ყოველი კლასის ახალი ობიექტი იქმნება კლასის კონსტრუქტორის გამოძახებით. გარდა ამისა ასევე შეუძლებელია ახალი ობიექტის შექმნა არა მხოლოდ ობიექტის ფაქტიური კლასის კონსტრუქტორის გამოძახების გარეშე, არამედ ეს შეუძლებელია ყოველი მისი სუპერკლასის კონსტრუქტორის გამოძახების გარეშე. კონსტრუქტორი არის კოდის ის ნაწილი რომელიც სრულდება ყოველთვის როდესაც ხდება new ოპერატორის გამოყენება. სრულად »
პოსტები ტეგით “Java”
სტატიკური ცვლადები და მეთოდები
ზოგჯერ არსებობს აუცილებლობა იმისა რომ შევქმნათ კლასის ისეთი ელემენტი (წევრი) რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ამ კლასის რომელიმე ობიექტის (ეგზემპლარის) არსებობის გარეშე. ზოგადად კლასის ელემენტებზე მიმართვა ხორციელდება ამ კლასის ობიექტის მეშვეობით, თუმცა შესაძლებელია ისეთი ელემენტების შექმნა რომლების გამოყენებაც შესაძლებელია განსაზღვრული ობიექტის გარეშე. ამის განსახორციელებლად საჭიროა ელემენტი გამოვაცხადოთ როგორც static. როდესაც ელემენტი აღწერილია როგორც static მას შეიძლება მივმართოთ კლასის ჩატვირთვისთანავე იქამდე სანამ მოხდება ამ კლასის რომელიმე ობიექტის შექმნა. სტატიკურად შეიძლება გამოვაცხადოთ როგორც მეთოდები, ასევე ცვლადები. static-ის ყველაზე გავრცელებულ გამოყენებას წარმოადგენს main() მეთოდი. იგი აღწერილია როგორც static, რადგან მისი გამოძახება უნდა მოხდეს იქამდე სანამ მოხდება რაიმე ობიექტების შექმნა. სრულად »
ტეგები: Java
პირველი HelloWorld ვებ აპლიკაცია
ეს ტურორიალიც განკუთვნილია სტუდენტებისათვის, და დამწყები Java პროგრამისტებისთვის. დიდი მადლობა მიშა კაპანაძეს ტექსტის რედაქტირებისათვის, და ინსტალაციის ინსტრუქციის ლინუქსის ვერსიის დამატებისათვის. სრულად »
ტეგები: Java
პირველი Java პროგრამა
ეს პატარა ტუტორიალი დავწერე სტუდენტებისათვის. დარწმუნებული ვარ იგი გამოადგებათ დამწყებ Java პროგრამისტებისაც, ან უბრალოდ Java-თი დაინტერესებულ კოლეგებს. სრულად »
ტეგები: Java