პოსტები ტეგით “GeoKBD”

GeoKBD: პირველი განახლება

პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი კობერიძეს აღმოჩენილი შეცდომისათვის სკრიპტში.

რადგან სრულფასოვნად ვერ გავტესტე სკრიპტი, ბუნებრივია რომ არ იყო გამორიცხული მას ჰქონოდა შეცდომები… ეს ასეც აღმოჩნდა :P და ეხლა უშეცდომოდ(იმედი მაქვს) მუშაობს ყველაფერი.

გარდა შეცდომის შესწორებისა რომელიც მდგომარებოდა ერთი და იგივე ფორმის ელემენტების ქართულ კლავიატურასთან მიბმაში, სკრიპტში ასევე შევიტანე სხვა მცირე ცვლილებები რომლებიც მის მოხმარებას უფრო გააიოლებს. ასევე დაფიქსულია Mac OS X Safari – ში აღმოჩენილი ბაგი, რომელიც ტექსტურ ველში პირველი სიმბოლოს აკრეფის დროს იყო.


მცირეოდენი საჭირო განმარტებები

ერთი ფორმის, მრავალი ველის კლავიატურასთან მიბმის საჭიროების შემთხვევაში ნაცვლად შემდეგი კონსტრუქციისა:

GeoKBD.map('my-form', 'my-field-one');
GeoKBD.map('my-form', 'my-field-two');

დინამიური მასივის საშუალებით უკვე შესაძლებელია ასეთი კონსტრუქციის გამოყენება:

GeoKBD.map('my-form', ['my-field-one', 'my-field-two']);

იმ შემთხვევაში თუ საჭირო ფორმის ყველა ელემენტის კლავიატურაზე მიბმა საკმარისია შემდეგი კონსტრუქცია:

GeoKBD.map('my-form');


სკრიპტის გადაწერა შეგიძლიათ პირდაპირ SVN რეპოზიტორიდან

ტეგები: ,

ქართული კლავიატურის სკრიპტი

ესე იგი მინდოდა თუ არ მინდოდა ირაკლი ნადარეიშვილმა მიბიძგა და ქართული კლავიატურის სკრიპტი დავწერე…

სკრიპტი ძალიან მარტივია, და მისი მიბმა შეგიძლიათ ნებისმიერ ტექსტურ ველზე, ასევე მას აქვს ქართული კლავიატურის ჩართვისა და გამორთვის მხარდაჭერა. სიმბოლოების ტრანსლირებისათვის გამოვიყენე ირაკლის მიერ წლების წინ შემუშავებული ალგორითმი (ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ აქ)

სკრიპტის მუშა მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე
სკრიპტის უახლესი ვერსიის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან

რა უპირატესობები აქვს ამ სკრიპტს? იგი არის პატარა, კოდი არის ძალიან მარტივი და გასაგები, არ აბინძურებს ვებ აპლიკაციის სკოუპს რადგან იგი მთლიანად არის ენკაპსულირებული თავისსავე სკოუპში რაც არის იმის გარანტია რომ მისი გამოყენება შეგიძლია მარტივად და უსაფრთხოდ თუნდაც სხვა ანალოგიური დანიშნულების სკრიპტებთან ერთად.

ასევე საგულისხმოა ის რომ String ობიექტს ემატება ორი მეთოდი ესენია:

  1. translateToKA() – მეთოდი რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სტრიქონის პირდაპირ გადაყვანა ქართულ უნიკოდში. რაც ნიშნავს იმას რომ ამ მეთოდის გამოყენება თამამად შეგიძლიათ თქვენს სკრიპტებში.

    მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ შემდეგნაირად:

    var str = "es aris nebismieri teqsti";
    alert(str.translateToKA());
    
    //ან პირდაპირ ასე
    alert("es aris text literali".translateToKA());
    
  2. pasteTo([html form element]) – რომელსაც პარამეტრად გადაეცემა ფორმის ელემენტი. ეს მეთოდი ტექსტის კოპირებას ახდენს ან პირდაპირ თუ ელემენტის მნიშვნელობა ცარიელია, ან იმ ადგილას სადაც ზის კურსორი, ან ჩაანაცვლებს მონიშნულ ტექსტს ახალი ტექსტით.

    მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ შემდეგნაირად:

    var str = "es aris nebismieri teqsti";
    str.translateToKA().pasteTo(document.forms['my-form-name']['my-field-name']);
    

კოდი ვრცელდება MIT ლიცენზიით

        /*
	 * GeoKBD 0.1 - Georgian keyboard and text convertation library
	 *
	 * Copyright (c) 2007 Ioseb Dzmanashvili (http://www.code.ge)
	 * Licensed under the MIT (http://www.opensource.org/licenses/mit-license.php)
	 */

სრულად »

ტეგები: , ,