი JavaScript – ის გარეშე

rollover ეფექტი ვებ საიტებისა თუ ვებ აპლიკაციების დიზაინში ხშირად გამოყენებადი ელემენტია. განსაკუთრებით ხშირად იგი გამოიყენება ნავიგაციის მენიუებში, თუმცა არც სხვა შემთხვევები წარმოადგენს გამონაკლისს. წლების წინ როდესაც CSS – ის მხარდაჭერა არასრულყოფილად იყო რეალიზებული ბროუზერებში ამ ეფექტის მიღწევის ერთადერთი გზა იყო JavaScript.
სრულად »

ტეგები: ,

ელემენტის სტილებთან მუშაობა – ნაწილი 2

ელემენტების სტილებთან მუშაობა ხშირი და გარდაუვალი აუცილებლობაა, თუმცა მას გააჩნია თავისი სირთულეები. სტილებთან მუშაობის მარტივი მაგლითი აღწერილია ამ სტატიის პირველ ნაწილში. რაში მდგომარეობს სტილებთან მუშაობის სირთულე და რითია ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი? მთავარი პრობლემა ბროუზერების არათავსებადობაში მდგომარეობს, მიუხედავად იმისა რომ დღეს მინიმუმამდე დავიდა ეს პრობლემა გარკვეულ და ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებში მაინც საჭიროა ამ პრობლემასთან ბრძოლა. სრულად »

ტეგები: ,

ელემენტის სტილებთან მუშაობა – ნაწილი 1

HTML ელემენტებთან მუშაობისას JavaScript-ით ხშირად საჭიროა მისი სტილების ცვლა. სხვადასხვა შემთხვევაში და სხვადასხვა ამოცანის გადაწყვეტის დროს შეიძლება ერთი ან რამდენიმე სტილი შევუცვალოთ ელემენტს, თუმცა ცვლილების გარდა ხშირ შემთხვევაში საჭიროა ელემენტს დავუბრუნოთ საწყისი სახე გარკვეული ოპერაციის დასრულების შემდეგ. სრულად »

ტეგები: ,

ეფექტური მუშაობა CSS კლასებთან JavaScript-ის მეშვეობით

რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობართან საუბრისას(Otory) მან დამისვა ასეთი შეკითხვა შეიძლებოდა თუ არა რომ HTML ელემენტისთვის რაიმე ეფექტური გზით მოგვეშორებინა CSS კლასი. ცნობილია რომ ერთ ელემენტს შეიძლება გააჩნდეს რამდენიმე CSS კლასი ერთდროულად:

1
<div class="classOne classTwo classThree"></div>

ასევე შესაძლებელია რომ ელემენტს JavaScript – ის მეშვეობით დავამატოთ ან მივანიჭოთ სხვა CSS კლასი. თუმცა რომელიმე ერთი კონკრეტული კლასის მოცილება ელემენტისთვის თუ მას გააჩნია რამდენიმე კლასი გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული, რადგან არ არსებობს რაიმე წინასწარ შემუშავებული მეთოდი ამ ამოცანის გადასაწყვეტად. სრულად »

ტეგები: ,