პოსტები ტეგით “IE Sucks”

IE6 BUG: დინამიური iframe

ეს თემა გარკვეულწილად უკავშირდება ერთერთ წინა პოსტს დინამიური ფორმებისა და ფორმის ელემენტების შესახებ.

მსგავს პრობლემას ასევე ვაწყდებით iframe ელემენტთან მუშაობისას და შესაბამისად ისევ იგივე დილემის წინაშე ვდგებით… ანუ საჭიროა კოდის გაყოფა რომელიც ერთის მხრივ იმუშავებს IE – სთვის და მეორეს მხრივ სხვა ყველა დანარჩენი ბრაუზერისათვის. სრულად »

ტეგები: ,

IE Sucks: ახალი კატეგორია ბლოგზე

არა მე არ მძულს IE მე იგი მეზიზღება… მაგრამ მეზიზღება არა იმიტომ რომ მისი მწარმოებელი არის M$ და მე კი ბილ გეიტსის მტერი ვარ და ასე შემდეგ :P ამისათვის რამდენიმე მარტივი მიზეზი არსებობს:

  • ჯერ ერთი ეს ბრაუზერი მართლაც რომ SUCKS;
  • ყველაზე მეტ დროს როდესაც ვმუშაობ JavaScript – თან თუ CSS – სთან, სწორედ IE – სთვის ოპტიმიზაციაზე ვხარჯავ;
  • იმედი მქონდა რომ ახალი ვერსია გამართული იქნებოდა მაგრამ მაინც SUCKS;
  • IE6 – ს გააჩნია მეხსიერების მენეჯმენტის პრობლემა რაც ჩემი საზრუნავია;
  • და ბოლოს და ბოლოს ამას ეტიკეტი მოთხოვს :P

რაც შეეხება ამ კატეგორიის დანიშნულებას, მასში განვათავსებ მხოლოდ ისეთ პოსტებს რომლებშიც მოხსენიებულია ისეთი პრობლემატური საკითხები რომლებიც პრობლემატურია მხოლოდ IE – ში(ანუ არის რეალიზაციის BUG) ან გამოგონილია IE – ს დეველოპერების მიერ და არცერთ სტანდარტში არ ჯდება რაც თავისთავად იწვევს კოდის გაყოფის საჭიროებას.

გარდა ამისა იმედი მაქვს რომ ამ განყოფილებაში განთავსებული პოსტები დაეხმარება შედარებით გამოუცდელ JavaScript/CSS კოდერებს რათა უფრო ადვილად გაუმკლავდნენ IE – ს და მისთვის დამახასიათებელ პრობლემებს.

P.S.

IE Sucks!

ტეგები:

IE6/7 BUG(s): დინამიური ფორმები და ფორმის ელემენტები

უკვე აღარავისათვის აღარ წარმოადგენს სიურპრიზს ის რომ Internet Explorer 6 საშინლად გაუმართავი ბრაუზერია და მას ძალიან ბევრი ხარვეზი გააჩნია. თუმცა ძალიან საწყენია ის რომ ამ ბრაუზერის მეშვიდე ვერსიაშიც ძალიან ბევრი ისეთი ხარვეზი მეორდება რაც ჩემის აზრით უკვე აღმოფხვრილი უნდა ყოფილიყო.

პრობლემათაგან ერთერთი ყველაზე არასასიამოვნო და ნიუანსური ჩემის აზრით არის HTML ფორმებთან და ფორმის ელემენტებთან მუშაობა JavaScript – ის DOM მეთოდებით.

არასასიამოვნო იმიტომ რომ თითქმის ყველა არსებული ბრაუზერებისაგან განსხვავებით(რომლებიც გამართულად მუშაობენ სპეციფიკაციის მიხედვით) IE – ს გააჩნია ისეთი პრობლემა რაც თავისთავად კოდის გაყოფას იწვევს, და კვლავ ვღებულობთ: IE vs სხვა დანარჩენი ბრაუზერები! სრულად »

ტეგები: , ,

ელემენტის innerHTML თვისების დეტალები

innerHTML თვისება ერთერთი გარდაუვალი დეტალია დღევანდელი RIA პროგრამირებისათვის(მცირეოდენი შესავალი შესაძლებელია წაიკითხოთ შესაბამის პოსტში), იგი არის სწრაფი, ეფექტური და რაც მთავარია მისი მხარდაჭერა ყველა ძირითად ბრაუზერს გააჩნია. მიუხედავად ამისა მას გააჩნია გარკვეული ხარვეზები, განსაკუთრებით კი ეს ხარვეზები თვალშისაცემია IE – ს შემთხვევაში.
სრულად »

ტეგები: , ,

“Ajax upload” & XML response

“Ajax upload” ანუ ფაილის ატვირთვა სერვერზე Ajax მიდგომით როგორც ასეთი მითია და სინამდვილეში არავითარი Ajax upload არ არსებობს გამომდინარე იქედან რომ ფაილის ატვირთვა სერვერზე სინამდვილეში არ ხდება XMLHttpRequest(XHR) ობიექტის გამოყენებით(და ეს შეუძლებელია ამ მომენტისათვის), ნაცვლად ამისა ამ ამოცანის გადასაჭრელად გამოიყენება დამალული iframe ელემენტი რაც ქმნის შესაბამის ილუზიას რომ ფაილის ატვირთვა ხდება ე.წ. “Ajax” მეთოდით.

დღესდღეობით ეს გამოსავალი ერთადერთია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იგი მუშაობს და მუშაობს ძალიან კარგად, თუმცა არსებობს ერთი დეტალი რომელიც საკმაოდ პრობლემატურია. პრობლემა მდგომარეობს სერვერიდან დაბრუნებულ პასუხში(response).
სრულად »

ტეგები: , , ,

დინამიური ივენთ ჰენდლერები

ჩემდა სამარცხვნოთ მინდა ვაღიარო რომ ვერაფერი მოვუფიქრე ამ პოსტის სათაურს და პირდაპირ დავწერე “ივენთ ჰენდლერები” თუმცა თუ ალტერნატივას შემომთავაზებთ გადავარქმევ სახელს :)

რაც შეეხება თავად პრობლემას(თუმცა პრობლემა ცალსახად მხოლოდ Internet Explorer – ში გვხვდება) მის წინაშე დღეს ჩემი მეგობარი აღმოჩნდა(რომელიც არ არის JavaScript დეველოპერი) და მკითხა თუ ვიცოდი რაიმე ამის შესახებ… საბედნიეროდ თავის დროზე საკმაოდ მაწვალა იგივე საკითხმა და პასუხი მქონდა, იმედია სხვა კოლეგებსაც გამოადგებათ ეს რეცეპტი… სრულად »

ტეგები: ,