პოსტები ტეგით “iPhone”

Code.ge redesign… And I’m back B-)

მოკლედ მოგესალმებით ყველას! ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამ პოსტის დაწერა თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო შინაგანმა წინააღმდეგობის გრძნობამ ეს სურვილი ჩაკლა.

ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ ბლოგის დახურვასა და მის გაუქმებას ვაპირებდი, თუმცა ეს უაზრო სურვილი დავძლიე და შევეცდები განახლებული ენერგიით განვაგრძო წერა! ამისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო რამდენიმე ადამიანს(არ ჩამოვთვლი მათ სახელებს თვითონ მიხვდებით ვისაც გგულისხმობთ). ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს რომლებიც ამ ბლოგით ჯერ კიდევ სარგებლობენ და აქ თავმოყრილი ინფორმაციითა და ჩემი პატარა ნამუშევრებით სარგებლობენ. ასევე დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა ჩემი მხირდან უპასუხოდ დატოვებული კომენტარის ავტორს.

პირველი ეტაპისთვის გამოვნახე დრო და გავაკეთე ბლოგის გარეგანი იერსახის სრული ცვლილება რომელიც ალბათ უკვე თვალში მოგხვდათ :D

გარდა ამისა მომზადებული მაქვს მთელი რიგი განახლებები ქართული კლავიატურის სკრიპტისთვის და სხვა თაროზე შემოდებული პროექტებისთვის რომლებსაც მალე გამოვფენ.

პირველ რიგში დღეს გავაოფენსორსე(როგორი ქართულია? :D ) LinGO ინგლისურ ქართული ლექსიკონი iPhone – სთვის რომელიც ხელმისაწვდომია GitHUB – ზე. ეს მინი პროექტი აუცილებლად მიიღებს დასრულებულ სახეს რადგან დღეიდან მასში მონაწილეობას მიიღებს ორი გამოცდილი Mac (და არა მარტო) დეველოპერი – ლაშა დოლიძე და ირაკლი ნადარეიშვილი! დიდი მადლობა ორივეს მხარდაჭერისა და ამ პროექტში მონაწილეობის სურვილისათვის.

სხვა სიახლეებსა და შეძლებისდაგვარად სასარგებლო ნამუშევრების შესახებ სულ მალე შეიტყობთ ამ ბლოგის მეშვეობით.

მაშ ასე I’m Back B-)

ტეგები: , , , ,

LinGO – ინგლისურ/ქართული ლექსიკონი iPhone – სთვის

რამდენიმე დღით ქალაქიდან ვიყავი გასული, და როგორც იქნა მოვიცალე iPhone SDK – სთვის. რამდენიმე დღიანი ექსპერიმენტების შემდეგ პირველი რეალური აპლიკაცია შევქმენი :)

ძალიან აზარტული პროცესი აღმოჩნდა iPhone – სთვის წერა. მართალია iPhone SDK არ იძლევა აპლიკაციების წერის ისეთ კომფორტს როგორც ეს ჩვეულებრივი Mac OS X – ისთვის წერის დროს გვაქვს, მაგრამ თუ დამიჯერებთ მაინც საკმაოდ სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა :)

ამჯერად არ შეგაწყენთ თავს Objective-C – ს და Cocoa Touch – ის დეტალებზე საუბრით. თუმცა ეს ძალიან საინტერესო თემაა და იმედია გამოვნახავ დროს და ამ თემის ირგვლივ შეძლებისდაგვარად საინტერესო პოსტებს შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება პროდუქტს იგი ფუნქციონალურად აბსოლუტურად გამართულია, არ აღენიშნება ბაგები და მუშაობს სტაბილურად. უახლოვეს დღეებში, როდესაც ისევ მოვიცლი, აუცილებლად დავდებ მისი ინსტალაციის ინსტრუქციას.

ჯერჯერობით მხოლოდ iPhone – ს სიმულატორშია გატესტილი, მე კი სამწუახაროდ iPhone – ზე ოპერაციული სისტემის 1.3 ვერსია მიყენია. iPhone SDK კი მხოლოდ ოპერაციული სისტემის 2.0 ვერსიას ითვალისწინებს :(

ამიტომ როგორც კი შევძლებ ტელეფონზე რეალური ტესტირების ჩატარებას, მაშინათვე ხელმისაწვდომს გავხდი ამ პროდუქტს.

მანამდე კი შეგიძლიათ ეს სურათები დაათვალიეროთ და გამიზიაროთ თქვენი მოსაზრებები :)

ტეგები: , , ,

Fring for iPhone B-)

Fring Photoთუ თქვენ გიყვართ ჩატაობა, რამდენიმე IM კლიენტით სარგებლობთ და Skype – ს მეშვეობითაც ხშირად რეკავთ. ამავე დროს ხართ iPhone – ს ბედნიერი მფლობელი და კომუნიკაციის მსგავსი შესაძლებლობა გაკლიათ სწორედ თქვენთვის არის ეს შესანიშნავი პროდუქტი :D

პირველი აბზაცით მიხვდით ალბათ როგორი “ნიჭიერი” ფიარის ოსტატი ვარ :P

რაც შეეხება თემას, რამდენიმე დღის წინ ტექკრანჩზე წავიკითხე ამ შესანიშნავი პროდუქტის შესახებ რომელსაც სახელად ჰქვია Fring.

რა არის Fring და რისთვის გამოიყენება იგი? მოკლედ რომ ვთქვათ:

Fring supports Skype, MSN Messenger, Google Talk, ICQ, SIP, Twitter, Yahoo and AIM services.

ამ შესანიშნავი პროგრამული პროდუქტის მწარმოებელმა კომპანიამ სულ რამდენიმე დღის წინ დაასრულა iPhone – ს ვერსიის ტესტირება და Fring – ის პირველი პრერელიზ ვერსია შესთავაზა მომხმარებლებს.

ეხლახანს მოვიცალე და დავაინსტალირე, მართლაც შესანიშნავად მუშაობს. მართალია ჯერ Skype არ გამიტესტავს, მაგრამ სხვა მესინჯერები არაჩვეულებრივად მუშაობს.

თუ გადაწყვეტთ დაინსტალირებას, გაითვალისწინეთ რომ თქვენი ტელეფონი უნდა იყოს გატეხილი, თუმცა საქართველოსთვის ეს გაფრთხილება ყოვლად ზედმეტია :P

ინსტალაციის ინსტრუქცია კი შეგიძლიათ იხილოთ აქ :)

ტეგები: , ,