რამდენიმე ადამიანის თხოვნით ჩავატარე გარკვეული ტესტირებები GeoKBD – ს Wordpress – თან ინტეგრაციაზე… მიუხედავად იმისა რომ WP იყენებს TinyMCE – ს ტექსტების ვიზუალური რედაქტირებისათვის აღმოჩნდა რომ GeoKBD – ს ინტეგრირება მაინც ვერ მოხერხდა.
მიზეზი მარტივი აღმოჩნდა ძალიან, Wordpress – ის დეველოპერებს გადაუტვირთიათ გლობალური TinyMCE კლასის მეთოდები რის გამოც პლაგინის ჩატვირთვა ისე აღარ ხდება როგორც ეს ჩვეულებრივ TinyMCE – ს დოკუმენტაციაშია მითითებული.
ამისათვის გავაკეთე პლაგინის განახლება, რომელიც განთავსებულია გუგლის რეპოზიტორიში და შეგიძლიათ გადმოიწეროთ.
რაც შეეხება ინსტალაციას. ეს პროცესი ტრადიციულად მარტივია, გახსენით geokbd-0-2.zip და მის შიგნით არსებული ფაილები გადაიტანეტ ქვემოთ ნაჩვენებ კატალოგში:
/[ROOT]/wp-includes/js/tinymce/plugins/geokbd
ცხადია geokbd კატალოგი წინასწარ უნდა შექმნათ.
შემდეგ გახსენით ფაილი:
/[ROOT]/wp-includes/js/tinymce/tiny_mce_config.php
და მასში მოძებნეთ შემდეგი სტრიქონი:
$plugins = array('inlinepopups', 'autosave', 'spellchecker', 'paste', 'wordpress');
ეს სტრიქონი დაახლოვებით 28-ე ხაზზეა. შემდეგ გადააკეთეთ იგი შემდეგნაირად:
$plugins = array('inlinepopups', 'autosave', 'spellchecker', 'paste', 'wordpress', 'geokbd');
ანუ პლაგინების ჩამონათვალის მასივში საჭიროა geokbd პლაგინის სახელის მითითება.
სულ ეს არის და ეს
მაშ ასე, ვაგრძელებ GeoKBD – სთან თამაშს