როგორც იქნა ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ჩემს მიერ დაწყებულმა და შემდგომ მიტოვებულმა პროექტმა – LinGEO შეიძინა პროდუქტის სახე და ახლა უკვე მომხმარებლებს შეუძლიათ მისით სარგებლობა.
პირველად ეს პროექტი გავახმაური ერთი წლის წინ როდესაც მას ჯერ კიდევ ერქვა LinGO, მას შემდეგ ვეღარ გამოვნახე შესაბამისი რესურსი რომ მიმეყვანა ეს პროექტი ბოლომდე. სულ ახლახანს როდესაც კვლავ გადავწყვიტე აქტიური ბლოგერობა და ზოგადად ოპენ სორს პროექტებზე მუშაობის გაგრძელება, გავხსენი ამ პროექტის საწყისი კოდიც(იხ. LinGEO on GitHUB). ამის მიზეზი ერთის მხრივ იყო ჩემი სურვლი რომ დამესრულებინა პროექტი, ხოლო მეორეს მხრივ ჩემი კოლეგისა და მეგობრის ლაშა დოლიძის დაინტერესება.
კოდის გახსნიდან სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ სახეზე გვაქვს უკვე დასრულებული პროექტი. ამისათვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ლაშას რომლის უშუალო დამსახურებაც არის ამ პროექტის საბოლოო პროდუქტად ქცევა. გარდა უმნიშვნელოვანესი პროგრამული დეტალების დახვეწისა მან განათავსა პროდქუტი Apple – ს App Store – ში(პროგრამა ამჯერად მოლოდინის რეჟიმშია და ველით დასტურს), ასევე შექმნა Cydia – ს რეპოზიტორი არაოფიციალური iPhone – ს მომხმარებელთათვის.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო Toto – ს შესანიშნავი კომენტარებისა და შენიშნვებისათვის რომელიც გააკეთა ამ პროდუქტთან დაკავშირებით.
გუშინ Mac OS X Leopard – ის დაინსტალირების ბედნიერება მხვდა წილად. ინსტალაციამ ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩაიარა, რაც ყველაზე მეტად სასიხარულო იყო ჩემს შემთხვევაში არაფერი არ გაუფუჭებია და არაფერი არ დაუკარგავს, მიუხედავად იმისა რომ ამის საფუძვლიანი შიში მქონდა არაერთგვაროვანი გამოხმაურებების საფუძველზე.